პროექტ "ნიჭიერის" მონაწილე - ნატალი ვეფხვაძე ალბათ, ყველას ახსოვს: უსინათლო გოგონას მიერ შესრულებულმა სიმღერამ - "საქართველო" მაყურებელი ფეხზე დააყენა, ბევრს თვალზე ცრემლიც მოადგა... ამჟამად, ნატალი უსინათლოთა კავშირის ფოლკლორულ ანსამბლში - "ნანა" მღერის, რაც ნიჭიერი გოგონასთვის ნამდვილად ცოტაა. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მას მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობაზე უარს ხშირად ეუბნებოდნენ. ერთი პერიოდი, გულგატეხილმა გოგონამ სიმღერაც კი შეწყვიტა... თავდაპირველად, "ნიჭიერში" ნატალის დედასთან ერთად სიმღერა იგეგმებოდა. დედამისი - ქალბატონი ლელა ვეფხვაძე იმ უსინათლო გოგონებიდან ერთ-ერთი გახლავთ, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს ქართველ ხალხს სიმღერით ამხნევებდა...
"ნიჭიერში" ნატოს გამოსვლის შემდეგ, ქალბატონი ლელა მეტროში სიმღერას (რაც მისი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა) ვეღარ ახერხებს, რადგან მისი შვილით აღფრთოვანებული ხალხის მილოცვების მოსმენა უხდება... ვინაიდან ქალბატონს ძალზე საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი, საუბარიც მასთან სწორედ მისი წარსული ცხოვრებისთვის თვალის გადავლებით დავიწყეთ.
ლელა ვეფხვაძე:
- ჩემი მშობლები ცდილობდნენ, რომ მე და ჩემი დები ინტელექტუალურ ადამიანებად ჩამოვეყალიბებინეთ. მე და ჩემს ერთ დას მხედველობის პრობლემა გვაქვს. ამიტომ ჩვენს უფროს დას აიძულებდნენ, რომ ჩვენთვის წიგნები წაეკითხა; მამაჩემი ფილოლოგი იყო - სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული - ლექსებს წერდა. კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა - შეეძლო, საჭმელი არ ეყიდა, სამაგიეროდ, წიგნს აუცილებლად იყიდდა. მე და ჩემი და უსინათლო ბავშვთა სკოლაში (ახლანდელი 202-ე საჯარო სკოლა) ვსწავლობდით. ჩვენთვის წიგნისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კითხვა ბევრ რამეს ნიშნავს - სამყაროს წაკითხულით აღვიქვამთ. ვერ ვიტყვი, რომ გადასარევი მოსწავლე ვიყავი - გაკვეთილების მომზადებით თავს ზედმეტად არ ვიტვირთავდი. მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს. სკოლაში 2 გუნდი იყო, რომელთაც პატარებისა და დიდების გუნდს ეძახდნენ. მცირე ასაკში კარგი პედაგოგი - სერგო არტემოვი გვასწავლიდა. "დიდების გუნდში" გადასვლის შემდეგ კი - ნანა კაპანაძე, რომელიც ჩემი შვილის - ნატოს გუნდის მასწავლებელიც იყო... სწავლა კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტში (ხალხური საკრავების განხრით) მინდოდა. სკოლის დირექტორმა დახასიათება გამიფუჭა - რეჟიმს ვერ ეგუება, დაუმორჩილებელია, შეუძლია, უფროსს ხშირად შეეპასუხოსო... შემრცხვა. ასეთ დახასიათებას ინსტიტუტში ვერ მივიტანდი.
- მართლა ისეთი იყავით, როგორც დახასიათებაში ეწერა?
- ცელქი ნამდვილად ვიყავი - მამას ბიჭად ვყავდი "ჩაფიქრებული", მაგრამ გოგონა გავჩნდი (იღიმის). ადამიანების ჩაგვრას ვერ ვიტანდი. ჩვენთან ისეთი ბავშვებიც სწავლობდნენ, რომლებსაც თვალთან დაკავშირებული პრობლემები ვიზუალურადაც ეტყობოდათ. ერთხელ ოლიმპიადა ტარდებოდა. მის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილე გოგონას დირექტორმა რომ შეხედა, თქვა: - სცენაზე ეს უნდა დამიყენოთო?! ეს სიტყვები ჩემთვის მხოლოდ იმ გოგონას შეურაცხყოფას არ ნიშნავდა. პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვე. საბოლოო ჯამში, ის გოგონა ოლიმპიადიდან არ "მოუხსნიათ"... სხვის დამცირებას ვერასოდეს ვეგუებოდი.
- მსგავსი პრობლემები თქვენც გექმნებოდათ?
- კარგი მოსწავლე არ ვიყავი, მაგრამ რადგან ხალხურ საკრავებზე ვუკრავდი და ვმღეროდი, ეს გარკვეულ პრივილეგიას მანიჭებდა. შესაბამისად, ნაკლებად შეურაცხმყოფდნენ, თუმცა დახასიათება მაინც გამიფუჭეს. მართალია, მაშინ ინსტიტუტში ვერ ჩავაბარე, მაგრამ "უსინათლოთა კავშირის" საგუნდო კაპელაში მომღერლად მიმიღეს. 1980-1992 წლებში იქ ვმუშაობდი. ჩემი ბუნების გამო, პრობლემები იქაც შემექმნა. საბოლოოდ, მეგობრები მიხვდნენ, რომ კონფლიქტური ადამიანი არ ვიყავი და რაღაცების დათმობა შემეძლო... 1988 წელს, საქართველოში, საბჭოთა რეჟიმის მიმართ საპროტესტო აქციებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ტარდებოდა. ამიტომ, "ნოემბრის შიმშილობაზე" წავედი. იქ "უსინათლოთა საზოგადოებიდან" კიდევ ბევრნი იყვნენ... ხოლო 1989 წლის 5 აპრილიდან კი მე და ჩემი მეგობრები - დონარა ცხადიაშვილი, ზაირა გელაშვილი, თინიკო ბირკაძე აქციებზე ერთად დავდიოდით... 8 აპრილის, ღამესაც ჩვეულებრივად შევიკრიბეთ. გაცნობიერებული მქონდა, რომ რეალური საფრთხე არსებობდა.
საერთოდ, რისკიანი ადამიანი ვარ - საფრთხისკენ მიმიწევს გული. ჩემს მეგობრებს დავუკავშირდი - გოგონებო, საფრთხე რეალურია და თუ გეშინიათ, ნუ წამოხვალთ-მეთქი. შიშის გრძნობა მათაც არ ჰქონიათ. დონარას და თინიკოს მეუღლეები ჰყავდათ. მათ ქმრებს არ სურდათ, რომ ისინი ღამით შინ არ ყოფილიყვნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, მუდამ "ბრძოლა" მჭირდებოდა. ერთ-ერთის მეუღლე მეჩხუბებოდა - ტანკები დადიან და გინდა, დაიხოცოთო?! იმდენი ველაპარაკე, რომ ბოლოს მეუღლესთან ერთად, თავადაც წამოვიდა... უსინათლოებს ხალხი ძალიან თბილად გვხვდებოდა. 9 აპრილის ღამეს უწმინდესი მობრძანდა და მომიტინგეებს გვთხოვა, დავშლილიყავით. მაგრამ იქიდან არავინ წასულა... უწმინდესის გაფრთხილებისა და ლოცვის შემდეგ, აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მონაწილეებმა ითხოვეს, - გოგონებმა ისევ სიმღერით გაგვამხნევონო. როცა მთავრობის სასახლესთან ტანკების შემოსვლის შესახებ გამოცხადდა, გვითხრეს, - ვისაც ეშინია, აქცია დატოვოსო. აქციიდან არ წავსულვართ, რადგანაც ვგრძნობდი, იქ მყოფი ადამიანებისთვის საყრდენივით ვიყავით - ბოლომდე ვმღეროდით... უამრავ ხალხში მეგობრებმა ერთმანეთი დავკარგეთ - ხალხის სხვადასხვა ტალღაში მოვყევით. ადამიანები ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ. კედელს მიკრულს სუნთქვა მიჭირდა - გზა გამითავისუფლეს.
მილიციის კორდონს გავყევი. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ბევრი ადამიანი დაიხოცებოდა....
თინიკო და ჩემი და ვიპოვე. გვირაბში ჩასულები გაგვაფრთხილეს, - ზემოთ რუსი ჯარისკაცები ხალხს ნიჩბებით ხოცავენო. წივილ-კივილის ხმა გვესმოდა... ხალხს დაღუპულები ვეგონეთ. გაუხარდათ, როცა უსინათლო მომღერლები ცოცხლები დაგვინახეს.
- ახსენეთ, რომ მეგობრების მეუღლეები მათი ცოლების აქციებზე სიარულის წინააღმდეგი იყვნენო. თქვენი მეუღლის რეაქცია როგორი იყო? მაშინ ნატო 2 წლის იყო, არა?
