"ვეფხისტყაოსნის" მთავარი გმირები - ნესტანი და დარეჯანი?

"ვეფხისტყაოსნის" მთავარი გმირები - ნესტანი და დარეჯანი?

განათლების რეფორმა დღემდე ხელისუფლების სიამაყის საგანია, თუმცა ფაქტია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრების (რომლებიც კალეიდოსკოპური სისწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს) განათლების დონე, რბილად რომ ვთქვათ, სავალალოა.

განათლების მრისხანე მინისტრმა კახა ლომაიამ თავის დროზე სიტყვა "ბავშვი" დაფაზე სწორად ვერაფრით დაწერა, არც ის იცოდა, ვინ იყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. ახალგაზრდა მინისტრი ნიკა გვარამია კი სრული სერიოზულობით გვიმტკიცებდა, რომ "ტოლსტოი არც ისე დიდი მწერალია" ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი აკორდი კი #1 რეფორმატორი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ცნობილი "კუპრუმის ფორმულა" გახლდათ.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ასეთ მინისტრებს არც მასწავლებლები და, შესაბამისად არც მათი მოსწავლეები ჩამორჩებიან.

ერთ-ერთმა პედაგოგმა (გასაგები მიზეზების გამო მან ვინაობის გამხელა არ ისურვა), რომელიც მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებსა და საერთო-ეროვნულ გამოცდებზე ნამუშევრებს ასწორებდა, რამდენიმე ყურადსაღები "მარგალიტი" მოგვაწოდა მასწავლებელთა "შემოქმედებიდან". გასულ წელს ერთ-ერთმა მასწავლებელმა დაწერა, რომ "ვეფხისტყაოსნის" მთავარი გმირები ნესტანი და დარეჯანი არიან". აბიტურიენტი კი დარწმუნებული იყო, რომ "დედოფალმა შუშანიკმა სასახლეში თან ბიბლია და "ვეფხისტყაოსანი" წაიღო". სხვა აბიტურიენტი კი "ჯაყოს ხიზნების" განხილვისას წერდა, რომ "თეიმურაზის დამღუპველ თვისებად შეიძლება მისი წიგნების სიყვარული ჩაითვალოს". აქვე ამბობდა, რომ "თეიმურაზი შეუდგა გოლგოთის გზას, რომელსაც 20 წელი აშენებდა". გარდა ამისა, ერთ-ერთი ახალგაზრდის აზრით "ძიძია დიპლომატი რომ ყოფილიყო, ონისესაც შეინარჩუნებდა და გუგუასაც". კითხვაზე: "რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნება პოემა "სადღეგრძელო"? პასუხები ნაირგვარი იყო - კომუნისტურს, ხალხურს, "სუმბონისტურს", ერთ-ერთი ახალგაზრდის აზრით კი, ამ პოემის ტექსტის ავტორი თამარ მეფეა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"