სპორტი
სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია
ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია

მსოფ­ლი­ოს ნო­მერ პირ­ველ ტო­რო­რის­ტად აღი­ა­რე­ბუ­ლი ოსა­მა ბინ ლა­დე­ნი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მისი გა­ნად­გუ­რე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია ის­ლა­მა­ბა­დის მახ­ლობ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

ბინ ლა­დე­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა თა­ვად აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ბა­რაქ ობა­მამ გა­ა­კე­თა.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ოპე­რა­ცია, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ოსა­მა ბინ ლა­დე­ნი, რო­მელ­საც ეკის­რე­ბო­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ათა­სო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის, მათ შორი ბავ­შვე­ბის და­ღუპ­ვა­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ მე გა­დავ­წყვი­ტე, რომ საკ­მა­რი­სი სა­დაზ­ვერ­ვო მო­ნა­ცე­მე­ბი გვქონ­და, რის შემ­დე­გაც მი­ვე­ცი თან­ხმო­ბა ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით პა­კის­ტა­ნის ქა­ლაქ ის­ლა­მა­ბად­თან ჩა­ტარ­და ოპე­რა­ცია, რომ­ლის დრო­საც ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­უ­გო­ნა­რი მა­მა­ცო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეს, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია ოსა­მა ბინ ლა­დე­ნი, მო­პო­ვე­ბუ­ლია ცხე­და­რიც", - გა­ნა­ცხა­და ობა­მამ.

ოსა­მა ბინ ლა­დენ­თან ერ­თად, მისი ერთ-ერთი ვა­ჟიც და­ი­ღუ­პა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო "ფრანს-პრე­სი" აშშ-ს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

და­ღუ­პუ­ლი შვი­ლის სა­ხე­ლი არ სა­ხელ­დე­ბა. სა­ა­გენ­ტო წერს, რომ ბინ ლა­დენს 19 შვი­ლი ჰყავ­და. სა­ა­გენ­ტოს წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მამა-შვილ­თან ერ­თად, ორი კუ­რი­ე­რი და ერთი ქალ­ბა­ტო­ნიც და­ი­ღუ­პა.

"ლენ­ტა.რუ" წერს, რომ ბინ ლა­დე­ნის სა­ლიკ­ვი­და­ციო სპე­ცო­პე­რა­ცია პა­კის­ტა­ნის ქა­ლაქ აბო­ტა­ბად­ში ჩა­ტარ­და. "ასო­შე­ი­ტედ პრე­სი" იუ­წყე­ბა, რომ შე­ნო­ბა, სა­დაც ბინ ლა­დე­ნი იმა­ლე­ბო­და, ოთხმეტ­რი­ა­ნი ბა­რი­ე­რით იყო შე­მო­ღო­ბი­ლი.

"იტარ-ტა­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე პა­კის­ტა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო­ებს ქვეყ­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა მის­ცა.

ოსა­მა ბინ ლა­დე­ნი ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ალ ქა­ი­დას" მე­თა­უ­რი იყო. მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი - 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტი.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა მი­მარ­თა ამ ტე­რაქ­ტის დროს და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებ­საც. "ჩვენ ყო­ველ­თვის გვახ­სოვ­და, რა მოხ­და 11 სექ­ტემ­ბერს",- აღ­ნიშ­ნა ბა­რაქ ობა­მამ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია

ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია

მსოფლიოს ნომერ პირველ ტორორისტად აღიარებული ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მისი განადგურების სპეცოპერაცია ისლამაბადის მახლობლად დაახლოებით ერთი კვირის წინ განახორციელეს.

ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ სპეციალური განცხადება თავად აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ გააკეთა.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა ოპერაცია, განადგურებულია ოსამა ბინ ლადენი, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ათასობით უდანაშაულო ადამიანის, მათ შორი ბავშვების დაღუპვაზე. დაახლოებით ერთი კვირის წინ მე გადავწყვიტე, რომ საკმარისი სადაზვერვო მონაცემები გვქონდა, რის შემდეგაც მივეცი თანხმობა ოპერაციის ჩატარებაზე. ჩემი ხელმძღვანელობით პაკისტანის ქალაქ ისლამაბადთან ჩატარდა ოპერაცია, რომლის დროსაც ამერიკელმა სამხედროებმა გაუგონარი მამაცობა გამოავლინეს, ლიკვიდირებულია ოსამა ბინ ლადენი, მოპოვებულია ცხედარიც", - განაცხადა ობამამ.

ოსამა ბინ ლადენთან ერთად, მისი ერთ-ერთი ვაჟიც დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას  სააგენტო "ფრანს-პრესი" აშშ-ს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპული შვილის სახელი არ სახელდება. სააგენტო წერს, რომ ბინ ლადენს 19 შვილი ჰყავდა.  სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, მამა-შვილთან ერთად, ორი კურიერი და ერთი ქალბატონიც დაიღუპა.

"ლენტა.რუ" წერს, რომ ბინ ლადენის სალიკვიდაციო სპეცოპერაცია პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ჩატარდა. "ასოშეიტედ პრესი" იუწყება, რომ შენობა, სადაც ბინ ლადენი იმალებოდა, ოთხმეტრიანი ბარიერით იყო შემოღობილი.

"იტარ-ტასის" ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებამდე პაკისტანის ხელისუფლებამ ამერიკელ სამხედროებს ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა.

ოსამა ბინ ლადენი ტერორისტული დაჯგუფება "ალ ქაიდას" მეთაური იყო. მის სახელს უკავშირდება ამერიკის ისტორიაში ყველაზე საშინელი ფაქტი - 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიმართა ამ ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებსაც. "ჩვენ ყოველთვის გვახსოვდა, რა მოხდა 11 სექტემბერს",- აღნიშნა ბარაქ ობამამ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა