კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი შინდლერი" - "გესტაპოს" თანამშრომელი, რომელმაც ათობით ებრაელი ნაცისტებისგან იხსნა
"ქართველი შინდლერი" - "გესტაპოს" თანამშრომელი, რომელმაც ათობით ებრაელი ნაცისტებისგან იხსნა

სტი­ვენ სპილ­ბერ­გის ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა დრა­მამ "შინდლე­რის სია", შვი­დი "ოს­კა­რი" და­იმ­სა­ხუ­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი რამ იცი­ან ამ ფილ­მის შე­სა­ხებ, ისიც იცი­ან, რომ კი­ნო­შე­დევ­რი ცნო­ბი­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი მწერ­ლის, თო­მას კე­ნე­ლის არა­ნაკ­ლებ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი წიგ­ნის, "შინდლე­რის კი­დობ­ნის" ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აა.

სი­უ­ჟე­ტი ერ­თდრო­უ­ლად მძი­მე­ცაა და გა­სა­ო­ცა­რიც - რო­გორ შეძ­ლო ერ­თმა გერ­მა­ნელ­მა მე­წარ­მემ და­ღუპ­ვის­გან ეხ­სნა 1200-მდე ებ­რა­ე­ლი ჰო­ლო­კოს­ტის დროს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის წლებ­ში. მაგ­რამ ბევ­რმა როდი იცის, რომ თურ­მე ქარ­თვე­ლებ­საც გვყო­ლია "ჩვე­ნი შინდლე­რი"...

ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რია სა­თა­ვეს ათას­წლე­ულ­თა სიღ­რმი­დან იღებს. მას­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია II მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდს. როცა ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ხიზ­ნუ­ლი ქარ­თვე­ლო­ბა თა­ვა­დაც გან­საც­დელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მის­მა არა­ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თავ­და­დე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბით და­ღუპ­ვას გა­და­არ­ჩი­ნა არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი, არა­მედ ისი­ნიც, ვინც წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან არ ყო­ფი­ლან.

უდა­ვოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო გერ­მა­ნი­ის ტყვე­თა ბა­ნა­კებ­ში თავ­მოყ­რილ ათე­უ­ლ­ა­თა­სო­ბით ქარ­თველ სამ­ხედ­რო ტყვე­თა ფი­ზი­კუ­რად გა­დარ­ჩე­ნა, რაც გერ­მა­ნი­ის სამ­სა­ხურ­ში მდგარ­მა ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მა ამ ქვეყ­ნის მეს­ვე­ურ­თა დახ­მა­რე­ბით მო­ა­ხერ­ხეს. ემიგ­რან­ტთა შო­რის იყ­ვნენ ისი­ნიც, ვინც გერ­მა­ნელ­თა ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ და პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნი­თა და მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ:

1. აღ­მო­სავ­ლე­თის (ანუ "ვან­ზე­ეს") სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, დოქ­ტო­რი მი­ხე­ილ ახ­მე­ტე­ლი. გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, ვლა­დი­მერ ახ­მე­ტე­ლის ძმის­წუ­ლი. მე­გობ­რობ­და III რა­ი­ხის იდე­ო­ლოგ ალფ­რედ რო­ზენ­ბერგთან;

2. "ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტუ­რი კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის" დი­რექ­ტო­რი, ფი­ზი­კო­სი და გე­ო­პო­ლი­ტი­კო­სი, დოქ­ტო­რი ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძე. მე­გობ­რობ­და რო­ზენ­ბერ­გსა და არნო ში­კე­დანცთან, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტო­რად ამ­ზა­დებ­და;

3. მდი­და­რი ქარ­თვე­ლი ექი­მი გი­ორ­გი მა­ღა­ლაშ­ვი­ლი.

4. შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძე, თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტო­რი. II მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ­დე და­ი­ნიშ­ნა გერ­მა­ნი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სამ­ხედ­რო მრჩევ­ლად, ხოლო 1944 წლის მა­ის­ში მი­ე­ნი­ჭა ვერ­მახ­ტის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის წო­დე­ბა. ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და "აბ­ვე­რის" ხელ­მძღვა­ნელ ად­მი­რალ ფრიდ­რიხ ვილ­ჰელმ კა­ნა­რის­თან.

გერ­მა­ნელ­თა ნდო­ბით ასე­ვე სარ­გებ­ლობ­და "აბ­ვე­რი­სა" და "გეს­ტა­პოს" თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ხე­ილ კე­დია. მა­მა­მი­სი მექი კე­დია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ რაზმს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ხე­ილ კე­დი­ას თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ "ქარ­თვე­ლი შინდლე­რი".

1940 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ოკუ­პი­რე­ბულ პა­რიზ­ში გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის სა­გან­გე­ბო წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ა­უქ­მა პა­რიზ­ში მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, ხოლო ოფი­სის მდი­ვა­ნი და­ა­პა­ტიმ­რა. აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და სას­წრა­ფოდ გა­მო­ე­ნა­ხათ ისე­თი ვინ­მე, ვინც გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე შეძ­ლებ­და ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ინ­ტე­რეს­თა დაც­ვას.

ეს მი­სია ქარ­თულ­მა ემიგ­რა­ცი­ამ და­ა­კის­რა მი­ხე­ილ კე­დი­ას. იგი დიდ­ხანს ცხოვ­რობ­და გერ­მა­ნი­ა­ში. მის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­თა შო­რის იყ­ვნენ: გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი ელჩი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, გრა­ფი ფრიდ­რიხ ვერ­ნერ ფონ დერ შუ­ლენ­ბურ­გი.

რო­ზენ­ბერ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი აღ­მო­სავ­ლე­თის სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი გერ­ჰარდ ფონ მენ­დე; SS-ის (SchutzStaffel - "დამ­ცა­ვი რაზ­მი", გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ნა­ცის­ტუ­რი პარ­ტი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში) კავ­კა­სი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ერიხ ენ­გელ­ჰა­უპ­ტი. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ სა­მი­ვე მათ­გა­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო 1944 წელს ჰიტ­ლე­რის წი­ნა­აღ­მდეგ მო­წყო­ბილ შეთ­ქმუ­ლე­ბას­თან.

საფ­რან­გე­თის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, ნა­ცის­ტებ­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბიც და­ა­პა­ტიმ­რეს. მათ შო­რის იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა და ვაჭ­რო­ბა-მრეწ­ვე­ლო­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლი. ის იყო ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის ევა­კუ­ა­ცი­ი­სა საფ­რან­გეთ­ში. მისი მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, 1922 წელს სა­ქარ­თვე­ლოს დევ­ნილ­მა მთავ­რო­ბამ ხელ­საყ­რელ ფას­ში შე­ი­ძი­ნა პა­რიზ­თან ახ­ლოს, ლე­ვილ­ში მდე­ბა­რე მა­მუ­ლი და ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი.

1940 წელს, რო­დე­საც საფ­რან­გეთ­ში შეჭ­რილ გერ­მა­ნელ ოკუ­პან­ტთა ში­შით, პა­რი­ზელ­თა ნა­წი­ლი ტო­ვებ­და მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს, იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვილ­მა სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­ი­ღო, რათა ეშო­ვა ავ­ტო­მან­ქა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ნოე ჟორ­და­ნი­ას გა­და­სარ­ჩე­ნად. ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა ჩა­რე­ვი­თა და მი­ხე­ილ კე­დი­ას მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, გერ­მა­ნე­ლებ­მა პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლი. ამის შემ­დეგ, იო­სე­ბი მი­ხე­ილ­თან ერ­თად იბ­რძო­და ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა გა­მო­სახ­სნე­ლად.

სამ­ხედ­რო კო­მენ­დანტ დოქ­ტორ შტენ­გერს გა­ეგ­ზავ­ნა საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა მე­მო­რან­დუ­მი. მას­ში გა­ტა­რე­ბუ­ლია ამ­გვა­რი აზრი: ...ქარ­თვე­ლებ­სა და ებ­რა­ე­ლებს სა­ერ­თო აქვთ ენა, ცხოვ­რე­ბის წესი, ეროვ­ნუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბა­ნი, რის გა­მოც ისი­ნი არი­ან ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი და ვე­რაფ­რით ვერ გა­ი­ზი­ა­რე­ბენ ვერც კო­მუ­ნის­ტთა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­სა და ვერც სი­ო­ნის­ტურ მის­წრა­ფე­ბებს.

