ავტორი:

"მთელი სამეგობრო ჩემს ცელულიტს არჩევდა. მინდა, ერთი რამ აგიხსნათ...“ - რას ამბობს ნინი ბადურაშვილი სილამაზის სტანდარტებსა და გარეგნობის კრიტიკაზე

"მთელი სამეგობრო ჩემს ცელულიტს არჩევდა. მინდა, ერთი რამ აგიხსნათ...“ - რას ამბობს ნინი ბადურაშვილი სილამაზის სტანდარტებსა და გარეგნობის კრიტიკაზე

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა პოდკასტში "Beauty Talks" საზოგადოების სილამაზის სტანდარტებზე, ასაკთან ერთად გარეგნობის ცვლილებებსა და ქალების გარეგნობის მიმართ არსებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ასაკის მატებასთან ერთად ქალის გარეგნობა იცვლება და ამაში გასაკვირი არაფერია.

"ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, ასე უთქვამთო: ერთ-ერთ შოუში ფეხი ფეხზე მქონდა გადადებული, დამინახეს და შემდეგ მთელი სამეგობრო ჩემს გარეგნობას არჩევდა — როგორი თხელია ნინი, მაგრამ იმასაც ჰქონია ცელულიტიო.

ასევე გამიგია კომენტარები, რომ ასაკი დამეტყო, ნაოჭები მაქვს და ძალიან გავხდი.

ბუნებრივია, 40 წლის ასაკში ვერ ვიქნები ისეთი, როგორიც 20 წლის ვიყავი. მინდა, გამოვეხმაურო იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ: ადრე რა ლამაზი იყო, ახლა კი უკვე აღარ ჰქვია ლამაზი, უბრალოდ კარგი გოგოაო.

მე არ მაქვს პრეტენზია სილამაზეზე, თუმცა მინდა, ერთი რამ აგიხსნათ: ცხიმოვანი განაწილება სახეზე აბსოლუტურად განსხვავებულია. ისეთი სახე, როგორიც გახსოვდათ, მაშინ მეტი ცხიმი მქონდა და სახეზეც ცხიმოვანი განაწილება სხვანაირი იყო." - ამბობს მომღერალი.