პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაბულ ქვეყნებში არეულობა საზღვაო გადაზიდვებს აფერხებს
არაბულ ქვეყნებში არეულობა საზღვაო გადაზიდვებს აფერხებს

მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი გა­დამ­ზი­და­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია Maersk-ი სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერთ კომ­პა­ნი­ას უწევს სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბას.

ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შექ­მნი­ლი შიდა და­ძა­ბუ­ლო­ბის გამო, ეგ­ვიპ­ტე­ში შე­ფერ­ხდა სა­პორ­ტო ტერ­მი­ნა­ლის მუ­შა­ო­ბა და ამი­ტომ ტვირ­თე­ბი გვი­ან ჩა­მო­დის. თუმ­ცა კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­კო­ლოზ გო­გო­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად აცხა­დებს, რომ Maersk-ს ამ დრო­ის­თვის შე­ფერ­ხე­ბა აღარ აქვს და სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს.

ლე­ვან ფან­ჯი­კი­ძე (ერთ-ერთი იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ის ლო­ჯის­ტი­კის მე­ნე­ჯე­რი): - კომ­პა­ნია Maersk-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მო­სა­ლოდ­ნე­ლი დაგ­ვი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი არც კი გა­უფრ­თხი­ლე­ბია. ჩვენ უნდა გვცოდ­ნო­და, რომ ტვირთს ფო­თის პორ­ტში აგ­ვი­ან­დე­ბო­და და თა­და­რიგს და­ვი­ჭერ­დით, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ კომ­პა­ნი­ას ვი­პო­ვი­დით და სა­ქო­ნელს თუნ­დაც სახ­მე­ლე­თო გზით შე­მო­ვი­ტან­დით... ერთ თვე­ზე მე­ტია ამ ტვირთს ვე­ლო­დე­ბით, არა­და, რო­გორც კი ეგ­ვიპ­ტე­ში რე­ვო­ლუ­ცია და­ი­წყო, მივ­ხვდით, რომ პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­მნე­ბო­და. თუმ­ცა ვფიქ­რობ­დით, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია შე­ფერ­ხე­ბას არ შეგ­ვიქ­მნი­და და გე­მებს სხვა პორ­ტში შე­იყ­ვან­და.

ამ დროს კი ეგ­ვიპ­ტის პორ­ტი და­ი­კე­ტა, უფრო სწო­რად, Maersk-ის გე­მე­ბის ნა­წი­ლი სა­ი­დის პორ­ტში შე­მო­ვი­და, და­ნარ­ჩე­ნი კი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩერ­დნენ. ახლა გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ამ გე­მე­ბი ეს­პა­ნეთ­ში გა­დაგ­ზავ­ნა, სა­ი­და­ნაც ისი­ნი ევ­რო­პა­ში უნდა შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გვაწ­ვდი­ან, რო­დის შე­მო­ვა ჩვე­ნი ტრა­ი­ლე­რი ფო­თის პორ­ტში... გა­სა­გე­ბია, რომ Maersk-ი ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ჩვენც გა­მო­უ­ვა­ლი ვი­თა­რე­ბა გვაქვს. უკ­მა­ყო­ფი­ლო­ბას გა­მოთ­ქვა­მენ ის სა­წარ­მო­ე­ბი, ვის­თვი­საც ნედ­ლე­უ­ლი უნდა მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა და სავ­სე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც. საქ­მეს არ­თუ­ლებს ისიც, რომ მა­რა­გიც ცოტა გვაქვს.

- შე­ფერ­ხე­ბე­ბი ად­რეც ყო­ფი­ლა?

