Numbeo-ს 2026 წლის შუა პერიოდის (Mid-Year) მონაცემებით, ჯანდაცვის ინდექსით (Health Care Index) საქართველო 56.46 ქულით მსოფლიო რეიტინგში 77-ე ადგილზეა.
ჯანდაცვის ინდექსი (Health Care Index) არის ზოგადი შეფასება, რომელიც აანალიზებს ქვეყანაში არსებული სამედიცინო სისტემის ხარისხს. ეს ინდექსი ეფუძნება იმ ადამიანების გამოკითხვებს, რომლებიც კონკრეტულ ქვეყანაში ცხოვრობენ ან სტუმრობენ მას.
სამედიცინო პერსონალისა და ექიმების კვალიფიკაცია: რამდენად პროფესიონალები, ყურადღებიანი და კომპეტენტურები არიან ექიმები, ექთნები და სხვა მედპერსონალი.
მომსახურების სისწრაფე და ხელმისაწვდომობა: რამდენად სწრაფად იღებს პაციენტი საჭირო კონსულტაციას, გამოკვლევასა თუ მკურნალობას (როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ სექტორში), და რამდენად დიდია რიგები.
აღჭურვილობა და ტექნოლოგიები: კლინიკებში არსებული აპარატურის, ლაბორატორიებისა და მედიკამენტების თანამედროვეობის ხარისხი.
მომსახურების ღირებულება: რამდენად ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება ფინანსურად მოსახლეობისთვის.
ზოგადი კომფორტი და გარემო: საავადმყოფოების სისუფთავე, პირობები და პაციენტების მიმართ ზრუნვის დონე.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ინდექსი აფასებს არა მხოლოდ იმას, თუ რა დონისა და რამდენად მაღალტექნოლოგიურია მკურნალობა, არამედ იმასაც, თუ რამდენად მარტივად, ხარისხიანად და კომფორტულად შეუძლია რიგით მოქალაქეს სამედიცინო დახმარების მიღება.
საქართველოსა და მის სამეზობლოში ჯანდაცვის ინდექსის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აზერბაიჯანშია, ხოლო ყველაზე კარგი - თურქეთში. ამას მოწმობს Numbeo-ს 2026 წლის შუა პერიოდის მონაცემები.
საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანს, რომელსაც 35-დან 88 ქულამდე სკალაზე 49.02 ქულა აქვს, სადაც 35 უარესს ნიშნავს, ხოლო 88 - საუკეთესოს, ოდნავ უსწრებს საქართველო - 56.46 ქულით.
საქართველოსა და მისი სამეზობლოს ჯანდაცვის ინდექსი ასეთია: