მსახიობი ნოა უაილი ჟურნალმა People-მა 2026 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.
"მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი პატივი მერგებოდა“, - აღნიშნა მსახიობმა.

აღსანიშნავია, რომ ტიტული სხვადასხვა დროს მიუღიათ მელ გიბსონს, პატრიკ დემპსის, კრის ევანსს, პოლ რუდს, მაიკლ ბ. ჯორდანს, ჯონ ლეჯენდსა და იდრის ელბას.
ER-ის დასრულებიდან წლების შემდეგ უაილი კვლავ სამედიცინო დრამას დაუბრუნდა. HBO-ს სერიალში The Pitt. ის ექიმ მაიკლ "რობი“ რობინავიჩის როლს ასრულებს. პროექტმა დიდი წარმატება მოიპოვა, მსახიობს კი ამ როლისთვის 2026 წელს ოქროს გლობუსი გადაეცა.
The Pitt-ის მესამე სეზონის პრემიერა 2027 წლის იანვარშია დაგეგმილი.