საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტიც შუშისა იქნება
პარლამენტიც შუშისა იქნება

"როცა ვთქვი, თბი­ლი­სი­დან ნელ-ნელა ვი­პა­რე­ბით-მეთ­ქი, ზო­გი­ერთს გა­უ­ხარ­და, თუმ­ცა, წას­ვლას არ­სად ვა­პი­რებთ", - პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ სი­ტყვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პარ­ლა­მენ­ტი მა­ინც იპა­რე­ბა ქუ­თა­ის­ში, თა­ნაც ნა­წი­ლობ­რივ.

2012 წლის მოწ­ვე­ვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს სხდო­მე­ბი, სე­სი­ე­ბი ქუ­თა­ის­ში გა­ი­მარ­თე­ბა, სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნე­ბი კი - თბი­ლის­ში. ასე ორ ნა­წი­ლად გახ­ლე­ჩი­ლი პარ­ლა­მენ­ტი უპ­რე­ცე­დენ­ტოა მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში. ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა უკვე შენ­დე­ბა.

მა­კე­ტის მი­ხედ­ვით, ფე­შე­ნე­ბე­ლურ, გამჭვირ­ვა­ლე, 7-სარ­თუ­ლი­ან შუ­შის შე­ნო­ბას ოვა­ლუ­რი ფორ­მა ექ­ნე­ბა, ინ­ტე­რი­ე­რიც და ექ­სტე­რი­ე­რიც ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვეა, სხდო­მა­თა დიდი დარ­ბა­ზით, სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრი­თა და კონ­ფე­რენსდარ­ბა­ზე­ბით. "ჩა­შუ­შულ" ქვე­ყა­ნას (რო­გორც ცნო­ბილ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა ვახ­ტანგ და­ვი­თა­ი­ამ თქვა), პარ­ლა­მენ­ტიც შუ­ში­სა ექ­ნე­ბა.

პრო­ექ­ტი ეს­პა­ნურ კომ­პა­ნია "სი-ემ-დის" ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც ადრე ბა­თუ­მის ბულ­ვა­რი და ოპე­რა და­აპ­რო­ექ­ტა. რა­ტომ მი­ე­ნი­ჭა უპი­რა­ტე­სო­ბა ამ­ჯე­რა­დაც მი­ნას, რო­გორც სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლას? - ამ კი­თხვით დე­პუ­ტატს, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან ზუ­რაბ მე­ლი­ქიშ­ვილ­სა და არ­ქი­ტექ­ტორ ალექ­სან­დრე სა­რა­ლი­ძეს მივ­მარ­თეთ.

ზუ­რაბ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი ასე­თი იყო: მე რა­ტომ მე­კი­თხე­ბით? ჰკი­თხეთ იმათ, ვინც აშე­ნებს, პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატს.

ალექ­სან­დრე სა­რა­ლი­ძე: - ეს პრო­ცე­სი ქარ­თულ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში ერთი ან რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბის სურ­ვი­ლით და გე­მოვ­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის სიმ­ბო­ლურ, პო­ლი­ტი­კურ დატ­ვირ­თვას, არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში ამ­გვა­რი ახი­რე­ბე­ბი ჰქონ­დათ ვო­ლუნ­ტა­რიზ­მის­კენ, ერ­თმმარ­თვე­ლო­ბის­კენ მიდ­რე­კილ ხე­ლი­სუ­ფალთ - მუ­სო­ლი­ნის, ჰიტ­ლერს, ხრუშ­ჩოვს! ასე­თი სა­კი­თხე­ბი ერთი ლი­დე­რი­სა თუ პარ­ტი­ის ნება-სურ­ვი­ლით არ უნდა წყდე­ბო­დეს.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

პარლამენტიც შუშისა იქნება

პარლამენტიც შუშისა იქნება

"როცა ვთქვი, თბილისიდან ნელ-ნელა ვიპარებით-მეთქი, ზოგიერთს გაუხარდა, თუმცა, წასვლას არსად ვაპირებთ", - პრეზიდენტ სააკაშვილის ამ სიტყვების მიუხედავად, პარლამენტი მაინც იპარება ქუთაისში, თანაც ნაწილობრივ.

2012 წლის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს სხდომები, სესიები ქუთაისში გაიმართება, საკომიტეტო მოსმენები კი - თბილისში. ასე ორ ნაწილად გახლეჩილი პარლამენტი უპრეცედენტოა მსოფლიოს ისტორიაში. ქუთაისში პარლამენტის შენობა უკვე შენდება.

მაკეტის მიხედვით, ფეშენებელურ, გამჭვირვალე,  7-სართულიან შუშის შენობას ოვალური ფორმა ექნება, ინტერიერიც და ექსტერიერიც ულტრათანამედროვეა, სხდომათა დიდი დარბაზით, საგამოფენო ცენტრითა და კონფერენსდარბაზებით. "ჩაშუშულ" ქვეყანას (როგორც ცნობილმა არქიტექტორმა ვახტანგ დავითაიამ თქვა), პარლამენტიც შუშისა ექნება.

პროექტი ესპანურ კომპანია "სი-ემ-დის" ეკუთვნის, რომელმაც ადრე ბათუმის ბულვარი და ოპერა დააპროექტა. რატომ მიენიჭა უპირატესობა ამჯერადაც მინას, როგორც სამშენებლო მასალას? - ამ კითხვით დეპუტატს, "ნაცმოძრაობის" გენერალურ მდივან ზურაბ მელიქიშვილსა და არქიტექტორ ალექსანდრე სარალიძეს მივმართეთ.

ზურაბ მელიქიშვილის კომენტარი ასეთი იყო: მე რატომ მეკითხებით? ჰკითხეთ იმათ, ვინც აშენებს, პარლამენტის აპარატს.

ალექსანდრე სარალიძე: -   ეს პროცესი ქართულ არქიტექტურაში ერთი ან რამდენიმე პიროვნების სურვილით და გემოვნებით მიმდინარეობს. რაც შეეხება მინის გამჭვირვალობის სიმბოლურ, პოლიტიკურ დატვირთვას, არქიტექტურაში ამგვარი ახირებები ჰქონდათ ვოლუნტარიზმისკენ, ერთმმართველობისკენ  მიდრეკილ ხელისუფალთ - მუსოლინის, ჰიტლერს, ხრუშჩოვს! ასეთი საკითხები ერთი ლიდერისა თუ პარტიის ნება-სურვილით არ უნდა წყდებოდეს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"