ავტორი:

“მოვინახულეთ დავით ფეიქრიშვილი...“ - რას ჰყვება ომბუდსმენი ინფორმაციაზე, რომელიც დაკავებულმა სახალხო დამცველს მიაწოდა?

“მოვინახულეთ დავით ფეიქრიშვილი...“ - რას ჰყვება ომბუდსმენი ინფორმაციაზე, რომელიც დაკავებულმა სახალხო დამცველს მიაწოდა?

“ხშირად არის, რომ მსჯავრდადებულისა თუ ბრალდებულის შესახებ ატყდება ხოლმე აჟიოტაჟი, ვრცელდება ინფორმაცია და მედიები ჩემგან ითხოვენ, რომ მშობლის მიერ ნათქვამი ან ადვოკატის მიერ ნათქვამი დავადასტურო, რაც ბუნებრივია, რომ ვერ მოხდება, სანამ არ შევალ და ფიზიკურად არ ვნახავ ამ ყველაფერს“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” პატიმარ დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

  • ომბუდსმენის თქმით, ფეიქრიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც საგამოძიებო ორგანოსაც გადაეგზავნა. იოსელიანი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა.

“ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ სიტუაცია არ შეესაბამება იმას, რასაც ამბობენ. მე მშობლებს არც ვპასუხობ ხოლმე იმიტომ, რომ დედის ემოციური მდგომარეობა ჩემთვის გასაგებია და მან შეიძლება რაღაც გადაჭარბებულად თქვას ჩემს მიმართაც და სხვის მიმართაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ რაღაც ემოციურ ფონს უნდა ავყვე და არ ვთქვა ის, რაც რეალურად არის.

როგორც კი შემოვიდა ზარი, მაშინვე მოვინახულეთ [დავით ფეიქრიშვილი]. პირველ ჯერზე მან უარი განაცხადა ჩვენთან შეხვედრაზე და თუ პატიმარი უარს აცხადებს, ჩვენ ძალით ვერ შევალთ. მეორე დღეს, როდესაც ის “ვივამედში” გადაიყვანეს, ჩემი წარმომადგენელი გავგზავნე და შევიდა მასთან. მეორე დღეს უკვე, ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის იყო საინტერესო და ალბათ, გამოძიებისთვისაც საინტერესო იქნება, ყველაფერზე ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა და იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება მივა ბოლომდე. ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს. თუ არ გაეცემა, ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი შეფასება მოჰყვება”, - განაცხადა იოსელიანმა.