რიზ უიზერსპუნს 26 მარტს ქორწილი აქვს. მსახიობის რჩეული ჯიმ როტია. ეს უიზერსპუნისთვის მეორე ქორწინება იქნება.
რიზ უიზერსპუნმა საქორწინო კაბაზე ზრუნვა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან არჩევანი მონიკ ლჰუილაიერზე შეაჩერა.
ქორწილი გრანდიოზული არ იქნება. მას 100 ადამიანი დაესწრება. ცერემონიას ყვავილები და სანთლები დაამშვენებს. ქორწილის შემდეგ რიზი კვლავ თავის სამსახიობო საქმიანობას დაუბრუნდება.
მომზადებულია radaronline.com-ის მიხედვით.