ხსე­ნე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი ელი­გუ­ლაშ­ვილ­მა მეც­ნი­ე­რუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი­თაც შე­ა­მაგ­რა და აღ­ნიშ­ნა: 1. ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან დო­ლი­ქო­კე­ფა­ლე­ბი (გრძელ­თა­ვი­ა­ნე­ბი), ებ­რა­ე­ლე­ბი - ბრა­ქი­კე­ფა­ლე­ბი (მოკ­ლე­თა­ვი­ა­ნე­ბი). ვი­ნა­ი­დან ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბიც დო­ლი­ქო­კე­ფა­ლე­ბი არი­ან, ისი­ნი ეთ­ნი­კუ­რად არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი და არა სე­მი­ტი ებ­რა­ე­ლე­ბი; 2. ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი წარ­მო­იშ­ვნენ კავ­კა­სი­ა­ში გა­და­სახ­ლე­ბულ ქალ­დე­ველ­თა იუ­და­ი­ზა­ცი­ის შე­დე­გად; 3. თა­ვის ქა­ლის ფორ­მის გარ­და, ქარ­თველ ებ­რა­ე­ლებს ქარ­თვე­ლებ­თან აკავ­ში­რებთ: ცხვი­რის ინ­დექ­სი, ნი­კა­პის პრო­პორ­ცი­ე­ბი, სა­ერ­თო ფი­ზი­კუ­რი კონ­სტი­ტუ­ცია.

ეს არ­გუ­მენ­ტა­ცია და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნი­ეს ნა­ცის­ტმა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ამა­ში და­ბე­ჯი­თე­ბით არ­წმუ­ნებ­დნენ ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბიც (ძი­რი­თა­დად მი­ხე­ილ კე­დია, გი­ორ­გი მა­ღა­ლაშ­ვი­ლი და გივი გაბ­ლი­ა­ნი) და ნა­ცის­ტებ­მა გა­ა­უქ­მეს ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა დე­პორ­ტა­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბა. ამის წყა­ლო­ბით, 70-მდე ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი სიკ­ვდილს გა­მოჰ­გლი­ჯეს ხე­ლი­დან.

მი­ხე­ილ კე­დი­ას მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბით სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნეს არა­ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ებ­რა­ე­ლე­ბიც.

იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლის ღვაწლს ასე აფა­სებ­და ფი­ნანსთა და ვაჭ­რო­ბა-მრეწ­ვე­ლო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კონ­სტან­ტი­ნე კან­დე­ლა­კი: "ებ­რა­ე­ლო­ბა იო­სე­ბის­გან მო­ე­ლო­და შვე­ლას: მან მო­ა­ხერ­ხა ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ერ­თსუ­ლოვ­ნად და­ინ­ტე­რე­სე­ბა ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნით და მათი სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას და­უ­კავ­ში­რა.

იო­სე­ბის ამ ბრწყინ­ვა­ლე საქ­მეს ვერ და­ი­ვი­წყებს ვერც ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლო­ბა და ვერც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, რად­გან ამ საქ­მით აღ­დგა უცხო­ე­ლე­ბის თვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცია - ყვე­ლა ერი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და დაც­ვის. თვი­თონ ასე აფა­სებ­და ამას და ამ­ბობ­და ხოლ­მე: "ბევ­რი, ბევ­რი ქარ­თვე­ლი დაგ­ვეხ­მა­რა ჩვენ ამ საქ­მე­ში, ამას ვერ და­ვი­ვი­წყებთ; მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც ის ქარ­თვე­ლი დაგ­ვეხ­მა­რა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია ეწო­დე­ბაო!.."

მი­ხე­ილ კე­დია (ცენ­ტრში) მე­უღ­ლეს­თან ვა­ლია ფა­ჩუ­ლი­ას­თან და მე­გო­ბარ­თან, კოტე კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად

მი­ხე­ილ კე­დი­ას და­ე­კის­რა კონ­ტრო­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი­სათ­ვის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მა­ზე. ამის­თვის შექ­მნა ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა კო­მი­ტე­ტი, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლი ჩა­უ­ყე­ნა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტი­სა და "ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს" თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გას­ცემ­დნენ "ეროვ­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მოწ­მო­ბას". ამ გზით უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი გა­და­ურ­ჩა რეპ­რე­სი­ებს.

საფ­რან­გე­თის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, საფ­რან­გე­თის ებ­რა­ე­ლო­ბამ, მთა­ვა­რი რა­ბი­ნის მე­თა­უ­რო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ერ­თხმად და­უ­ჭი­რა მხა­რი მი­ხე­ილ კე­დი­ას.

გერ­მა­ნი­ის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, მი­ხე­ილ კე­დია ჟე­ნე­ვა­ში გა­და­სახ­ლდა. 1946 წლის 3 მა­ისს ფი­ცის ქვეშ მის­ცა წე­რი­ლო­ბი­თი ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

გერ­მა­ნი­ის მიერ საფ­რან­გე­თის ოკუ­პა­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე შევ­ძე­ლი უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი და სხვა ეროვ­ნე­ბის ებ­რა­ე­ლი მეხ­სნა ზო­გი­ერ­თი გერ­მა­ნე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნე­რის დას­ჯი­სა­გან... ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებ, რომ ამის გა­კე­თე­ბა შევ­ძე­ლი მხო­ლოდ სამი ჯენტლმე­ნის შემ­წე­ო­ბით. ესე­ნი არი­ან: გი­ორ­გი მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ალ­ში­ბა­ია და გივი გაბ­ლი­ა­ნი, რომ­ლებ­საც ამ სა­კი­თხზე ჩემ­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა ჰქონ­დათ და დახ­მა­რე­ბაც გა­მი­წი­ეს

1944 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს, პა­რი­ზის მთა­ვა­რი რაბი იუ­ლი­უს ვა­ი­სი მი­ხე­ილ კე­დი­ას სწერ­და: "ბა­ტო­ნი ელი­გუ­ლაშ­ვი­ლი­სა­გან შე­ვი­ტყვეთ იმ დიდი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ, რაც გა­გი­წე­ვი­ათ ებ­რა­უ­ლი აღმსა­რებ­ლო­ბის მქო­ნე თქვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, დიდსუ­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბით რა­სის­ტუ­ლი კა­ნო­ნი­სა­გან მათი გა­დარ­ჩე­ნით. გთხოვთ, მი­ი­ღოთ ჩემი მად­ლო­ბა და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა მათი კე­თილ­დღე­ო­ბის უან­გა­როდ დაც­ვი­სათ­ვის".

პა­რიზ­ში მოქ­მე­დი ებ­რა­უ­ლი კულ­ტუ­რის ასო­ცი­ა­ცი­ის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენტ ი. მო­სე­რის მიერ 1944 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს მი­ხე­ილ კე­დი­ა­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ვკი­თხუ­ლობთ: "...თქვენ არა მარ­ტო გა­ი­ლაშ­ქრეთ თქვე­ნი ებ­რა­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად, არა­მედ უფრო მე­ტიც - წარ­მა­ტე­ბით შე­ძე­ლით გეხ­სნათ მრა­ვა­ლი მე­გო­ბა­რი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კე­ბი­დან. თავს მო­ვა­ლედ მი­ვიჩ­ნევთ, გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ, გა­მოვ­ხა­ტოთ თქვენ­და­მი უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა".

"მო­სეს რჯუ­ლის ქარ­თველ­თა კავ­ში­რის" პრე­ზი­დენტ იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლის მიერ 1944 წლის 15 აგ­ვის­ტოს მი­ხე­ილ კე­დი­ა­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ვკი­თხუ­ლობთ: "...ჩვენ არ მოვ­ტყუვ­დით რწმე­ნა­ში, როცა თქვენ­ში და­ვი­ნა­ხეთ ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტი, რო­მე­ლიც ოკუ­პა­ცი­ის დროს ჩვენს სი­ცო­ცხლე­სა და ინ­ტე­რე­სებს და­ი­ცავ­და.

გმად­ლობთ მა­მა­ცო­ბი­სა და იმ შე­უ­პოვ­რო­ბი­სათ­ვის, რაც გა­მო­ი­ჩი­ნეთ ან­ტი­ებ­რა­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა­გან ებ­რა­ელ­თა გა­მო­სახ­სნე­ლად. ამას გარ­და, ებ­რა­ე­ლე­ბის შე­პყრო­ბი­სას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აკე­თებ­დით ყვე­ლა­ფერს მათ გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. თქვენს ასეთ ქცე­ვას არ გა­ვუკ­ვირ­ვე­ბი­ვართ იმი­ტომ, რომ ვი­ცით თქვე­ნი ერის ღირ­სე­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას გიხ­დით მთე­ლი გუ­ლით და გვინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი ყო­ველ­თვის წა­რუშ­ლე­ლად დარ­ჩე­ბა ჩვე­ნი და ჩვენს თა­ნა­მოძ­მე ებ­რა­ელ­თა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში".

ამ­რი­გად, ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ ქარ­თველ­თა და ებ­რა­ელ­თა მე­გობ­რო­ბა კი­დევ უფრო გან­მტკიც­და II მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ორი­ვე ერის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უდი­დე­სი საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ. მი­ხე­ილ კე­დი­ას კი, ვინც გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ში, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს - "ქარ­თვე­ლი შინდლე­რი".

კე­დი­ას მე­უღ­ლეს­თან ელი­სა­ბედ (ვა­ლია) ფა­ჩუ­ლი­ას­თან, ორი შვი­ლი - ქა­ლიშ­ვი­ლი დიკა და ვაჟი ზუ­რა­ბი ჰყავ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მი­ხე­ილ კე­დია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დე­დის - ზე­ი­ნაბ კე­დი­ას ძმა იყო.

ნიკო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლი "ის­ტო­რი­ა­ნი"

ფო­ტო­ე­ბი: ზუ­რაბ კე­დი­ას არ­ქი­ვი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შინდლერი არა
10

შინდლერი არა კვათი...ჩვენებს ისე ხოცავდნენ ურტყამდნენ როგორც არაფერი,მოღალატეები იყვნენ და ასეც დასამარდნენ....ნაცარს ნუ შეაყრით ხალხს თვალებში...ან მანახეთ მომენტი ებრაელები რომ ქართველებს დაუდგნენ,თქვით რა,გამახსენეთ!!! გამოგვიყენეს კაცურად,მაგენმა ბეგინ და ბენგურიონს კიარა სტალინს უნდა დაუდგან ძეგლი რომ სახელმწიფო მისცა...ჩვენ კი ყველა სულში გვირტყამდა და გვირტყამს..ოღონდ მან კარგად ისუნთქოს...

კახელი....რაფიელი
0

ისრაელში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნებული ებრაელებიდან, მხოლოდ ქართველი ებრაელია, რომელიც თავის დედა სამშობლოს --- საქართველოს ადღეგრძელებს ხოლმე და მისი მონატრება აქვს, დანარჩენი ებრაელობა კი სუ წყევლა--კრულვით მოიხსენებენ ხოლმე თავიაანთ ყოფილ ,,სამშობლოებს,, ..

თვითონ ვარ იქ რამდენჯერმე ამას შესწრებული...

აქედან წასული ქართველი ებრაელი..---ქართველია!!!

ავტორი:

"ქართველი შინდლერი" - "გესტაპოს" თანამშრომელი, რომელმაც ათობით ებრაელი ნაცისტებისგან იხსნა

"ქართველი შინდლერი" - "გესტაპოს" თანამშრომელი, რომელმაც ათობით ებრაელი ნაცისტებისგან იხსნა

სტივენ სპილბერგის ფსიქოლოგიურმა დრამამ "შინდლერის სია", შვიდი "ოსკარი" დაიმსახურა. საქართველოში ბევრი რამ იციან ამ ფილმის შესახებ, ისიც იციან, რომ კინოშედევრი ცნობილი ავსტრალიელი მწერლის, თომას კენელის არანაკლებ გახმაურებული წიგნის, "შინდლერის კიდობნის" ეკრანიზაციაა.

სიუჟეტი ერთდროულად მძიმეცაა და გასაოცარიც - როგორ შეძლო ერთმა გერმანელმა მეწარმემ დაღუპვისგან ეხსნა 1200-მდე ებრაელი ჰოლოკოსტის დროს მეორე მსოფლიო ომის წლებში. მაგრამ ბევრმა როდი იცის, რომ თურმე ქართველებსაც გვყოლია "ჩვენი შინდლერი"...

ქართულ-ებრაული ურთიერთობის ისტორია სათავეს ათასწლეულთა სიღრმიდან იღებს. მასში გამორჩეული ადგილი უკავია II მსოფლიო ომის პერიოდს. როცა ემიგრაციაში გახიზნული ქართველობა თავადაც განსაცდელში იმყოფებოდა, მისმა არაერთმა წარმომადგენელმა თავდადებული მოქმედებით დაღუპვას გადაარჩინა არა მხოლოდ ქართველი ებრაელები, არამედ ისინიც, ვინც წარმოშობით საქართველოდან არ ყოფილან.

უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გერმანიის ტყვეთა ბანაკებში თავმოყრილ ათეულათასობით ქართველ სამხედრო ტყვეთა ფიზიკურად გადარჩენა, რაც გერმანიის სამსახურში მდგარმა ქართველმა ემიგრანტებმა ამ ქვეყნის მესვეურთა დახმარებით მოახერხეს. ემიგრანტთა შორის იყვნენ ისინიც, ვინც გერმანელთა ნდობით სარგებლობდნენ და პოლიტიკური გავლენითა და მაღალი ავტორიტეტით გამოირჩეოდნენ:

1. აღმოსავლეთის (ანუ "ვანზეეს") სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი მიხეილ ახმეტელი. გერმანიაში საქართველოს ელჩის, ვლადიმერ ახმეტელის ძმისწული. მეგობრობდა III რაიხის იდეოლოგ ალფრედ როზენბერგთან;

2. "ევროპის კონტინენტური კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, ფიზიკოსი და გეოპოლიტიკოსი, დოქტორი ალექსანდრე ნიკურაძე. მეგობრობდა როზენბერგსა და არნო შიკედანცთან, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება საქართველოს მომავალ გენერალ-გუბერნატორად ამზადებდა;

3. მდიდარი ქართველი ექიმი გიორგი მაღალაშვილი.

4. შალვა მაღლაკელიძე, თბილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორი. II მსოფლიო ომის დაწყებამდე დაინიშნა გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო მრჩევლად, ხოლო 1944 წლის მაისში მიენიჭა ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება. ახლო ურთიერთობა ჰქონდა "აბვერის" ხელმძღვანელ ადმირალ ფრიდრიხ ვილჰელმ კანარისთან.

გერმანელთა ნდობით ასევე სარგებლობდა "აბვერისა" და "გესტაპოს" თანამშრომელი მიხეილ კედია. მამამისი მექი კედია, დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ რაზმს ხელმძღვანელობდა. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მიხეილ კედიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "ქართველი შინდლერი".

1940 წლის შემოდგომაზე, ოკუპირებულ პარიზში გერმანიის მთავრობის საგანგებო წარმომადგენელმა გააუქმა პარიზში მოქმედი ქართული წარმომადგენლობა, ხოლო ოფისის მდივანი დააპატიმრა. აუცილებელი გახდა სასწრაფოდ გამოენახათ ისეთი ვინმე, ვინც გერმანიის ხელისუფლების წინაშე შეძლებდა ქართული ემიგრაციის ინტერესთა დაცვას.

ეს მისია ქართულმა ემიგრაციამ დააკისრა მიხეილ კედიას. იგი დიდხანს ცხოვრობდა გერმანიაში. მის უახლოეს მეგობართა შორის იყვნენ: გერმანიის ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირში, გრაფი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი.

როზენბერგის ხელმძღვანელობით მოქმედი აღმოსავლეთის სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გერჰარდ ფონ მენდე; SS-ის (SchutzStaffel - "დამცავი რაზმი", გასამხედროებული ორგანიზაცია ნაცისტური პარტიის შემადგენლობაში) კავკასიური დეპარტამენტის უფროსი ერიხ ენგელჰაუპტი. საგულისხმოა, რომ სამივე მათგანი დაკავშირებული იყო 1944 წელს ჰიტლერის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებასთან.

საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, ნაცისტებმა ამ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ებრაელებიც დააპატიმრეს. მათ შორის იყო დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ყოფილი მოადგილე იოსებ ელიგულაშვილი. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ქართული ეროვნული საგანძურის ევაკუაციისა საფრანგეთში. მისი მოხერხებულობის წყალობით, 1922 წელს საქართველოს დევნილმა მთავრობამ ხელსაყრელ ფასში შეიძინა პარიზთან ახლოს, ლევილში მდებარე მამული და ორსართულიანი სახლი.

1940 წელს, როდესაც საფრანგეთში შეჭრილ გერმანელ ოკუპანტთა შიშით, პარიზელთა ნაწილი ტოვებდა მშობლიურ ქალაქს, იოსებ ელიგულაშვილმა სოლიდური თანხა გაიღო, რათა ეშოვა ავტომანქანა საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას გადასარჩენად. ქართველ ემიგრანტთა ჩარევითა და მიხეილ კედიას მოხერხებულობის წყალობით, გერმანელებმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს იოსებ ელიგულაშვილი. ამის შემდეგ, იოსები მიხეილთან ერთად იბრძოდა ქართველ ებრაელთა გამოსახსნელად.

სამხედრო კომენდანტ დოქტორ შტენგერს გაეგზავნა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ებრაელთა მემორანდუმი. მასში გატარებულია ამგვარი აზრი: ...ქართველებსა და ებრაელებს საერთო აქვთ ენა, ცხოვრების წესი, ეროვნული წეს-ჩვეულებანი, რის გამოც ისინი არიან ქართველი პატრიოტები, ნაციონალისტები და ვერაფრით ვერ გაიზიარებენ ვერც კომუნისტთა ინტერნაციონალისა და ვერც სიონისტურ მისწრაფებებს.

ხსენებული მემორანდუმი ელიგულაშვილმა მეცნიერული არგუმენტებითაც შეამაგრა და აღნიშნა: 1. ქართველები არიან დოლიქოკეფალები (გრძელთავიანები), ებრაელები - ბრაქიკეფალები (მოკლეთავიანები). ვინაიდან ქართველი ებრაელებიც დოლიქოკეფალები არიან, ისინი ეთნიკურად არიან ქართველები და არა სემიტი ებრაელები; 2. ქართველი ებრაელები წარმოიშვნენ კავკასიაში გადასახლებულ ქალდეველთა იუდაიზაციის შედეგად; 3. თავის ქალის ფორმის გარდა, ქართველ ებრაელებს ქართველებთან აკავშირებთ: ცხვირის ინდექსი, ნიკაპის პროპორციები, საერთო ფიზიკური კონსტიტუცია.

ეს არგუმენტაცია დასაბუთებულად მიიჩნიეს ნაცისტმა მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც ამაში დაბეჯითებით არწმუნებდნენ ქართველი კოლეგებიც (ძირითადად მიხეილ კედია, გიორგი მაღალაშვილი და გივი გაბლიანი) და ნაცისტებმა გააუქმეს ქართველ ებრაელთა დეპორტაციის განკარგულება. ამის წყალობით, 70-მდე ქართველი ებრაელი სიკვდილს გამოჰგლიჯეს ხელიდან.

მიხეილ კედიას მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტებით სიკვდილს გადაარჩინეს არაქართული წარმოშობის ებრაელებიც.

იოსებ ელიგულაშვილის ღვაწლს ასე აფასებდა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის ყოფილი მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი: "ებრაელობა იოსებისგან მოელოდა შველას: მან მოახერხა ქართული ემიგრაციის ერთსულოვნად დაინტერესება ქართველი ებრაელების გადარჩენით და მათი საკითხი საქართველოს ისტორიას დაუკავშირა.

იოსების ამ ბრწყინვალე საქმეს ვერ დაივიწყებს ვერც ქართველი ებრაელობა და ვერც საქართველოს ისტორია, რადგან ამ საქმით აღდგა უცხოელების თვალში საქართველოს ისტორიული ტრადიცია - ყველა ერისა და სარწმუნოების პატივისცემისა და დაცვის. თვითონ ასე აფასებდა ამას და ამბობდა ხოლმე: "ბევრი, ბევრი ქართველი დაგვეხმარა ჩვენ ამ საქმეში, ამას ვერ დავივიწყებთ; მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის ქართველი დაგვეხმარა, რომელსაც საქართველოს ისტორია ეწოდებაო!.."

მიხეილ კედია (ცენტრში) მეუღლესთან ვალია ფაჩულიასთან და მეგობართან, კოტე კობახიძესთან ერთად

მიხეილ კედიას დაეკისრა კონტროლი ქართველი ებრაელებისათვის პირადობის მოწმობის გაცემაზე. ამისთვის შექმნა ქართველ ებრაელთა კომიტეტი, რომელსაც სათავეში იოსებ ელიგულაშვილი ჩაუყენა. სწორედ აღნიშნული კომიტეტისა და "ქართველი ემიგრანტების საქმეთა სამმართველოს" თანხმობის შემთხვევაში, გასცემდნენ "ეროვნების დამადასტურებელ მოწმობას". ამ გზით უამრავი ქართველი ებრაელი გადაურჩა რეპრესიებს.

საფრანგეთის განთავისუფლების შემდეგ, საფრანგეთის ებრაელობამ, მთავარი რაბინის მეთაურობით, სასამართლო პროცესზე ერთხმად დაუჭირა მხარი მიხეილ კედიას.

გერმანიის დამარცხების შემდეგ, მიხეილ კედია ჟენევაში გადასახლდა. 1946 წლის 3 მაისს ფიცის ქვეშ მისცა წერილობითი ჩვენება, რომელშიც ვკითხულობთ:

გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის განმავლობაში, მე შევძელი უამრავი ქართველი და სხვა ეროვნების ებრაელი მეხსნა ზოგიერთი გერმანელი ფუნქციონერის დასჯისაგან... ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ამის გაკეთება შევძელი მხოლოდ სამი ჯენტლმენის შემწეობით. ესენი არიან: გიორგი მაღალაშვილი, მიხეილ ალშიბაია და გივი გაბლიანი, რომლებსაც ამ საკითხზე ჩემნაირი შეხედულება ჰქონდათ და დახმარებაც გამიწიეს

1944 წლის 16 ოქტომბერს, პარიზის მთავარი რაბი იულიუს ვაისი მიხეილ კედიას სწერდა: "ბატონი ელიგულაშვილისაგან შევიტყვეთ იმ დიდი სამსახურის შესახებ, რაც გაგიწევიათ ებრაული აღმსარებლობის მქონე თქვენი თანამემამულეებისათვის, დიდსულოვანი დახმარებით რასისტული კანონისაგან მათი გადარჩენით. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მადლობა და დიდი პატივისცემა მათი კეთილდღეობის უანგაროდ დაცვისათვის".

პარიზში მოქმედი ებრაული კულტურის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტ ი. მოსერის მიერ 1944 წლის 18 ოქტომბერს მიხეილ კედიასადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: "...თქვენ არა მარტო გაილაშქრეთ თქვენი ებრაელი მოქალაქეების დასაცავად, არამედ უფრო მეტიც - წარმატებით შეძელით გეხსნათ მრავალი მეგობარი საკონცენტრაციო ბანაკებიდან. თავს მოვალედ მივიჩნევთ, გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ, გამოვხატოთ თქვენდამი უდიდესი მადლიერება".

"მოსეს რჯულის ქართველთა კავშირის" პრეზიდენტ იოსებ ელიგულაშვილის მიერ 1944 წლის 15 აგვისტოს მიხეილ კედიასადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: "...ჩვენ არ მოვტყუვდით რწმენაში, როცა თქვენში დავინახეთ ქართველი პატრიოტი, რომელიც ოკუპაციის დროს ჩვენს სიცოცხლესა და ინტერესებს დაიცავდა.

გმადლობთ მამაცობისა და იმ შეუპოვრობისათვის, რაც გამოიჩინეთ ანტიებრაული კანონმდებლობისაგან ებრაელთა გამოსახსნელად. ამას გარდა, ებრაელების შეპყრობისას დაუყოვნებლივ აკეთებდით ყველაფერს მათ გასათავისუფლებლად. თქვენს ასეთ ქცევას არ გავუკვირვებივართ იმიტომ, რომ ვიცით თქვენი ერის ღირსეული ტრადიციების შესახებ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მთელი გულით და გვინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი საქმეები ყოველთვის წარუშლელად დარჩება ჩვენი და ჩვენს თანამოძმე ებრაელთა მეხსიერებაში".

ამრიგად, ემიგრაციაში მყოფ ქართველთა და ებრაელთა მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდა II მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ორივე ერის წარმომადგენლები უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მიხეილ კედიას კი, ვინც გადამწყვეტი როლი შეასრულა მრავალი ქართველი ებრაელის სიცოცხლის გადარჩენაში, თამამად შეიძლება ეწოდოს - "ქართველი შინდლერი".

კედიას მეუღლესთან ელისაბედ (ვალია) ფაჩულიასთან, ორი შვილი - ქალიშვილი დიკა და ვაჟი ზურაბი ჰყავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ კედია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დედის - ზეინაბ კედიას ძმა იყო.

ნიკო ჯავახიშვილი, ჟურნალი "ისტორიანი"

ფოტოები: ზურაბ კედიას არქივიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა