ავტორი:

დიპლომატების ნაწილმა სერგეი ლავროვთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა: რუბიო იძულებული გახდა ფოტოსესია გაეუქმებინა - რა მოხდა G20-ის ფორუმზე?

დიპლომატების ნაწილმა სერგეი ლავროვთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა: რუბიო იძულებული გახდა ფოტოსესია გაეუქმებინა - რა მოხდა G20-ის ფორუმზე?

2026 წლის 30 ოქტომბერს, აშშ-ის ქალაქ ატლანტაში მიმდინარე G20-ის (დიდი ოცეულის) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ტრადიციული ერთობლივი ფოტოსესიის გაუქმება გახდა საჭირო. მიზეზი დასავლელი დიპლომატების მკაფიო პროტესტი აღმოჩნდა - მათი თქმით, სერგეი ლავროვთან ერთად კადრში გამოჩენას არ აპირებდნენ.

შედეგად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო იძულებული გახდა ფოტოსესიის გაუქმების გადაწყვეტილება მიეღო.

ცნობილია, რომ რამდენიმე ევროპელმა ოფიციალურმა პირმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ ან დატოვებდნენ ფოტოსესიას, რომელიც, როგორც წესი, ასეთ საერთაშორისო შეხვედრებს ხსნის ხოლმე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის თქმით, ევროპელი პარტნიორების პოზიცია სრულიად ერთსულოვანი იყო და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან ერთად ფოტოს გადაღება გამორიცხული გახლდათ.

შეხვედრის გახსნის სესიაზე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პენი ვონგმა, უშუალოდ ლავროვის თანდასწრებით, მკაცრად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, უწოდა მას სასტიკი და გაუმართლებელი და აღნიშნა, რომ რუსეთის უკანონო ომმა იმოქმედა საერთაშორისო ბაზრებზე და გააუარესა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება.

ატლანტაში მომხდარი უთანხმოება კიდევ ერთი დასტურია იმ ბზარისა, რაც გამოიწვია ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობამ გაუწიოს საერთაშორისო საზოგადოებაში რეინტეგრაცია რუსეთსა და მის იზოლირებულ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიუხედავად.

დიპლომატებმა, რომლებიც გახსნის სესიას ესწრებოდნენ, შეხვედრა შეაფასეს როგორც ზრდილობიანი, თუმცა აღნიშნეს, რომ რუსეთის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელია - ისევე როგორც მისი წინააღმდეგობა G20-ში პოლონეთის წევრობის მიმართ.