პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუჩმა ღონღაძის მკვლელობის საქმეში მთავარ ბრალდებულთან დააპირისპირეს
კუჩმა ღონღაძის მკვლელობის საქმეში მთავარ ბრალდებულთან დააპირისპირეს

უკ­რა­ი­ნის ექს-პრე­ზი­დენ­ტმა ლე­ო­ნიდ კუჩ­მამ გა­ნა­ცხა­და, რომ გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ იგი ღონ­ღა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში მთა­ვარ ბრალ­დე­ბულ­თან და­ა­პი­რის­პი­რა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბი­დან გა­მო­სულ­მა კუჩ­მამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და - "დღეს ალექ­სეი პუ­კა­ჩი და­მა­ყე­ნეს პირ­ზე". ალექ­სეი პუ­კა­ჩი შსს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია.

უკ­რა­ი­ნის ექს-პრე­ზი­დენ­ტმა ისიც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მას ღონ­ღა­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს.

ოპო­ზი­ცი­უ­რი ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დას" ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ღონ­ღა­ძე კი­ევ­ში 2000 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­ი­ტა­ცეს. ორი თვის შემ­დეგ ტა­რა­შის ტყე­ში მისი თავ­მოკ­ვე­თი­ლი ცხე­და­რი იპოვ­ნეს. მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თე­ბი ამ დრომ­დე არ და­უდ­გე­ნი­ათ.

მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და მო­საზ­რე­ბა, რომ ღონ­ღა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ლე­ო­ნიდ კუჩ­მა და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი იყ­ვნენ გა­რე­უ­ლე­ბი. უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა ოფი­ცერ­მა, ნი­კო­ლაი მელ­ნი­ჩენ­კომ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც კუჩ­მას ხმა ის­მის, რო­მე­ლიც ღონ­ღა­ძეს­თან "ან­გა­რიშს­წო­რე­ბის" აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია rian.ru-ს მი­ხედ­ვით.

კუჩმა ღონღაძის მკვლელობის საქმეში მთავარ ბრალდებულთან დააპირისპირეს

კუჩმა ღონღაძის მკვლელობის საქმეში მთავარ ბრალდებულთან დააპირისპირეს

უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა, რომ გენერალურმა პროკურატურამ იგი ღონღაძის მკვლელობის საქმეში მთავარ ბრალდებულთან დააპირისპირა. 

პროკურატურის შენობიდან გამოსულმა კუჩმამ ჟურნალისტებს განუცხადა - "დღეს ალექსეი პუკაჩი დამაყენეს პირზე". ალექსეი პუკაჩი შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია.

უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ისიც დაადასტურა, რომ მას ღონღაძის საქმესთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს.

ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" ხელმძღვანელი გიორგი ღონღაძე კიევში 2000 წლის სექტემბერში გაიტაცეს. ორი თვის შემდეგ ტარაშის ტყეში მისი თავმოკვეთილი ცხედარი იპოვნეს. მკვლელობის დამკვეთები ამ დრომდე არ დაუდგენიათ.

მედიაში ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ ღონღაძის მკვლელობაში უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და სხვა მაღალჩინოსნები იყვნენ გარეულები. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ოფიცერმა, ნიკოლაი მელნიჩენკომ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც კუჩმას ხმა ისმის, რომელიც ღონღაძესთან "ანგარიშსწორების" აუცილებლობაზე საუბრობს.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები