საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელევიზიებში შეზღუდვების შემცირების გადაწყვეტილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
ტელევიზიებში შეზღუდვების შემცირების გადაწყვეტილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში სა­რეკ­ლა­მო ჭრას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო.

პარ­ლა­მენ­ტმა შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში, დღეს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით შე­ი­ტა­ნა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, მა­უ­წყებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ სა­რეკ­ლა­მო ჭრა გა­ა­კე­თონ ახა­ლი ამ­ბე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მებ­ში ან დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებ­ში, რო­მელ­თა ხან­გრძლი­ვო­ბაც 15 წუთ­ზე მე­ტია, მა­შინ რო­დე­საც დღეს, მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით დად­გე­ნი­ლია 30 წუ­თი­ა­ნი შე­ზღუდ­ვა. ასე­ვე, 45 წუ­თი­ა­ნი შე­ზღუდ­ვა მცირ­დე­ბა 30 წუ­თამ­დე, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ დღეს მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით იკ­რძა­ლე­ბა იმ მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის, ტე­ლე­ფილ­მე­ბის ან ფილ­მის სე­რი­ის შე­წყვე­ტა, რომ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბაც 45 წუთ­ზე ნაკ­ლე­ბია.

ამას­თან, პროგ­რა­მა, რომ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბაც 30 წუთ­ზე მე­ტია, შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­წყდეს რეკ­ლა­მით ან ტე­ლე­შო­პინ­გით არა­უ­მე­ტეს 3-ჯერ, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით პროგ­რა­მის რეკ­ლა­მით ან ტე­ლე­შო­პინ­გით შე­წყვე­ტა 3-ჯერ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა, თუ მისი ხან­გრძლი­ვო­ბა 45 წუთ­ზე მე­ტია.

სა­ბავ­შო ან რე­ლი­გი­უ­რი გა­და­ცე­მა რეკ­ლა­მით ან ტე­ლე­შო­პინ­გით 30 წუთ­ში ერთხელ შე­იძ­ლე­ბა შე­წყდეს მხო­ლოდ იმ პი­რო­ბით, თუ გა­და­ცე­მის ხან­გრძლი­ვო­ბა 30 წუთ­ზე მე­ტია.

ზო­გა­დად კი, კა­ნონპ­რო­ექ­ტით, ტელე ან რა­დი­ო­არხზე რეკ­ლა­მის ან ტე­ლე­შო­პინ­გის მო­ცუ­ლო­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს მა­უ­წყებ­ლის სა­ერ­თო ხან­გრძლი­ვო­ბის 20%-ს, ხოლო დღეს მოქ­მე­დი კა­ნო­ნით რეკ­ლა­მის ან ტე­ლე­შო­პინ­გის მო­ცუ­ლო­ბა დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს მა­უ­წყებ­ლის სა­ერ­თო ხან­გრძლი­ვო­ბის 15%-ს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ტელევიზიებში შეზღუდვების შემცირების გადაწყვეტილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

ტელევიზიებში შეზღუდვების შემცირების გადაწყვეტილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

ტელევიზიებში სარეკლამო ჭრასთან დაკავშირებით შეზღუდვების შემცირების გადაწყვეტილება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტმა შესაბამისი ცვლილება "მაუწყებლობის შესახებ" კანონში, დღეს პირველი მოსმენით შეიტანა.

კანონპროექტის თანახმად, მაუწყებლებს საშუალება მიეცემათ სარეკლამო ჭრა გააკეთონ ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, წინასაარჩევნო პროგრამებში ან დოკუმენტურ ფილმებში, რომელთა ხანგრძლივობაც 15 წუთზე მეტია, მაშინ როდესაც დღეს, მოქმედი რედაქციით დადგენილია 30 წუთიანი შეზღუდვა. ასევე, 45 წუთიანი შეზღუდვა მცირდება 30 წუთამდე, რაც გულისხმობს, რომ დღეს მოქმედი რედაქციით იკრძალება იმ მხატვრული ფილმების, ტელეფილმების ან ფილმის სერიის შეწყვეტა, რომლის ხანგრძლივობაც 45 წუთზე ნაკლებია.

ამასთან, პროგრამა, რომლის ხანგრძლივობაც 30 წუთზე მეტია, შესაძლებელია შეწყდეს რეკლამით ან ტელეშოპინგით არაუმეტეს 3-ჯერ, მოქმედი კანონმდებლობით პროგრამის რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა 3-ჯერ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მისი ხანგრძლივობა 45 წუთზე მეტია.

საბავშო ან რელიგიური გადაცემა რეკლამით ან ტელეშოპინგით 30 წუთში ერთხელ შეიძლება შეწყდეს მხოლოდ იმ პირობით, თუ გადაცემის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია.

ზოგადად კი, კანონპროექტით, ტელე ან რადიოარხზე რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლის საერთო ხანგრძლივობის 20%-ს, ხოლო დღეს მოქმედი კანონით რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლის საერთო ხანგრძლივობის 15%-ს.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე