რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა - ამის შესახებ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი აცხადებს.
მათივე ინფორმაციით, ეკრანზე, რამდენიმე წამის განმავლობაში უცენზურო შინაარსის კადრი გავიდა.
მანამდე სოციალურ ქსელში მოქალაქემ დაწერა:
"დღეს #4 ავტობუსით იმგზავრეს ბავშვებმა. მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნო. საზოგადოებრივ ავტობუსში! არ ვიცი, მგზავრმა გააზიარა ეკრანზე თუ როგორ ჩაირთო, მაგრამ ეს არის მიუღებელი. ვერ გამორთო ეკრანი მძღოლმა და მონიტორს ქურთუკი დააფარა. იმედი მაქვს რეაგირება ექნებათ და მსგავსი ფაქტი არ განმეორდება“ - დაწერა მოქალაქემ.