ავტორი:

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ოჰაიოს თავზე - პილოტებმა ცაზე უცნაური სხეული დააფიქსირეს: რას ჰყვებიან ისინი?

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ოჰაიოს თავზე - პილოტებმა ცაზე უცნაური სხეული დააფიქსირეს: რას ჰყვებიან ისინი?

ოჰაიოს შტატის თავზე ფრენის დროს თვითმფრინავის პილოტებმა საჰაერო მოძრაობის დისპეჩერებს მას შემდეგ მიმართეს, რაც თავიანთი ხომალდის სიახლოვეს უცნაური ობიექტი შენიშნეს, თუმცა როგორც მათ ფრენის მართვის ცენტრიდან უთხრეს, რადარზე არაფერი ფიქსირდებოდა.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ეროვნულ ცენტრში (NUFORC) 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საუბარი ვერცხლისფერ, აბების ფორმის UFO-ზეა, რომელიც თვითმფრინავის მიახლოებისას თითქმის უძრავად ჩანდა.

ერთ-ერთმა პილოტმა ობიექტი ფოტოზე აღბეჭდა და მოგვიანებით, NUFORC-ის გამომძიებელ ბენ ჰანსენთან ინტერვიუში დეტალურად აღწერა. თავად ინციდენტი 16 აგვისტოს მოხდა.

‘ზედაპირი ვერცხლისფერი იყო და ძლიერ ბზინავდა, სუფთა, გაპრიალებული მეტალივით. თანაბარ, აბის ფორმის ობიექტს არანაირი ღარები ან ნაკერები არ აღენიშნებოდა“, - ნათქვამია გამომძიებლის ანგარიშში.

ეკიპაჟს შეჯახების თავიდან აცილების სისტემაში ან ფრენის თვალთვალის აპლიკაციაში სხვა საჰაერო ხომალდი არ დაუნახავს. ანგარიშის მიხედვით, კლივლენდის ცენტრის საჰაერო მოძრაობის დისპეჩერებმაც განაცხადეს, რომ რადარზე არცერთი თვითმფრინავი და არც რაიმე ამოუცნობი ობიექტი არ ჩანდა.

პილოტი რომელიც ანგარიშში მხოლოდ ინიციალით “ჯეი“ (J) არის მოხსენიებული, ვარაუდობს რომ ობიექტი შესაძლოა იმ ჭექა-ქუხილის ღრუბლებიდან გამოჩენილიყო, რომელთა შორისაც თავად პილოტები ცდილობდნენ გაფრენას.

პილოტების თქმით, აღმოსავლეთ დროით დაახლოებით საღამოს 8 საათზე, თვითმფრინავმა 41 000 ფუტის სიმაღლეს მიაღწია და დიდ ჭექა-ქუხილის ღრუბელს მიუახლოვდა, მათ გადაწყვიტეს, რომ ღრუბლებს შორის არსებული ინტერვალის გავლით ფრენა ყველაზე უსაფრთხო მარშრუტი იქნებოდა, სწორედ ამ დროს ჯეიმ წინ, თვითმფრინავზე ოდნავ ზემოთ, უცნაური ობიექტი შენიშნა. თავდაპირველად მას ეჭვი გაუჩნდა, ხომ არ იყო ეს მეტეოროლოგიური ზონდი (ბურთი). თუმცა, ობიექტის თანაბარმა ფორმამ, ეს ვარაუდი ეჭვქვეშ დააყენა.

შეხვედრა დაახლოებით ორი წუთი გაგრძელდა. ფრენის შესახებ ინფორმაციამ, რომელიც მან მოგვიანებით წარადგინა, აჩვენა, რომ ინციდენტის დროს თვითმფრინავი დაახლოებით 380 მილი/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

მოგვიანებით NUFORC-მა დაადასტურა, რომ სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) რადარზე ობიექტი ვერ დააფიქსირა და ბურთების ან საჰაერო ზონდების დაგეგმილ გაშვებათა ბაზებშიც შესაბამისი ჩანაწერი არ მოიძებნა.

წყარო