აშშ-ის ორეგონის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აეროპორტის სიახლოვეს, ჰაერში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შერიფის თქმით, კურსანტის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, რადგან ოჯახისთვის მომხდარის შესახებ ჯერ არ უცნობებიათ. შერიფის განცხადებით, მეორე ვერტმფრენის პილოტი, რომელიც ხომალდში მარტო იმყოფებოდა, 38 წლის ტაილერ სტურდევანტია, ქალაქ ნიუბერგიდან.
ავიაკატასტროფას ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) იძიებს. გამოძიებაში ასევე ჩართულია ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA). NTSB-ის ცნობით, ერთმანეთს Robinson R-22-ისა და Airbus AS350-ის ტიპის ვერტმფრენები შეეჯახა.