მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიჭიერის"ახალი "ბულბული"აფხაზეთის ომში იბრძოდა
"ნიჭიერის"ახალი "ბულბული"აფხაზეთის ომში იბრძოდა

თა­ვის დრო­ზე "დე­დას ვარ­სკვლა­ვი"თურ­მე დე­დამ და­არ­ქვა. მერე მი­ა­ტო­ვა. ბე­ბი­ამ და ბი­ცო­ლამ გა­ზარ­დეს. კო­ბი­ა­ანთკარ­ში ყვე­ლა იც­ნობს, დუ­შეთ­ში ქორ­წი­ლებ­სა და ნათ­ლო­ბებ­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მომ­ღერ­ლად ით­ვლე­ბა. დღეს "ნი­ჭი­ე­რის"წყა­ლო­ბით მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო. ქა­ლა­ქის კო­ლო­რი­ტი, დუ­შე­თის სი­ა­მა­ყე და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მტრე­დი, ასე ეძა­ხი­ან სო­ფელ­ში. დღეს იო­სებ ნა­რი­მა­ნი­ძე ჩვე­ნი სტუ­მა­რია. მე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, მისი სა­უბ­რის სტი­ლი და მა­ნე­რა და­მეც­ვა.

- დუ­შე­თი­დან გახ­ლა­ვართ, იქ გა­ვი­ზარ­დე, თბი­ლის­ში და­ვამ­თავ­რე სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტი. ჩემს მშობ­ლებს ოჯა­ხი აე­რი­ათ. ორი თვის ვი­ყა­ვი, დე­დამ რომ დამ­ტო­ვა და წა­ვი­და, არ მინ­და ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი.

- დღეს გაქვს მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- რო­გორ არა, ხან­და­ხან, მაგ­რამ მათ თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბი აქვთ.

- დედა გა­თხოვ­და?

- არა, არ ვიცი, არ ვი­ტყვი. ნუ მა­ლა­პა­რა­კებთ ამე­ებ­ზე. ბე­ბია მზრდი­და. ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და მუ­სი­კა, მაგ­ნი­ტო­ფონს ვუგ­დებ­დი ყურ­სა და მერე ვი­მე­ო­რებ­დი სიმ­ღე­რებს. 10 წლი­დან ვმღე­რი. დამ­კვრე­ლებს ქორ­წი­ლებ­ში დავ­ყავ­დი დუ­შეთ­ში. ობ­ლუ­რად წა­ვი­და ცხოვ­რე­ბა. ობ­ლის კვე­რი ცხვა, ცხვა და გვი­ან გა­მო­ცხვაო, ჩემ­ზეა ეგ. მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი ალ­ბათ მა­ინც გე­ნე­ტი­კუ­რია, დე­დაც და მა­მაც მღე­რი­ან.

- თა­ვი­დან რას მღე­რო­დი?

- "აბო­ბოქ­რე­ბულ ზღვა­ში გა­ტა­რებ"ჩემი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა იყო, პირ­ვე­ლი მე გავ­ჭე­რი ლენ­ტი. ხომ ხე­დავ, რო­გორ გა­მო­მად­გა, გამ­ხა­და თუ არა პო­პუ­ლა­რუ­ლი! ჩვე­ნე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ეგ სიმ­ღე­რა არ იმ­ღე­რო, ვერ გა­ქა­ჩა­მო. ეკ­ლე­სი­ა­ში შე­ვე­დი, სან­თლე­ბი ავან­თე და მამა ღმერ­თს ვთხო­ვე, გად­მომ­ხე­დე-მეთ­ქი. ჩვენს ეპის­კო­პოს­თან, მე­უ­ფე ზო­სი­მეს­თან ჩა­ვე­დი, იმის მადლს ვე­ნაც­ვა­ლე, დამ­ლო­ცა, შენ ღმერ­თმა მოგ­ცა ნიჭი და უნდა გა­ქა­ჩოო, მი­თხრა. ავან­თე სან­თლე­ბი, მთე­ლი ღამე ვი­ლო­ცე. ღმერ­თმა გად­მომ­ხე­და და ხომ ნახე, ხალ­ხი ფეხ­ზე ადგა. ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვაა, 3000 კაცი ფეხ­ზე და­ა­ყე­ნო. ვე­ნაც­ვა­ლე ვა­ნო­სა და სო­ფოს.

- გე­გას არა?

- გე­გას თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ე­ბი აქვს, ამ­ჯე­რად და­მი­წუ­ნა სიმ­ღე­რა, მაგ­რამ მე­ო­რე ტურ­ში ისეთ სიმ­ღე­რას ვიმ­ღე­რებ, გეგა ფეხ­ზე ად­გე­ბა და ტაშს და­მიკ­რავს. გპირ­დე­ბით, ბევ­რჯერ და­ვა­ყე­ნებ ფი­ლარ­მო­ნი­ის აუ­დი­ტო­რი­ას ფეხ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი ლა-სკა­ლა­ზე უნდა გა­ვი­ტა­ნო. იცი რა მე­წყი­ნა, ის ტრა­კის ქნე­ვა იყო სა­ფი­ლარ­მო­ნიო, ვი­თომ რა­ღაც რომ და­ხა­ტა იმ ქალ­მა და ჩემი სიმ­ღე­რა არა?..

- ვინ გირ­ჩია "ნი­ჭი­ერ­ში"მონა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

- თვი­თონ მო­ვი­და "ნი­ჭი­ე­რის"ხალ­ხი, ხომ და­დი­ოდ­ნენ რა­ი­ო­ნებ­ში, კაცო, არა გრცხვე­ნია? ინ­გრე­ო­და დარ­ბა­ზი. დუ­შე­თის კულ­ტუ­რის სახ­ლში 300 კაცი ფეხ­ზე იდგა და ეხ­ვე­წე­ბო­და ჟი­უ­რის, ოღონდ ამან გა­ქა­ჩო­სო.

- ვის უმ­ღე­რი, აბო­ბოქ­რე­ბულ ზღვა­ში გა­ტა­რე­ბო?

- ჩემს ლა­მაზ ქვე­ყა­ნას და ჩემს ლა­მაზ ხალ­ხს.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?

- უიმე, ჯვა­რი მწე­რია! ახლა მა­გაი მო­ვაკ­ვლე­ვი­ნებ თავ­სა. ჯერ რათ მინ­და. ჯერ ჩემი ოც­ნე­ბე­ბი უნდა ავიხ­დი­ნო. ჩემი სახლ-კარი უნდა მქონ­დეს. რო­გორც მე ვი­ტან­ჯე­ბი, იგრე უნდა და­ი­ტან­ჯოს ისი­ცა?! მინ­და, ბედ­ნი­ე­რი იყოს ჩემი მე­უღ­ლე ჩემს ხელ­ში.

- რა­ტომ ხარ და­ტან­ჯუ­ლი, აგერ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გიც­ნობს უკვე.

- ეე, ისე­თი ტან­ჯუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს გა­მოვ­ლი­ლი.

- ის თეთ­რი პი­ჯა­კი, რი­თიც "ნი­ჭი­ერ­ში"გა­მოხ­ვე­დი, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის­თვის შე­ი­ძი­ნე?

- მაშ, კაცო, ვი­ყი­დე, მერე მე­უ­ფე ზო­სი­მეს­თან მი­ვი­ტა­ნე და ვა­კურ­თხე­ბი­ნე. მა­გან მიშ­ვე­ლა.

- არც არა­ვინ გყვა­რე­ბია აქამ­დე? თუ არ გიყ­ვარს, ისე ვერ იმ­ღე­რებ, შენ რომ მღე­რი.

- (ღი­ღი­ნებს) "მე რომ ვმღე­რი­ვარ, განა მარ­თლა გულს ემ­ღე­რე­ბა~... თქვენ ჩემს გულ­ში ჩა­ი­ხე­დეთ, აბა, რა ქა­რიშ­ხა­ლი ტრი­ა­ლებს. ვინც შე­მიყ­ვარ­და, ყვე­ლა გა­მი­თხოვ­და. შენ სახ­ლი არ გაქ­ვსო, ცხოვ­რე­ბა არ გაქ­ვსო. ხომ იცი, არა­ვის არ უნდა ძრო­ხის წვე­ლა, თოხი და ბარი. ერ­თსა ვკი­თხე, ძრო­ხას მა­იწ­ვე­ლი-მეთ­ქი? არაო, მი­თხრა. რა იყო, ბარ­ბი "კუკ­ლა"ხო არა ხარ, რო მარ­ტო გი­ყუ­რო-მეთ­ქი (იცი­ნის). სად მი­მეყ­ვა­ნა ცოლი, ბი­ძის სახ­ლში ვცხოვ­რობ, სახ­ლი არა მაქვს. ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში ვართ, ისევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო ხო არ არი, ყვე­ლას ჯი­პი­ა­ნი მე­უღ­ლე უნდა, პო­პუ­ლა­რუ­ლი ქმა­რი. ჰოდა, ჯი­პი­ან სა­ცო­ლეს ვე­ძებ, მარ­თვის მოწ­მო­ბი­ანს, აბა, მე სად ვიცი მან­ქა­ნის მარ­თვა. თან ცოტა ხელი უნდა წამ­კრას, წინ რომ წა­ვი­დე ცხოვ­რე­ბა­ში.

- კი­დევ რა უნდა იცო­დეს შენ­მა მო­მა­ვალ­მა ცოლ­მა?

- მაწ­ვნის სუ­პის გა­კე­თე­ბა უნდა იცო­დეს, ღო­ლოი კერ­ძი­საც.

- ეგ რა არის?

- ეგა კეთ­დე­ბა ნიგვზით, იგე­თი კარ­გი რა­მეა, ჭინჭრის კერ­ძიც მიყ­ვარს. ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა მე ვიცი, იმა­საც ვას­წავ­ლი. დე­და­კაც­მა თუ ხინ­კა­ლი არ მა­ახ­ვია, ის სახ­ლში არ უნდა გა­ა­ჩე­რო. უნდა უთხრა, რო­გორც მოს­ვლით გა­მა­ხა­რე, იგრე წას­ვლით გა­მა­ხა­რეო (იცი­ნის). კიდე ძაან სვე­ტიც არ უნდა იყოს ჩემი ცოლი.

- გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დიც გაქვს, გე­ტყო­ბა...

- მე თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ამა­ყი და ბლატ­ნოი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მე არა­ვინ არ ვარ, ხალ­ხმა უნდა გა­და­წყვი­ტოს, ვინა ვარ და რას წარ­მო­ვად­გენ. ობ­ლო­ბა­ში ოხერ­ტი­ა­ლო­ბით გა­ვი­ზარ­დე და ჩემი თავ­მდაბ­ლო­ბით უნდა შე­ვაყ­ვა­რო სა­ქარ­თვე­ლოს თავი.

ერთ რა­მეს ვი­ტყვი, ხო შე­იძ­ლე­ბა, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბე­ბი­ა­ჩემს, ბი­ცო­ლა­ჩემს, ვინც მე ყუ­რა­დღე­ბა მო­მაქ­ცია.

- რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 36-ის.

- იო­სებ, მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ შენ აფხა­ზე­თის ომში იბ­რძო­დი...

- კი, ვიბ­რძო­დი, მა­შინ 16 წლის ვი­ყა­ვი, დუ­შე­თის ბა­ტა­ლი­ონ­ში ვი­ყა­ვი. ექ­ვსი კაცი გა­დავ­რჩით ბა­ტა­ლი­ო­ნი­დან და ვინც გა­დარ­ჩა, კან­ტუ­ზია და­ე­მარ­თა. სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ, ღმერ­თმა გა­და­მარ­ჩი­ნა. ცხინ­ვა­ლის ომ­შიც ვი­ყა­ვი, იქაც ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით წა­ვე­დი. მე მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა და ყო­ველ­თვის გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი გა­ჭირ­ვე­ბა­ში.

- "ნი­ჭი­ე­რის"შემ­დეგ ტურ­ში რითი გაგ­ვა­ო­ცებ?

- სამი სიმ­ღე­რა მაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი: "მუმ­ლი მუ­ხა­საო~, "იყი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო"და ცა­ბა­ძის "რო­გორც ჩიტი გა­ლი­ა­ში~.

- რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში, რაც პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი?

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე სა­წყლად გა­ვი­ზარ­დე, ტან­ჯვით გა­ვი­ა­რე ცხოვ­რე­ბა და ობ­ლის კვე­რი მა­ინც გა­მო­ცხვა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, ქუ­ჩა­ში ამა­ყად დავ­დი­ვარ, მი­ყუ­რე­ბენ, მი­ღი­მი­ან, ფო­ტო­ებს იღე­ბენ ჩემ­თან, ავ­ტოგ­რა­ფებს მთხო­ვენ. ამას წი­ნათ მეტ­რო­ში გო­გო­ნე­ბი და­მე­სივ­ნენ, ერ­თმა ავ­ტოგ­რა­ფი მთხო­ვა, წერა არ ვიცი-მეთ­ქი, გა­ვი­ხუმ­რე. ვა­ი­მე, რა უნი­ჭო­აო, ერ­თმა თქვა. მერე კი მი­ვე­ცი და მიხ­ვდნენ, რომ ვხუმ­რობ­დი.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ნიჭიერის"ახალი "ბულბული"აფხაზეთის ომში იბრძოდა

"ნიჭიერის"ახალი "ბულბული"აფხაზეთის ომში იბრძოდა

თავის დროზე "დედას ვარსკვლავი"თურმე დედამ დაარქვა. მერე მიატოვა. ბებიამ და ბიცოლამ გაზარდეს. კობიაანთკარში ყველა იცნობს, დუშეთში ქორწილებსა და ნათლობებში ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად ითვლება. დღეს "ნიჭიერის"წყალობით მთელმა საქართველომ გაიცნო. ქალაქის კოლორიტი, დუშეთის სიამაყე და მცხეთა-მთიანეთის მტრედი, ასე ეძახიან სოფელში. დღეს იოსებ ნარიმანიძე ჩვენი სტუმარია. მე მაქსიმალურად ვეცადე, მისი საუბრის სტილი და მანერა დამეცვა.

- დუშეთიდან გახლავართ, იქ გავიზარდე, თბილისში დავამთავრე სკოლა-ინტერნატი. ჩემს მშობლებს ოჯახი აერიათ. ორი თვის ვიყავი, დედამ რომ დამტოვა და წავიდა, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი.

- დღეს გაქვს მშობლებთან ურთიერთობა?

- როგორ არა, ხანდახან, მაგრამ მათ თავიანთი ოჯახები აქვთ.

- დედა გათხოვდა?

- არა, არ ვიცი, არ ვიტყვი. ნუ მალაპარაკებთ ამეებზე. ბებია მზრდიდა. ბავშვობიდან მიყვარდა მუსიკა, მაგნიტოფონს ვუგდებდი ყურსა და მერე ვიმეორებდი სიმღერებს. 10 წლიდან ვმღერი. დამკვრელებს ქორწილებში დავყავდი დუშეთში. ობლურად წავიდა ცხოვრება. ობლის კვერი ცხვა, ცხვა და გვიან გამოცხვაო, ჩემზეა ეგ. მუსიკალური ნიჭი ალბათ მაინც გენეტიკურია, დედაც და მამაც მღერიან.

- თავიდან რას მღეროდი?

- "აბობოქრებულ ზღვაში გატარებ"ჩემი პირველი სიმღერა იყო, პირველი მე გავჭერი ლენტი. ხომ ხედავ, როგორ გამომადგა, გამხადა თუ არა პოპულარული! ჩვენები მეუბნებოდნენ, ეგ სიმღერა არ იმღერო, ვერ გაქაჩამო. ეკლესიაში შევედი, სანთლები ავანთე და მამა ღმერთს ვთხოვე, გადმომხედე-მეთქი. ჩვენს ეპისკოპოსთან, მეუფე ზოსიმესთან ჩავედი, იმის მადლს ვენაცვალე, დამლოცა, შენ ღმერთმა მოგცა ნიჭი და უნდა გაქაჩოო, მითხრა. ავანთე სანთლები, მთელი ღამე ვილოცე. ღმერთმა გადმომხედა და ხომ ნახე, ხალხი ფეხზე ადგა. ძალიან დიდი მიღწევაა, 3000 კაცი ფეხზე დააყენო. ვენაცვალე ვანოსა და სოფოს.

- გეგას არა?

- გეგას თავისი ფუნქციები აქვს, ამჯერად დამიწუნა სიმღერა, მაგრამ მეორე ტურში ისეთ სიმღერას ვიმღერებ, გეგა ფეხზე ადგება და ტაშს დამიკრავს. გპირდებით, ბევრჯერ დავაყენებ ფილარმონიის აუდიტორიას ფეხზე. საქართველოს სახელი ლა-სკალაზე უნდა გავიტანო. იცი რა მეწყინა, ის ტრაკის ქნევა იყო საფილარმონიო, ვითომ რაღაც რომ დახატა იმ ქალმა და ჩემი სიმღერა არა?..

- ვინ გირჩია "ნიჭიერში"მონა­წი­ლეობის მიღება?

- თვითონ მოვიდა "ნიჭიერის"ხალხი, ხომ დადიოდნენ რაიონებში, კაცო, არა გრცხვენია? ინგრეოდა დარბაზი. დუშეთის კულტურის სახლში 300 კაცი ფეხზე იდგა და ეხვეწებოდა ჟიურის, ოღონდ ამან გაქაჩოსო.

- ვის უმღერი, აბობოქრებულ ზღვაში გატარებო?

- ჩემს ლამაზ ქვეყანას და ჩემს ლამაზ ხალხს.

- შეყვარებული გყავს?

- უიმე, ჯვარი მწერია! ახლა მაგაი მოვაკვლევინებ თავსა. ჯერ რათ მინდა. ჯერ ჩემი ოცნებები უნდა ავიხდინო. ჩემი სახლ-კარი უნდა მქონდეს. როგორც მე ვიტანჯები, იგრე უნდა დაიტანჯოს ისიცა?! მინდა, ბედნიერი იყოს ჩემი მეუღლე ჩემს ხელში.

- რატომ ხარ დატანჯული, აგერ მთელი საქართველო გიცნობს უკვე.

- ეე, ისეთი ტანჯული ცხოვრება მაქვს გამოვლილი.

- ის თეთრი პიჯაკი, რითიც "ნიჭიერში"გამოხვედი, სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიძინე?

- მაშ, კაცო, ვიყიდე, მერე მეუფე ზოსიმესთან მივიტანე და ვაკურთხებინე. მაგან მიშველა.

- არც არავინ გყვარებია აქამდე? თუ არ გიყვარს, ისე ვერ იმღერებ, შენ რომ მღერი.

