ავტორი:

ახალი ვარსკვლავური წყვილი - ქენდისი და ტომ ბრედი ერთმანეთს ხვდებიან: რა არის ცნობილი VS-ის ანგელოზისა და სპორტსმენის რომანზე

ახალი ვარსკვლავური წყვილი - ქენდისი და ტომ ბრედი ერთმანეთს ხვდებიან: რა არის ცნობილი VS-ის ანგელოზისა და სპორტსმენის რომანზე

ამერიკელი ფეხბურთელი ტომ ბრედი და სუპერმოდელი ქენდის სვეინპოლი რომანტიკულ ურთიერთობაში არიან. როგორც გამოცემა PEOPLE წერს, 49 წლის სპორტსმენი და 38 წლის მოდელი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან.

  • წყაროს ცნობით, ბრედი და სვეინპოლი მაიამიში ცხოვრობენ, რაც მათ შეხვედრებს ამარტივებს. ინსაიდერის ინფორმაციით, წყვილი ერთად დიდ დროს ატარებს, თუმცა ურთიერთობის შესახებ საჯაროდ საუბარს ერიდება და ცდილობს, ყურადღების ცენტრში არ მოექცეს.

აღსანიშნავია, რომ ბრედი 2009 წლიდან 2022 წლამდე მოდელ ჟიზელ ბიუნდჰენზე იყო დაქორწინებული. ყოფილ წყვილს ორი შვილი ჰყავს - 16 წლის ბენჯამინი და 13 წლის ვივიანი.

რაც შეეხება ქენდის სვეინპოლს, მოდელი 14 წლის განმავლობაში ჰერმან ნიკოლის ხვდებოდა. წყვილი 2015 წელს დაინიშნა, თუმცა 2018 წელს დაშორდა. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ - 10 წლის ანაკანი და 7 წლის არიელი.

ტომ ბრედი და ჟიზელი

ბუნდჰენთან განქორწინების შემდეგ ბრედის სახელთან სხვადასხვა ცნობილ ქალს აკავშირებდნენ, მათ შორის მოდელ ირინა შეიკს, კიმ კარდაშიანსა და ალიქს ერლს. თავად სპორტსმენმა პირად ცხოვრებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკუთარი თავისთვის და ურთიერთობებისთვის ბევრი დრო არ რჩება, რადგან ძირითადად შვილებითა და პროფესიული საქმიანობით არის დაკავებული.

"ბევრი დრო არ მაქვს პირადი ცხოვრებისთვის ან საკუთარი თავისთვის, მიყვარს მუშაობა და მიყვარს ჩემი შვილები“, —-განაცხადა მან PEOPLE-თან საუბრისას.

წყარო