- დიახ. მაშინ მეუღლე არ მყავდა. ერთი ადამიანი მიყვარდა. ნატო სწორედ ამ სიყვარულის ნაყოფია. 20 წლის ვიყავი, როცა ნატოს მამა გავიცანი. მუსიკოსი იყო. მუსიკამ დაგვაახლოვა. რთული ბუნების ადამიანი იყო, მაგრამ ძალიან მიყვარდა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ მას ოჯახი ჰქონდა, მაგრამ მისთვის ოჯახი არ ამირევია... საბოლოოდ, ის მაინც თავის ოჯახში დარჩა. მამის მხრიდან, ნატოს ტყუპი და-ძმა (12 წლით უფროსი) ჰყავს. 2 წელია, რაც ნატოს მამა დაიღუპა. მანამდე შვილს იშვიათად, მაგრამ მაინც ნახულობდა. ბოლოს პატიების სათხოვნელად მოვიდა, რადგან ფაქტობრივად, ჩემს შვილს მამობა ვერ გაუწია (თუმცა მისგან არაფერს ვითხოვდი). შვილის ნახვის შემდეგ, მისგან ასეთი მესიჯი მივიღე: - დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი შვილი გამიზარდეო. ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! რჩენა არ მიჭირდა, მაგრამ მას მამა სჭირდებოდა. შეიძლება, ჩემს შვილს ტკივილი მივაყენე, უმამოდ რომ გავაჩინე, მაგრამ მაშინ ასე მივიჩნიე საჭიროდ. ნატომ ერთხელ მითხრა: - ჩემს შვილს ასეთი ტკივილისთვის არ გავიმეტებდიო. მერე ბოდიში მომიხადა... ამჟამად, მეუღლე და კიდევ ერთი ქალიშვილი - ანანო მყავს. მეუღლე უსინათლოა, ანანოს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. ერთი პერიოდი, მეუღლესთან ურთიერთობა დამეძაბა. შემდეგ ჩვენს შეცდომებს მივხვდით და ცხოვრება ისევ ერთად განვაგრძეთ. ჩემს შვილებს ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. ნატო სახლიდან არ გადის, თუ ანანომ არ "შეამოწმა" - როგორ გამოიყურება (იღიმის).
- თქვენმა გოგონამ მუსიკალური ნიჭი როდის გამოავლინა?
- შეიძლება, ბევრისთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ წლისა და 3 თვის იყო, როცა მელოდია გამართულად იმღერა. მანამდეც ღიღინებდა. ფორტეპიანოზე დაკვრასაც ვახერხებ. დაკვრისას ნატოს კალთაში ვისვამდი და ვამღერებდი. მის მიერ შესრულებული პირველი სიმღერა - "რა კარგია ჩურჩხელა" გახლდათ. "რა კარგია ჩურჩხელას" ვერ ამბობდა და "აკალია ჩუჩიაო", - მღეროდა. ძალიან საყვარელი იყო (იღიმის)... 2-3 წლის ასაკში, ისეთი კარგი სმენა ჰქონდა, რომ როცა აკორდს შეცდომით ავიღებდი, მეტყოდა - ლას უკლავ, გოგოო! ნატოს ბავშვობას ცუდი პერიოდი დაემთხვა: 1992 წელს ჩვენი კაპელის ლიკვიდაცია მოხდა. უმუშევრად, მხოლოდ პენსიის ამარა დავრჩი. სახლში შუქი რომ არ გვქონდა, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! რაღაცით ხომ უნდა გამერთო? სიმღერას თამაშ-თამაშით ვასწავლიდი. 1994 წელს ძალიან გამიჭირდა. ერთ ღამეს ნატო მშიერი დავაძინე: დენი არ იყო და ლობიო ვერ მოვხარშე. შუქი ღამის 12 საათზე ჩართეს. "ერთი გაკეთება" ხახვიღა მქონდა. ღამით ნატომ წამოიტირა, მასთან გავედი, ამასობაში ის ხახვიც დამეწვა... მთელი ღამე ვტიროდი. ვიფიქრე, რა გახდა ჩემი თავმოყვარეობა, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მშიერი ხომ არ მეყოლება-მეთქი? პირველად, სამღერად ისნის ბაზრობაზე გავედით. ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გამიჭირდა - ნატოზე ვღელავდი. მაშინ ის 8 წლის იყო. ერთადერთი, მაშინ ის მიხაროდა, რომ ნატო ვერ ხედავდა, რადგან ჩემი ცრემლების დანახვა არ შეეძლო... ბავშვობაშიც ძლიერი და ლამაზი ხმა ჰქონდა. გულგრილად ვერავინ უსმენდა. მალე სამღერად მეტროში გადავინაცვლეთ, რადგან იქ ზამთარში თბილა, ზაფხულში კი - გრილა. ნატოს სიმღერა მხოლოდ საათ-ნახევრის განმავლობაში უწევდა ხოლმე. შვილის სიმღერით გამდიდრებას ანუ ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ექსპლუატაციას არ ვაპირებდი. მეტროში 16 წლამდე მღეროდა. მერე უკვე შეღერებული გოგონა იყო და ამასთან, არ მინდოდა, მას ხმა დამახინჯებოდა - ვოკალურ ფაკულტეტზე ჩაბარებას აპირებდა. ამიტომ სამღერად მარტო მივდიოდი და დღემდე ასე ვიქცევი. მეტროში ხშირად ვარ, თუმცა შეიძლება, ლილოს, ელიავას ბაზრობაზე, სამების საკათედრო ტაძრის გზაზეც მნახონ. ჩემი მიზანია, რომ მსმენელს არ მოვბეზრდე.
- ნატომ უსინათლოთა სკოლა დაამთავრა?
- დიახ. "ნიჭიერში" მისი სიმღერის შემდეგ, საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი ატყდა: ნატო ხედავს - სცენიდან უკან დამოუკიდებლად გაიქცაო! ნატო ფილარმონიის სცენას კარგად იცნობს - კონცერტებზე ყოველთვის თან მახლდა და საქველმოქმედო საღამოებში თავადაც მონაწილეობდა. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: - აბა, სცენაზე ვანო თარხნიშვილმა რატომ გაიყვანაო? ნატომ არ იცოდა, სცენაზე სად უნდა გაჩერებულიყო, უკან კი იოლად დაბრუნდებოდა, რადგან მისთვის ფილარმონიის სცენა უცხო არაა. არ მინდა, ხალხმა იფიქროს, რომ ეს ყველაფერი ბლეფია!.. უსინათლოთა სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში (მაშინ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის, კინოსა და თეატრის სამსახიობო ინსტიტუტი ერქვა) ჩააბარა. თავის ფაკულტეტზე ერთდერთი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! იყო, ვინც გამოცდაზე 100 ქულა მიიღო. თავის დროზე, მეც იმავე ინსტიტუტში ვსწავლობდი. რადგან უსინათლო ვიყავი, ინსტიტუტში ჩემს საბუთებს არ იღებდნენ, სანამ გამოცდებში ჩემი მონაწილეობის შესახებ, განათლების სამინისტროდან სპეციალური ბრძანება არ მიიღეს. ქართული ენის გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მივიღე. ბრაილის შრიფტით წერა-კითხვა სწავლისთვის ბარიერს არ წარმოადგენს. რაც ბრაილის შრიფტით არ იყო დაბეჭდილი, იმის სწავლაში კურსელები, მეგობრები მეხმარებოდნენ... ინსტიტუტი ნატომაც წარმატებით დაამთავრა. ბევრ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდა: ესპანეთში, ბულგარეთში, ერევანში. საქართველოსგან განსხვავებით, საზღვარგარეთ უსინათლობა ბარიერს არ უქმნიდა. აქ კონკრეტულად არ ეუბნებოდნენ, რომ კონკურსში ნატოს მონაწილეობასთან დაკავშირებული უარი მის უსინათლობას უკავშირდებოდა. კონკურსების წარმომადგენელთა პასუხი ასეთი იყო: "კარგი გოგონა ხარ, მაგრამ..."
- სატელევიზიო კონკურსებს გულისხმობთ?
- კი. შეიძლება, მონაწილეობის საშუალებას კონკურსის ფორმატი არ აძლევდა. მინდა, ასე ვიფიქრო...
- უცხოეთში კონკურსებში მონაწილეობისას რამე შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მიუღია?
- კი. ესპანეთიდან, ბულგარეთიდან, მაგრამ მისი კონკურსში მონაწილეობა ჩვენ უნდა დაგვეფინანსებინა, რისი საშუალებაც ნამდვილად არ მქონდა. მეტროში სიმღერით შეგროვებული ფულით ნატოს საზღვარგარეთ კონკურსში მონაწილეობის დაფინანსება ძალიან რთულია.
- მეტროში, ქუჩაში სიმღერა თქვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია?
- დიახ. ქირით ვცხოვრობთ. ბინის ქირას კომუნალური გადასახადებიც ემატება. რთულია, მწირი შემოსავლით ამდენ რამეს "გაწვდე".
- "ნიჭიერში" ნატოს მონაწილეობა ვისი იდეა იყო?
- შარშანაც მინდოდა, ამ პროექტში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ სხვა კონკურსებზე გულგატეხილმა ჩემს შეთავაზებაზე კატეგორიული უარი მითხრა - გინდა, გავგიჟდე? ყველგან მეუბნებიან, ნიჭიერი ხარ, მაგრამ კონკურსებზე არ მიშვებენო! ყველაფრის რწმენა დაკარგული ჰქონდა. ერთი პერიოდი, სიმღერაც აღარ უნდოდა. სიმღერა ისე უყვარს, რომ ამ განცდამ მალე გაუარა, თუმცა კონკურსებზე გასვლა მაინც არ უნდოდა. მე და მისმა მეგობარმა - ლუკამ განაცხადი ჩუმად შევავსეთ. ნატოს უარს, მის გამოფხიზლებას არ დაველოდეთ (იღიმის)... "ნიჭიერში" სიმღერის შემდეგ, თითქოს ჩემს შვილს სტიმულიც მიეცა. ვნახოთ, რა იქნება...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)