პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ნოდია - საქართველოს ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება ჰყავს
გია ნოდია - საქართველოს ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება ჰყავს

სა­ქარ­თვე­ლოს ბოლო 8 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰყავს, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ნო­დი­ამ ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის როუზ რო­სის 76-ე სე­მი­ნარ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მე-12 სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი ეფექ­ტუ­რი მთავ­რო­ბა არ ჰყო­ლია.

გია ნო­დი­ამ ისა­უბ­რა დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებ­ზე ქვე­ყა­ნა­ში და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, თუმ­ცა ეფექ­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მი­სი­ვე თქმით, დე­მორ­კა­ტი­ის დე­ფი­ცი­ტის სამი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს. "ეს არის პერ­სო­ნა­ლი­ე­ბი, რო­დე­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია ერთი ძა­ლის ხელ­ში ხდე­ბა; მე­ო­რე -ამის მი­ზე­ზია, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ის გზით უნდა შე­იც­ვა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რის მი­მარ­თაც, მე პი­რა­დად, სკეპ­ტი­კუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი და მე­სა­მე -ეს არის კონ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც არ იყო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, თუმ­ცა ახლა ეს პრობ­ლე­მა ნა­წი­ლობ­რივ მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, ის უფრო და­უ­ახ­ლოვ­და ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს", - გა­ნა­ცხა­და გია ნო­დი­ამ.

ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი იდე­ა­ლუ­რად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ნელ-ნელა ყა­ლიბ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი.

"ამას სჭირ­დე­ბა დრო; ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით, ერთ ღა­მე­ში სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად ვერ გა­და­ვაქ­ცევთ", - გა­ნა­ცხა­და გია ნო­დი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რია და 21-ე სა­უ­კუ­ნის სტან­დარ­ტებს მორ­გე­ბუ­ლი, თუმ­ცა დე­მოკ­რა­ტია ნიშ­ნავს ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას სა­ხე­ლი­სუფ­ლო შტო­ებს შო­რის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გია ნოდია - საქართველოს ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება ჰყავს

გია ნოდია - საქართველოს ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება ჰყავს

საქართველოს ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება ჰყავს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ როსის 76-ე სემინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, მე-12 საუკუნის შემდეგ საქართველოს ასეთი ეფექტური მთავრობა არ ჰყოლია.

გია ნოდიამ ისაუბრა დემოკრატიულ პროცესებზე ქვეყანაში და აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები ნაბიჯ-ნაბიჯ, თუმცა ეფექტურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დემორკატიის დეფიციტის სამი მიზეზი არსებობს. "ეს არის პერსონალიები, როდესაც ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ძალის ხელში ხდება; მეორე -ამის მიზეზია, საუბარი იმაზე, რომ რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, რის მიმართაც, მე პირადად, სკეპტიკურად ვარ განწყობილი და მესამე -ეს არის კონსტიტუცია, რომელიც არ იყო დემოკრატიული, თუმცა ახლა ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია. ცვლილებების შემდეგ, ის უფრო დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს", - განაცხადა გია ნოდიამ.

ქართველი ექსპერტის თქმით, საქართველოში დემოკრატიული პროცესები იდეალურად არ მიმდინარეობს, თუმცა ნელ-ნელა ყალიბდება დემოკრატიული ინსტიტუტები.

"ამას სჭირდება დრო; ჯადოსნური ჯოხის გამოყენებით, ერთ ღამეში საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად ვერ გადავაქცევთ", - განაცხადა გია ნოდიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეფექტურია და 21-ე საუკუნის სტანდარტებს მორგებული, თუმცა დემოკრატია ნიშნავს ძალაუფლების გადანაწილებას სახელისუფლო შტოებს შორის.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე