გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.
როგორც ადგილობრივ გამოცემას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს, 60 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა.
თვითმხილველების თქმით გარდაცვლილი, საკუთარ მიკროავტობუსში ნახეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.