- (ღიღინებს) "მე რომ ვმღერივარ, განა მართლა გულს ემღერება~... თქვენ ჩემს გულში ჩაიხედეთ, აბა, რა ქარიშხალი ტრიალებს. ვინც შემიყვარდა, ყველა გამითხოვდა. შენ სახლი არ გაქვსო, ცხოვრება არ გაქვსო. ხომ იცი, არავის არ უნდა ძროხის წველა, თოხი და ბარი. ერთსა ვკითხე, ძროხას მაიწველი-მეთქი? არაო, მითხრა. რა იყო, ბარბი "კუკლა"ხო არა ხარ, რო მარტო გიყურო-მეთქი (იცინის). სად მიმეყვანა ცოლი, ბიძის სახლში ვცხოვრობ, სახლი არა მაქვს. ოცდამეერთე საუკუნეში ვართ, ისევ კომუნისტების დრო ხო არ არი, ყველას ჯიპიანი მეუღლე უნდა, პოპულარული ქმარი. ჰოდა, ჯიპიან საცოლეს ვეძებ, მართვის მოწმობიანს, აბა, მე სად ვიცი მანქანის მართვა. თან ცოტა ხელი უნდა წამკრას, წინ რომ წავიდე ცხოვრებაში.

- კიდევ რა უნდა იცოდეს შენმა მომავალმა ცოლმა?

- მაწვნის სუპის გაკეთება უნდა იცოდეს, ღოლოი კერძისაც.

- ეგ რა არის?

- ეგა კეთდება ნიგვზით, იგეთი კარგი რამეა, ჭინჭრის კერძიც მიყვარს. ამ ყველაფრის გაკეთება მე ვიცი, იმასაც ვასწავლი. დედაკაცმა თუ ხინკალი არ მაახვია, ის სახლში არ უნდა გააჩერო. უნდა უთხრა, როგორც მოსვლით გამახარე, იგრე წასვლით გამახარეო (იცინის). კიდე ძაან სვეტიც არ უნდა იყოს ჩემი ცოლი.

- გამარჯვების იმედიც გაქვს, გეტყობა...

- მე თავმდაბალი ადამიანი ვარ. ამაყი და ბლატნოი არასდროს ვყოფილვარ, მე არავინ არ ვარ, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინა ვარ და რას წარმოვადგენ. ობლობაში ოხერტიალობით გავიზარდე და ჩემი თავმდაბლობით უნდა შევაყვარო საქართველოს თავი.

ერთ რამეს ვიტყვი, ხო შეიძლება, მადლობა მინდა გადავუხადო ბებიაჩემს, ბიცოლაჩემს, ვინც მე ყურადღება მომაქცია.

- რამდენი წლის ხარ?

- 36-ის.

- იოსებ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ შენ აფხაზეთის ომში იბრძოდი...

- კი, ვიბრძოდი, მაშინ 16 წლის ვიყავი, დუშეთის ბატალიონში ვიყავი. ექვსი კაცი გადავრჩით ბატალიონიდან და ვინც გადარჩა, კანტუზია დაემართა. საშინელი დღეები გამოვიარეთ, ღმერთმა გადამარჩინა. ცხინვალის ომშიც ვიყავი, იქაც ჩემი ინიციატივით წავედი. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყოველთვის გვერდით დავუდგები გაჭირვებაში.

- "ნიჭიერის"შემდეგ ტურში რითი გაგვაოცებ?

- სამი სიმღერა მაქვს მომზადებული: "მუმლი მუხასაო~, "იყიდება საქართველო"და ცაბაძის "როგორც ჩიტი გალიაში~.

- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში, რაც პოპულარული გახდი?

- ბედნიერი ვარ, რომ ასე საწყლად გავიზარდე, ტანჯვით გავიარე ცხოვრება და ობლის კვერი მაინც გამოცხვა. ბედნიერი ვარ, ქუჩაში ამაყად დავდივარ, მიყურებენ, მიღიმიან, ფოტოებს იღებენ ჩემთან, ავტოგრაფებს მთხოვენ. ამას წინათ მეტროში გოგონები დამესივნენ, ერთმა ავტოგრაფი მთხოვა, წერა არ ვიცი-მეთქი, გავიხუმრე. ვაიმე, რა უნიჭოაო, ერთმა თქვა. მერე კი მივეცი და მიხვდნენ, რომ ვხუმრობდი.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება