“სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუსს გასულ ოთხშაბათს, რუსეთის საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო ღამის გათევა უკრაინაში, მეტროს სადგურში მოუწია.


56 წლის კოსტერ-ვალდაუ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კეთილი ნების ელჩია და ქვეყნის დედაქალაქს, კიევს ეწვია. უკრაინასთან მიმდინარე ომის ფონზე, რუსული რაკეტებისა და დრონებით შესაძლო იერიშის მოლოდინში, მან ღამე ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მეტროში, თავშესაფარში გაატარა.



გავრცელებულ ფოტოებზე ლურჯ, UNDP-ის წარწერის მქონე ჰუდში, ხაკისფერ შარვალსა და შავ სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი ნიკოლაი საწოლზე წევს. კიდევ ერთ ფოტოზე ის მეტროში მატარებლის მგზავრებთან ერთად არის აღბეჭდილი.
მოგვიანებით “სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი იმპროვიზირებულ კარვებთან სეირნობის დროს შენიშნეს.




კოსტერ-ვალდაუმ უკრაინაში ვიზიტის შესახებ Instagram Stories-ზე დაწერა და აღნიშნა რომ “კიევის მეტროში ღამის გატარება. საკმაოდ მძიმე იყო“.
“მე ამის გამოცდა მხოლოდ ერთი ღამით მომიწია და სხვებსაც მოვუყვები, მაგრამ ათასობით უკრაინელისთვის ეს თავდასხმების დროს თავის დასაცავად ყოველდღიური რეალობაა. უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება და დავიცვათ ის წესები, რომლებზეც ყველანი შევთანხმდით“, - დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში.