ავტორი:

"მზად ვართ ევროპასთან ომისთვის, მაგრამ..." - რას ამბობს ვლადიმერ პუტინი ევროპასთან შესაძლო ომზე

"მზად ვართ ევროპასთან ომისთვის, მაგრამ..." - რას ამბობს ვლადიმერ პუტინი ევროპასთან შესაძლო ომზე

დასავლეთმა ვერ მიაღწია მიზანს, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი მიეყენებინა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

  • “ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოვემზადოთ. სწორია ეს თუ არა? პირველ რიგში, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ევროპასთან ომი არ გვსურს“, -აღნიშნა პუტინმა, მისი თქმით, თუ რუსეთსა და ევროპას შორის საქმე ომამდე მივა, გამარჯვებული არავინ იქნება.

"მათ ამჟამად ვერ მიაღწიეს მიზანს, მოეყენებინათ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის მიღწევა 2030 წლისთვის შეძლონ, ხოლო თუ საქმე ძალიან შორს წავა, გამარჯვებული არავინ არ იქნება. ეს არავინ უნდა დაივიწყოს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან საუბარი მათი ინიციატივით შედგა.

"რაც შეეხება სატელეფონო საუბარს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან, უფრო სწორად, ამ ქვეყნების ლიდერებთან - ფინეთთან და ნორვეგიასთან: საუბრის დასაწყისშივე მათ ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირს, როგორც ორგანიზაციას, არ წარმოადგენდნენ და, როგორც იტყვიან, ეროვნული სტატუსით მიკავშირდებოდნენ“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ევროპაში არიან ადამიანები, რომლებსაც, ზოგიერთისგან განსხვავებით, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება კი არ სურთ, არამედ კონსტრუქციული დიალოგის დამყარება.

ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთს არ სურს, რომ ბალტიის ზღვაზე ისეთივე ვითარება შეიქმნას, როგორიც ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურეშია. მისი განმარტებით, ბალტიის ზღვაში უსაფრთხოების საკითხი ფინეთის პრეზიდენტთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას წამოიჭრა და მათ გამოთქვეს იმედი, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მონაწილე საერთაშორისო საზღვაო სამართალს დაიცავს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთ მიდგომას. სხვაგვარად როგორ შეიძლება? სხვა შემთხვევაში, შეიქმნება ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების მსგავსი მდგომარეობა. ვის სურს, რომ ბალტიის ზღვაზე ისეთივე ვითარება შეიქმნას, როგორიც სპარსეთის ყურეში ან ჰორმუზის სრუტეშია? არ ვიცი. ჩვენ ეს არ გვსურს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, მოსკოვი მზად არის, უპასუხოს ბალტიის ზღვაში ნებისმიერ გამოწვევას, თუმცა იქ დაძაბულობის შექმნა არ სურს: „ჩვენ ეს არ გვსურს. თუმცა ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხებთ“, - დასინა რუსეთის პრეზიდენტმა.