საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმდაგვარად, რამდაგვარადაც", ანუ ”აღარგაგრძელებული” გია ბარამიძე და გელა ბეჟუაშვილის ”შიდა კუხნა”
"იმდაგვარად, რამდაგვარადაც", ანუ ”აღარგაგრძელებული” გია ბარამიძე და გელა ბეჟუაშვილის ”შიდა კუხნა”

ამ­ბო­ბენ, ადა­მი­ა­ნი რაც მეტს ლა­პა­რა­კობს, მით მეტ სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბობ­სო, თუმ­ცა ისიც ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, რომ ამ სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის შემ­ჩნე­ვა ყვე­ლა­ზე მე­ტად იმას უჭირს, ვინც ბევ­რს ლა­პა­რა­კობს.

სი­სუ­ლე­ლის ლა­პა­რა­კი ერ­თია, მაგ­რამ ბოლო ხანს მშობ­ლი­ურ ენას ხში­რად ისე უდი­ე­რად ვექ­ცე­ვით, ნათ­ქვა­მი­დან სა­ერ­თოდ ჭირს აზ­რის გა­მო­ტა­ნა. და­უმ­თავ­რე­ბე­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, აბურ­დულ-და­ბურ­დუ­ლი ფრა­ზე­ბი და უცხო­უ­რი სი­ტყვე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი ხში­რად ისეთ ნა­ზავს ქმნის, ეჭ­ვიც შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეს, რომ ქარ­თულ ენა­ზე გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან.

ყვე­ლა­ზე ცუდი კი ის არის, რომ ასეთ მე­ტყვე­ლე­ბას პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწე­ვენ მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ასე­თი­ვე ენით მე­ტყვე­ლე­ბენ ე.წ. ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და რაც ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მაა - ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი.

ის, რომ ქარ­თულ ენა­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი უცხო სი­ტყვა შე­მო­ვი­და და დამ­კვიდ­რდა, არა­ვის­თვი­საა ახა­ლი ამ­ბა­ვი. ეს პრობ­ლე­მა, ალ­ბათ, მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა ერსა და ენას ჰქონ­და და დღე­საც აქვს, მაგ­რამ დღეს მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი ინ­გლი­სუ­რი სი­ტყვე­ბი თუ სი­ტყვათ­შე­თან­ხმე­ბე­ბი ქარ­თულ ენას სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის. ამ ყვე­ლაფ­რის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი ისევ და ისევ გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბაა, რო­მელ­საც თან ერ­თვის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის სნო­ბიზ­მი და მო­დის აყო­ლა.

მმარ­თვე­ლი გუნ­დი - "ლი­დერ­ში­ფად", ცხოვ­რე­ბის წესი - "ლაიფ სტა­ი­ლად", ღო­ნის­ძი­ე­ბა "ივენ­თად" და ა.შ. კარ­გა ხა­ნია მო­ნათ­ლეს ჩვენ­მა "სე­ლებ­რი­თებ­მა", რომ­ლე­ბიც ხან "ფარ­თი­ზე" იკ­რი­ბე­ბი­ან და ხან - "ტუსოვ­კა­ზე"... ეს ფრა­ზე­ო­ლო­გია ვი­ღა­ცის­თვის თვით­დამ­კვიდ­რე­ბის ხერ­ხად იქცა და ზოგ­ჯერ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად და ზოგ­ჯერ სხვი­სი მი­ბაძ­ვით ცდი­ლო­ბენ თა­ვის გა­მო­ჩე­ნას, სა­ბო­ლოდ კი ყო­ველ­დღი­ურ მე­ტყვე­ლე­ბა­ში მკვიდ­რდე­ბა სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და უც­ნა­უ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რომ­ლის არა­ერთ მა­გა­ლითს ახლა წარ­მო­გიდ­გენთ.

ამ თვალ­საზ­რი­სით ბევ­რს სცო­და­ვენ ჩვე­ნი კო­ლე­გა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ტელე თუ რა­დი­ო­ე­თე­რი­დან ხში­რად გვეს­მის გა­ურ­კვე­ვე­ლი ლა­პა­რა­კი, პრე­სის ფურ­ცლებ­ზეც უამ­რავ შეც­დო­მას გა­და­ა­წყდე­ბით. ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ში მო­დუ­რი გახ­და სი­ტყვე­ბი: "გაჟ­ღერ­და", "მი­ღე­ბულ იქნა", "გა­ყიდ­ვა­შია", "ყუ­რე­ბა­დი" "და­ფიქ­სირ­და" და ა.შ. ამას წი­ნათ ერ­თმა ჩემ­მა კო­ლე­გამ, რო­მე­ლიც ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ცერ­ტზე გვე­სა­უბ­რე­ბო­და, გვი­თხრა, "თბი­ლი­სის "ივენ­თჰოლ­ში" დღეს მარ­თლაც "ივენ­თა­მინ­დი­აო", ალ­ბათ, უნ­დო­და ეთ­ქვა, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა­აო.

ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ამო­მა­ვალ­მა ვარ­სკვლავ­მა ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც კი­დევ ერთი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, გა­ნა­ცხა­და, - მე სა­სა­ცი­ლო კო­მე­დი­ის ყუ­რე­ბა მიყ­ვარ­სო. რო­გორც ჩანს, ნუ­კის სამ­წუ­ხა­რო კო­მე­დი­აც უნა­ხავს. ამას წი­ნათ, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მო­ვის­მი­ნე, რომ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის მო­გე­ბი­ა­ნად მუ­შა­ო­ბის­თვის თურ­მე "ქუ­ჩას უნდა ჰქონ­დეს ფეხ­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ოდე­ნო­ბა". სა­ვა­რა­უ­დოდ, უნ­დო­და ეთ­ქვათ, რომ ქუ­ჩა­ში, სა­დაც სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტია, სა­სურ­ვე­ლია ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­დი­ო­დეს ქვე­ი­თა­დო.

ლა­მის ყვე­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერ­მა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მა­სობ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ნა ბე­რი­ძემ კი მოგ­ვახ­სე­ნა: "პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რაც გა­მო­ნათ­და, არის ლონ­დო­ნი." ამ წი­ნა­და­დე­ბის გან­მარ­ტე­ბა თქვენ­თვის მო­მინ­დვია, რად­გან ეს უკვე აღე­მა­ტე­ბა ჩემს ძა­ლებს. უბ­რა­ლოდ, ლონ­დო­ნი ქვე­ყა­ნა რო­დის აქეთ არის, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას გარ­და, ვფიქ­რობ, არა­ვის ეცო­დი­ნე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩე­ბის ქარ­თვე­ლი კო­მენ­ტა­ტო­რე­ბის ნათ­ქვა­მე­ბი. მა­გა­ლი­თად, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის რე­პორ­ტა­ჟი­სას კო­მენ­ტა­ტორ­მა და­ვით მი­ნაშ­ვილ­მა მოგ­ვახ­სე­ნა: "აი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ბრწყინ­ვა­ლე პასი, მაგ­რამ არა­ზუს­ტი" (სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩე­ბის კო­მენ­ტა­ტო­რე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ცალ­კე გან­ხილ­ვის თე­მაა). რად­გან ფეხ­ბურთზე ჩა­მო­ვარ­და სი­ტყვა, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გა­ვიხ­სე­ნო ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვას ახ­სნა იმი­სა, რა­ტომ გა­და­ი­დო ხორ­ვა­ტია-სა­ქარ­თვე­ლოს მატ­ჩი. სი­ჭი­ნა­ვას თქმით, მაგ დროს თურ­მე "რო­მის პაპა" ჩა­დი­ო­და ხორ­ვა­ტი­ა­ში და ფეხ­ბურ­თის­თვის არ ეც­ლე­ბო­დათ ხორ­ვა­ტებს.

