საქართველოში UFC-ის ქართველი ვარსკვლავი ილია თოფურია იმყოფება.
მან სხვადასხვა რეგიონებიც მოინახულა და ამჯერად ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც მოსწავლეები მას სიყვარულით შეხვდნენ და უფრო მეტიც, ერთ-ერთმა მოსწავლემ თოფურია კისერზე შემოისვა, სწორედ ასე აღნიშნეს და იზეიმეს ჩემპიონის სტუმრობა.
“დღეს ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლაში ისტორია დაიწერა... სიხარული, ცრემლები, აფეთქებული ემოციები და ყველაზე გულწრფელი ოვაციები!
როცა შენი კუმირი, მსოფლიო ჩემპიონი შენს სკოლაში მოკრძალებით და სიყვარულით მოდის - ეს ბავშვებისთვის დაუვიწყარი მოტივაციაა. დღეს ჩვენმა ქალაქმა და სკოლამ განსაკუთრებული ენერგია მიიღო! ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლა,“ - წერს ანა ცეცხლაძე და ვიდეოს აქვეყნებს.