თავ­ში სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის ლა­პა­რა­კი ვახ­სე­ნე, ჰოდა, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამით ნამ­დვი­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც უფ­ლე­ბა აქვთ ხმა­მაღ­ლა გა­მოთ­ქვან აზრი და პი­რი­ქით - ვი­საც ეს აკ­რძა­ლუ­ლი აქვს. ეს რომ ასეა, არა­ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­რა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­მა. ბა­ტონ ნო­ღა­ი­დელს ერთხელ პარ­ლა­მენ­ტარ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის ნათ­ქვამ­ზე ვკი­თხე აზრი, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა, - რო­გორც ჩანს, ცის­კა­რიშ­ვილს მის­ცეს ლა­პა­რა­კის უფ­ლე­ბა, ჩემი პრე­მი­ე­რო­ბის დროს ეგ აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დაო. შე­საძ­ლოა, მას მერე აუკ­რძა­ლეს, რაც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრო­ბი­სას დაგ­ვა­ი­მე­და, ავაყ­ვა­ვებ მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბას და ჰო­ლან­დი­ი­დან ჩა­მო­ვიყ­ვან დე­დალ ძრო­ხებ­სო.

თუმ­ცა ქარ­თუ­ლი ენის არ­ცოდ­ნა­ში რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრ ეკა ტყე­შე­ლაშ­ვილს ვე­რა­ვინ შე­ე­ჯიბ­რე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, ეს ქალ­ბა­ტო­ნი სხვა­დას­ხვა დროს იყო სა­გა­რეო საქ­მე­თა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, ასე­ვე გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი. ქალ­ბა­ტონ­მა ეკამ ფრან­გე­ბის მიერ რუ­სე­ბის­თვის სა­ზღვაო ხო­მალდ "მის­ტრა­ლის" მი­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და: "გან­გრძო­ბა­დო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ში, იმე­დოვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რუ­სე­თი ამ ტექ­ნი­კას არ გა­მო­ი­ყე­ნებს." ამ ორი­ო­დე წლის წინ კი ერთ-ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დას­კვნა­ზე ლა­პა­რა­კი­სას, თქვა:

"იმ­დაგ­ვა­რად, რამ­დაგ­ვა­რა­დაც ჩვენ­თან ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას მათ­გან ად­გი­ლი არა ჰქო­ნია". ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის კი­დევ ერთი მარ­გა­ლი­ტი: "სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს არ­ჩე­ვა­ნის სი­თა­ვი­სუფ­ლე". ტყე­შე­ლაშ­ვილ­ზე გა­მახ­სენ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დუ­შეთ­ში იყო ჩა­სუ­ლი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით ტყე­შე­ლაშ­ვი­ლიც ახ­ლდა. მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას პრე­ზი­დენ­ტმა ბრძა­ნა: "მე ეხლა მო­გიყ­ვა­ნეთ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მო­გიყ­ვე­ბათ, რას გა­გი­კე­თებთ და სად გა­გი­კე­თებთ..."

ისე, ეკა ტყე­შე­ლაშ­ვილს არც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნინო კა­ლან­და­ძე ჩა­მორ­ჩე­ბა. მახ­სოვს, ერთხელ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე თქვა: ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რო­ბა მა­ხა­სი­ა­თებ­დაო! თა­ვის მხრივ, ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნით ვერც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­იკ­ვეხ­ნი­და, თუმ­ცა მას სა­პა­ტიო მი­ზე­ზი ჰქონ­და, ის არ და­ბა­დე­ბუ­ლა და გაზ­რდი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა მისი რამ­დე­ნი­მე პო­ლიტ­მარ­გა­ლი­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ, მა­გა­ლი­თად: "მიშა ნა­ხევ­რად გა­დამ­დგა­რია" ან კი­დევ ოპო­ზი­ცი­ის დაშ­ლა­ზე ლა­პა­რა­კი­სას მისი ნათ­ქვა­მი: "აქ არ არის დაშ­ლა, აქ არის გაშ­ლა".

ჩი­ქორ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით ლა­პა­რა­კი კარ­გად ეხერ­ხე­ბა თბი­ლი­სის მერს, გიგი უგუ­ლა­ვა­საც. მისი პი­რო­ბა "3 წე­ლი­წად­ში თბი­ლის­ში აღარ იქ­ნე­ბა ორ­მუ­ლი ქუ­ჩე­ბი", ნა­წი­ლობ­რივ შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, რაც ნამ­დვი­ლად მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, თუმ­ცა მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ. მან­ვე ერთ-ერთი მინი-სტა­დი­ო­ნის გახ­სნი­სას გა­ნა­ცხა­და: "ამ ად­გილ­ზე იყო ბე­ტო­ნის გა­უ­ვა­ლი ჯუნ­გლე­ბი და ახლა ახა­ლი მო­ე­და­ნი გავ­ხსე­ნით, სა­დაც გავზრდით ფეხ­ბურ­თე­ლებს და მერე ვერც ერთი საფ­რან­გე­თი და ვერც ერთი იტა­ლია ვე­ღარ მოგ­ვი­გებს". მან­ვე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი­სას გა­ნა­ცხა­და: "ამ უბ­ნებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის არ­შე­ზღუდ­ვა".

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში გია ბა­რა­მი­ძე საკ­მა­ოდ ხში­რად ამ­ბობს, მეტს აღარ გავგრძელ­დე­ბიო, რაც ნიშ­ნავს - ლა­პა­რაკს აღარ გან­ვაგ­რძო­ბო. ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის­გან არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად მო­ის­მენთ: "არ გავ­მე­ორ­დე­ბი", ანუ უკვე ნათ­ქვამს აღარ გა­ვი­მე­ო­რე­ბო.

ყო­ფილ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ გელა ბეჟუ­აშ­ვილს ეკუთ­ვნის "ფრთი­ა­ნი" ფრა­ზა: "ეს სა­ქარ­თვე­ლოს შიდა კუხ­ნაა."

ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ლადო ჭი­პაშ­ვი­ლი ხომ გახ­სოვთ, ან რა და­გა­ვი­წყებთ, ეგ ის კა­ცია, ახა­ლი წლის დღე­ებ­ში მთელ ქვე­ყა­ნას ქათ­მის გრი­პით გა­ჟუჟ­ვა რომ "მი­ა­ხა­რა", მოკ­ლედ, ეს ბა­ტო­ნი ერთხე­ლაც სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­და და გა­ნა­ცხა­და: "სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მამ დრა­მა­ტუ­ლი და­ცე­მა 'გა­ნი­ცა­და." ამ შემ­თხვე­ვა­ში არა მგო­ნია, რომ ჭი­პაშ­ვილს ძა­ლი­ან გა­და­ე­ჭარ­ბე­ბი­ნოს.

მარ­თა­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ძვი­რი სა­ნა­ხა­ვიც არის და დიდი მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბი­თაც არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ არა­ერ­თი ფრა­ზით მა­ინც დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი. მა­გა­ლი­თად: "ად­გილ­ზე მოკ­ვლე­ვას ატა­რე­ბენ ჩვე­ნი ექ­სპერ­ტე­ბი, კერ­ძოდ, ძაღ­ლე­ბი," ან კი­დევ: "მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს ჩვე­ნი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლია, თა­ნა­მო­აზ­რე თუ თა­ნა­მე­გო­ბა­რი, თუ და­ა­შა­ვა მა­ინც და­ვი­ჭერთ." მე­რა­ბიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში ერთ-ერთი გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და: "მინ­და, რეკ­ლა­მა გა­ვუ­კე­თო ჩვენს ვებგ­ვერდს, რო­მე­ლიც არის ერთ-ერთი ლი­დე­რი შეღ­წე­ვა­დო­ბი­თო".

თა­ვის დრო­ზე სწო­რედ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და მის პო­ლი­ცი­ე­ლებს მო­უ­წო­და მეტი ტო­ლე­რან­ტო­ბის­კენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­მა ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ და გა­ნა­ცხა­და: "სა­ნამ ადა­მი­ა­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ას მოჰ­კი­დებ ხელს, მა­ნამ­დე უნდა გა­აფრ­თხი­ლო".

და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს ქუ­თა­ი­სის მერ­მა გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძემ თა­ნა­მედ­რო­ვე "პო­ლიტ­ლინგვის­ტი­კის" კი­დევ ერთი მარ­გა­ლი­ტი გვა­ჩუ­ქა, როცა მოგ­ვახ­სე­ნა: "აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგლის პა­ტივ­გე­ბა მო­ვახ­დი­ნე­თო".

მი­ნის­ტრებ­სა და პარ­ლა­მენ­ტა­რებს არც პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მორ­ჩე­ბა. მის გა­მო­ნათ­ქვა­მებს რა აღ­ნუს­ხავს და აღ­წერს, მაგ­რამ ორი­ო­დე მა­გა­ლითს მა­ინც მო­ვიყ­ვანთ. ხომ გახ­სოვთ, და­ვით კირ­კი­ტა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი რომ გა­ლა­ხა, მერე კი მო­უ­ბო­დი­შა, მა­შინ სა­ა­კაშ­ვილ­მა იკი­თხა: "დათო კირ­კი­ტა­ძემ რომ დაც­ვის ბიჭს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და, არის თუ არა ეს კულ­ტუ­რუ­ლი რე­ვო­ლუ­ცია?"

ამას წი­ნათ კი გა­ნა­ცხა­და: "მო­ვე­დით იქამ­დე, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთელ მსოფ­ლი­ო­ში სცე­მენ პა­ტივს, რო­გორც ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლე­ბა არა რო­გორც ცალ­კე ერ­თე­უ­ლი, არა­მედ, რო­გორც ქვე­ყა­ნა."

მოკ­ლედ, ამ­ჯე­რად შე­ვე­ცა­დეთ, იუ­მო­რის­ტულ ჭრილ­ში წარ­მოგ­ვე­ჩი­ნა ის მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რაც დღეს ქარ­თუ­ლი ენის წი­ნა­შე დგას. და­სას­რულ კი, გვინ­და, გა­ლა­კტი­ო­ნის ცნო­ბი­ლი სი­ტყვე­ბით მო­გი­წო­დოთ:

"ილა­პა­რა­კეთ... ოღონდ ქარ­თუ­ლად, ოღონდ ქარ­თუ­ლად ილა­პა­რა­კეთ!"

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"იმდაგვარად, რამდაგვარადაც", ანუ ”აღარგაგრძელებული” გია ბარამიძე და გელა ბეჟუაშვილის ”შიდა კუხნა”

"იმდაგვარად, რამდაგვარადაც", ანუ ”აღარგაგრძელებული” გია ბარამიძე და გელა ბეჟუაშვილის ”შიდა კუხნა”

ამბობენ, ადამიანი რაც მეტს ლაპარაკობს, მით მეტ სისულელეს ამბობსო, თუმცა ისიც ჭეშმარიტებაა, რომ ამ სისულელეების შემჩნევა ყველაზე მეტად იმას უჭირს, ვინც ბევრს ლაპარაკობს.

სისულელის ლაპარაკი ერთია, მაგრამ ბოლო ხანს მშობლიურ ენას ხშირად ისე უდიერად ვექცევით, ნათქვამიდან საერთოდ ჭირს აზრის გამოტანა. დაუმთავრებელი წინადადებები, აბურდულ-დაბურდული ფრაზები და უცხოური სიტყვების კორიანტელი ხშირად ისეთ ნაზავს ქმნის, ეჭვიც შეიძლება გაგიჩნდეს, რომ ქართულ ენაზე გელაპარაკებიან.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ასეთ მეტყველებას პოპულარიზაციას უწევენ მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები, ასეთივე ენით მეტყველებენ ე.წ. ცნობადი სახეები, პოლიტიკოსები და რაც ყველაზე დიდი პრობლემაა - ჟურნალისტები.

ის, რომ ქართულ ენაში საუკუნეების განმავლობაში უამრავი უცხო სიტყვა შემოვიდა და დამკვიდრდა, არავისთვისაა ახალი ამბავი. ეს პრობლემა, ალბათ, მეტ-ნაკლებად ყველა ერსა და ენას ჰქონდა და დღესაც აქვს, მაგრამ დღეს მოზღვავებული ინგლისური სიტყვები თუ სიტყვათშეთანხმებები ქართულ ენას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამ ყველაფრის უმთავრესი მიზეზი ისევ და ისევ გაუნათლებლობაა, რომელსაც თან ერთვის ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სნობიზმი და მოდის აყოლა.

მმართველი გუნდი - "ლიდერშიფად", ცხოვრების წესი - "ლაიფ სტაილად", ღონისძიება "ივენთად" და ა.შ. კარგა ხანია მონათლეს ჩვენმა "სელებრითებმა", რომლებიც ხან "ფართიზე" იკრიბებიან და ხან - "ტუსოვკაზე"... ეს ფრაზეოლოგია ვიღაცისთვის თვითდამკვიდრების ხერხად იქცა და ზოგჯერ გაუცნობიერებლად და ზოგჯერ სხვისი მიბაძვით ცდილობენ თავის გამოჩენას, საბოლოდ კი ყოველდღიურ მეტყველებაში მკვიდრდება სრულიად გაუგებარი და უცნაური გამონათქვამები, რომლის არაერთ მაგალითს ახლა წარმოგიდგენთ.

ამ თვალსაზრისით ბევრს სცოდავენ ჩვენი კოლეგა ჟურნალისტები. ტელე თუ რადიოეთერიდან ხშირად გვესმის გაურკვეველი ლაპარაკი, პრესის ფურცლებზეც უამრავ შეცდომას გადააწყდებით. ქართველ ჟურნალისტებში მოდური გახდა სიტყვები: "გაჟღერდა", "მიღებულ იქნა", "გაყიდვაშია", "ყურებადი" "დაფიქსირდა" და ა.შ. ამას წინათ ერთმა ჩემმა კოლეგამ, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მიმდინარე კონცერტზე გვესაუბრებოდა, გვითხრა, "თბილისის "ივენთჰოლში" დღეს მართლაც "ივენთამინდიაო", ალბათ, უნდოდა ეთქვა, ფილარმონიაში საზეიმო განწყობააო.

ქართული ტელევიზიის ამომავალმა ვარსკვლავმა ნუკი კოშკელიშვილმა, რომელიც კიდევ ერთი სატელევიზიო გადაცემის წამყვანის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, განაცხადა, - მე სასაცილო კომედიის ყურება მიყვარსო. როგორც ჩანს, ნუკის სამწუხარო კომედიაც უნახავს. ამას წინათ, ერთ-ერთ გადაცემაში მოვისმინე, რომ სავაჭრო ობიექტის მოგებიანად მუშაობისთვის თურმე "ქუჩას უნდა ჰქონდეს ფეხმავალი ადამიანების დიდი ოდენობა". სავარაუდოდ, უნდოდა ეთქვათ, რომ ქუჩაში, სადაც სავაჭრო ობიექტია, სასურველია ბევრი ადამიანი დადიოდეს ქვეითადო.

ლამის ყველა მუსიკალური გადაცემის პროდიუსერმა და კულტურის სამინისტროს მასობრივ ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა ბერიძემ კი მოგვახსენა: "პირველი ქვეყანა, რაც გამონათდა, არის ლონდონი." ამ წინადადების განმარტება თქვენთვის მომინდვია, რადგან ეს უკვე აღემატება ჩემს ძალებს. უბრალოდ, ლონდონი ქვეყანა როდის აქეთ არის, ქალბატონი მარინას გარდა, ვფიქრობ, არავის ეცოდინება.

განსაკუთრებით საინტერესოა საფეხბურთო მატჩების ქართველი კომენტატორების ნათქვამები. მაგალითად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საფეხბურთო მატჩის რეპორტაჟისას კომენტატორმა დავით მინაშვილმა მოგვახსენა: "აი, შესანიშნავი, ბრწყინვალე პასი, მაგრამ არაზუსტი" (საფეხბურთო მატჩების კომენტატორების გამონათქვამები ცალკე განხილვის თემაა). რადგან ფეხბურთზე ჩამოვარდა სიტყვა, შეუძლებელია არ გავიხსენო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ახსნა იმისა, რატომ გადაიდო ხორვატია-საქართველოს მატჩი. სიჭინავას თქმით, მაგ დროს თურმე "რომის პაპა" ჩადიოდა ხორვატიაში და ფეხბურთისთვის არ ეცლებოდათ ხორვატებს.

თავში სისულელეების ლაპარაკი ვახსენე, ჰოდა, ჩვენი პოლიტიკოსები ამით ნამდვილად გამოირჩევიან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვისაც უფლება აქვთ ხმამაღლა გამოთქვან აზრი და პირიქით - ვისაც ეს აკრძალული აქვს. ეს რომ ასეა, არაერთხელ დაადასტურა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. ბატონ ნოღაიდელს ერთხელ პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილის ნათქვამზე ვკითხე აზრი, რაზეც მიპასუხა, - როგორც ჩანს, ცისკარიშვილს მისცეს ლაპარაკის უფლება, ჩემი პრემიერობის დროს ეგ აკრძალული ჰქონდაო. შესაძლოა, მას მერე აუკრძალეს, რაც სოფლის მეურნეობის მინისტრობისას დაგვაიმედა, ავაყვავებ მეცხოველეობას და ჰოლანდიიდან ჩამოვიყვან დედალ ძროხებსო.

თუმცა ქართული ენის არცოდნაში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ეკა ტყეშელაშვილს ვერავინ შეეჯიბრება. შეგახსენებთ, ეს ქალბატონი სხვადასხვა დროს იყო საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი, ასევე გენერალური პროკურორი და უშიშროების საბჭოს მდივანი. ქალბატონმა ეკამ ფრანგების მიერ რუსებისთვის საზღვაო ხომალდ "მისტრალის" მიყიდვის თაობაზე განაცხადა: "განგრძობადობის პერსპექტივაში, იმედოვნების თვალსაზრისით, რუსეთი ამ ტექნიკას არ გამოიყენებს." ამ ორიოდე წლის წინ კი ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაზე ლაპარაკისას, თქვა:

"იმდაგვარად, რამდაგვარადაც ჩვენთან ინფორმაციის კომუნიკაციას მათგან ადგილი არა ჰქონია". ტყეშელაშვილის კიდევ ერთი მარგალიტი: "საქართველოში ნამდვილად არსებობს არჩევანის სითავისუფლე". ტყეშელაშვილზე გამახსენდა, მიხეილ სააკაშვილი დუშეთში იყო ჩასული და ინფრასტრუქტურის განვითარების ყოფილი მინისტრი დავით ტყეშელაშვილიც ახლდა. მოსახლეობასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ბრძანა: "მე ეხლა მოგიყვანეთ ტყეშელაშვილი, რომელიც მოგიყვებათ, რას გაგიკეთებთ და სად გაგიკეთებთ..."

ისე, ეკა ტყეშელაშვილს არც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ჩამორჩება. მახსოვს, ერთხელ სალომე ზურაბიშვილზე თქვა: ქალბატონი სალომეს მიმართ განსაკუთრებული რესპექტაბელურობა მახასიათებდაო! თავის მხრივ, ქართული ენის ცოდნით ვერც სალომე ზურაბიშვილი დაიკვეხნიდა, თუმცა მას საპატიო მიზეზი ჰქონდა, ის არ დაბადებულა და გაზრდილა საქართველოში. თუმცა მისი რამდენიმე პოლიტმარგალიტი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, მაგალითად: "მიშა ნახევრად გადამდგარია" ან კიდევ ოპოზიციის დაშლაზე ლაპარაკისას მისი ნათქვამი: "აქ არ არის დაშლა, აქ არის გაშლა".

ჩიქორთული ქართულით ლაპარაკი კარგად ეხერხება თბილისის მერს, გიგი უგულავასაც. მისი პირობა "3 წელიწადში თბილისში აღარ იქნება ორმული ქუჩები", ნაწილობრივ შესრულებულია, რაც ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. მანვე ერთ-ერთი მინი-სტადიონის გახსნისას განაცხადა: "ამ ადგილზე იყო ბეტონის გაუვალი ჯუნგლები და ახლა ახალი მოედანი გავხსენით, სადაც გავზრდით ფეხბურთელებს და მერე ვერც ერთი საფრანგეთი და ვერც ერთი იტალია ვეღარ მოგვიგებს". მანვე ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებაზე ლაპარაკისას განაცხადა: "ამ უბნებში განხორციელდება ელექტროენერგიის მიწოდების არშეზღუდვა".

სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გია ბარამიძე საკმაოდ ხშირად ამბობს, მეტს აღარ გავგრძელდებიო, რაც ნიშნავს - ლაპარაკს აღარ განვაგრძობო. ჩვენი პარლამენტარებისგან არცთუ იშვიათად მოისმენთ: "არ გავმეორდები", ანუ უკვე ნათქვამს აღარ გავიმეორებო.

ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილს ეკუთვნის "ფრთიანი" ფრაზა: "ეს საქართველოს შიდა კუხნაა."

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ლადო ჭიპაშვილი ხომ გახსოვთ, ან რა დაგავიწყებთ, ეგ ის კაცია, ახალი წლის დღეებში მთელ ქვეყანას ქათმის გრიპით გაჟუჟვა რომ "მიახარა", მოკლედ, ეს ბატონი ერთხელაც სამედიცინო მომსახურებაზე ლაპარაკობდა და განაცხადა: "სამედიცინო სისტემამ დრამატული დაცემა 'განიცადა." ამ შემთხვევაში არა მგონია, რომ ჭიპაშვილს ძალიან გადაეჭარბებინოს.

მართალია, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი საკმაოდ ძვირი სანახავიც არის და დიდი მჭევრმეტყველებითაც არ გამოირჩევა, მაგრამ არაერთი ფრაზით მაინც დაგვამახსოვრა თავი. მაგალითად: "ადგილზე მოკვლევას ატარებენ ჩვენი ექსპერტები, კერძოდ, ძაღლები," ან კიდევ: "მნიშვნელობა არა აქვს ჩვენი თანაპარტიელია, თანამოაზრე თუ თანამეგობარი, თუ დააშავა მაინც დავიჭერთ." მერაბიშვილმა პარლამენტში ერთ-ერთი გამოსვლისას განაცხადა: "მინდა, რეკლამა გავუკეთო ჩვენს ვებგვერდს, რომელიც არის ერთ-ერთი ლიდერი შეღწევადობითო".

თავის დროზე სწორედ ვანო მერაბიშვილსა და მის პოლიციელებს მოუწოდა მეტი ტოლერანტობისკენ ადამიანის უფლებების დამცველმა ელენე თევდორაძემ და განაცხადა: "სანამ ადამიანის ლიკვიდაციას მოჰკიდებ ხელს, მანამდე უნდა გააფრთხილო".

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ თანამედროვე "პოლიტლინგვისტიკის" კიდევ ერთი მარგალიტი გვაჩუქა, როცა მოგვახსენა: "აღმაშენებლის ძეგლის პატივგება მოვახდინეთო".

მინისტრებსა და პარლამენტარებს არც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩამორჩება. მის გამონათქვამებს რა აღნუსხავს და აღწერს, მაგრამ ორიოდე მაგალითს მაინც მოვიყვანთ. ხომ გახსოვთ, დავით კირკიტაძემ პარლამენტის დაცვის თანამშრომელი რომ გალახა, მერე კი მოუბოდიშა, მაშინ სააკაშვილმა იკითხა: "დათო კირკიტაძემ რომ დაცვის ბიჭს ბოდიში მოუხადა, არის თუ არა ეს კულტურული რევოლუცია?"

ამას წინათ კი განაცხადა: "მოვედით იქამდე, რომ დღეს საქართველოს მთელ მსოფლიოში სცემენ პატივს, როგორც ქვეყანას, რომელიც განიხილება არა როგორც ცალკე ერთეული, არამედ, როგორც ქვეყანა."

მოკლედ, ამჯერად შევეცადეთ, იუმორისტულ ჭრილში წარმოგვეჩინა ის მეტად სერიოზული პრობლემები, რაც დღეს ქართული ენის წინაშე დგას. დასასრულ კი, გვინდა, გალაკტიონის ცნობილი სიტყვებით მოგიწოდოთ:

"ილაპარაკეთ... ოღონდ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!"

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"