- ეს კომ­პა­ნია ადრე ხა­რის­ხი­ან სერ­ვის­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ბოლო დროს მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, - პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ურ­ბი­ან და თავს იმარ­თლე­ბენ, ფორ­სმა­ჟო­რი შეგ­ვექ­მნაო, კლი­ენ­ტე­ბის ზა­რალ­ზე კი არ ფიქ­რო­ბენ... შარ­შან ზა­ფხულ­ში ერთ-ერთ გემ­ზე, სა­დაც ჩვე­ნი სა­ქო­ნე­ლი იყო, ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. მარ­თა­ლია, ტვირ­თი და­ზი­ა­ნე­ბას გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ გემი ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნი­დან მა­ლა­ი­ზი­ის პორ­ტში მი­აბ­რუ­ნეს, სა­დაც სა­ქო­ნე­ლი სხვა გემ­ზე გა­დატ­ვირ­თეს. სა­ბო­ლო­ოდ, ტვირ­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­ვი­და. თან ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს გა­უფრ­თხი­ლებ­ლად გა­კეთ­და... კომ­პენ­სა­ცი­ის ან ბო­დი­შის ნაც­ვლად კომ­პა­ნი­ამ ე.წ. "ევე­რიჯ ბონ­დი"- გა­და­სა­ხა­დი ტვირ­თვის გა­დარ­ჩე­ნის­თვის - გა­მოგ­ვი­წე­რა და ტვირ­თის მთლი­ა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბის 10%-ის გა­დახ­და დაგ­ვა­კის­რა, რაც მთლი­ა­ნო­ბა­ში 10 ათას დო­ლარს შე­ად­გენ­და.

თინა ადა­მია (კომ­პა­ნია "კავ­კას­ტრან­სექპ­რე­სის"მე­ნე­ჯე­რი): "Maersk-ი ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია არ არის, რო­მე­ლიც ტვირ­თე­ბის შე­მო­ტა­ნას აგ­ვი­ა­ნებს. ყვე­ლა სა­ზღვაო კომ­პა­ნია ასე იქ­ცე­ვა და მათ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც უწე­რი­ათ, რომ ტვირ­თი შე­საძ­ლოა და­ნიშ­ნულ ად­გი­ლას ზუს­ტად გან­სა­ზღვრულ ვა­დებ­ში ვერ ჩა­მო­ი­ტა­ნონ. ანუ არც ერთი მათ­გა­ნი არ იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს სის­ტე­მა­ტუ­რი არ არის, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა. ჩვენ არა მხო­ლოდ ერთ, არა­მედ ყვე­ლა სა­ზღვაო კომ­პა­ნი­ას­თან გვექ­მნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი. უბ­რა­ლოდ ახლა გაგ­ვი­მარ­თლა და ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ის­თვის მცი­რე ტვირ­თი გვქონ­და შეკ­ვე­თი­ლი...

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, კლი­ენ­ტებ­თან პრობ­ლე­მე­ბი გვექ­მნე­ბა. გვი­რე­კა­ვენ და გვე­ჩხუ­ბე­ბი­ან, რომ საქ­მეს ვუ­ფუ­ჭებთ. ვცდი­ლობთ ახ­სნას, მაგ­რამ კლი­ენტს მი­ზე­ზი არა­სო­დეს აინ­ტე­რე­სებს. თან­ხას იმი­ტომ იხ­დის, რომ ტვირ­თი შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლად მი­ე­წო­დოს... როცა კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ვუ­კავ­შირ­დე­ბით, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სა­იტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­და, არა­ფე­რი იცი­ან. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით გვაც­ნო­ბეს, რომ ამ კომ­პა­ნი­ის გე­მე­ბი ფოთ­ში 14 და 18 მარტს შე­მო­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა, ზა­რა­ლის კომ­პენ­სა­ცი­ას, ეს მხო­ლოდ მა­შინ ხდე­ბა, როცა ტერ­მი­ნა­ლი­დან ტვირ­თი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჩა­მო­დის~.

როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტვირ­თე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნია Maersk-ის ფო­თის სა­ა­გენ­ტოს მე­ნე­ჯერ ნი­კო­ლოზ გო­გოლს და­ვუ­კავ­შირ­დით, მან გა­ო­ცე­ბა გა­მოთ­ქვა.

ნი­კო­ლოზ გო­გო­ლი: - ეგ­ვიპ­ტე­ში მომ­ხდა­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გამო კომ­პა­ნი­ას მარ­თლაც შე­ექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ მა­შინ­ვე გა­მოს­წორ­და და ბოლო ტვირ­თი ფოთ­ში 6 მარტს შე­მო­ვი­და.

- რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, ეგ­ვიპ­ტე­ში შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო რამ­დე­ნი­მე გემი ეს­პა­ნეთ­ში შე­ვი­და.

- ეგ­ვიპ­ტე­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო შე­ფერ­ხე­ბე­ბი გვქონ­და, ტერ­მი­ნა­ლე­ბი არ მუ­შა­ობ­დნენ, მაგ­რამ ამით ჩვე­ნი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლან, ვი­ნა­ი­დან მა­შინ­ვე გა­მოს­წორ­და და ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ გვაქვს... ნამ­დვი­ლად არ ვიცი, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ კომ­პა­ნი­ებს შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი ტვირ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო. ამის­თვის სა­ჭი­როა, ზუს­ტად ვი­ცო­დე მათი კონ­ტე­ი­ნე­რის ნო­მე­რი და მი­ზეზ­საც გა­ვარ­კვევთ.

ლალი პა­პას­კი­რი

"ეკო­პა­ლიტ­რა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

არაბულ ქვეყნებში არეულობა საზღვაო გადაზიდვებს აფერხებს

არაბულ ქვეყნებში არეულობა საზღვაო გადაზიდვებს აფერხებს

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი საერთაშორისო კომპანია Maersk-ი საქართველოში არაერთ კომპანიას უწევს სატრანსპორტო მომსახურებას.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი შიდა დაძაბულობის გამო, ეგვიპტეში შეფერხდა საპორტო ტერმინალის მუშაობა და ამიტომ ტვირთები გვიან ჩამოდის. თუმცა კომპანიის მენეჯერი საქართველოში ნიკოლოზ გოგოლი კატეგორიულად აცხადებს, რომ Maersk-ს ამ დროისთვის შეფერხება აღარ აქვს და სრული დატვირთვით მუშაობს.

ლევან ფანჯიკიძე (ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანიის ლოჯისტიკის მენეჯერი): - კომპანია Maersk-ის ხელმძღვანელობას მოსალოდნელი დაგვიანების შესახებ პარტნიორი კომპანიები არც კი გაუფრთხილებია. ჩვენ უნდა გვცოდნოდა, რომ ტვირთს ფოთის პორტში აგვიანდებოდა და თადარიგს დავიჭერდით, ალტერნატიულ კომპანიას ვიპოვიდით და საქონელს თუნდაც სახმელეთო გზით შემოვიტანდით... ერთ თვეზე მეტია ამ ტვირთს ველოდებით, არადა, როგორც კი ეგვიპტეში რევოლუცია დაიწყო, მივხვდით, რომ პრობლემა შეგვექმნებოდა. თუმცა ვფიქრობდით, რომ საერთაშორისო კომპანია შეფერხებას არ შეგვიქმნიდა და გემებს სხვა პორტში შეიყვანდა.

ამ დროს კი ეგვიპტის პორტი დაიკეტა, უფრო სწორად, Maersk-ის გემების ნაწილი საიდის პორტში შემოვიდა, დანარჩენი კი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდნენ. ახლა გვეუბნებიან, რომ საერთაშორისო კომპანიამ გემები ესპანეთში გადაგზავნა, საიდანაც ისინი ევროპაში უნდა შემოსულიყვნენ, თუმცა ზუსტ ინფორმაციას ვერ გვაწვდიან, როდის შემოვა ჩვენი ტრაილერი ფოთის პორტში... გასაგებია, რომ Maersk-ი ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენც გამოუვალი ვითარება გვაქვს. უკმაყოფილობას გამოთქვამენ ის საწარმოები, ვისთვისაც ნედლეული უნდა მიგვეწოდებინა და სავსებით სამართლიანადაც. საქმეს ართულებს ისიც, რომ მარაგიც ცოტა გვაქვს.

- შეფერხებები ადრეც ყოფილა?

- ეს კომპანია ადრე ხარისხიან სერვისთან ასოცირდებოდა, მაგრამ ბოლო დროს მათი დამოკიდებულება შეიცვალა, - პასუხისმგებლობას გაურბიან და თავს იმართლებენ, ფორსმაჟორი შეგვექმნაო, კლიენტების ზარალზე კი არ ფიქრობენ... შარშან ზაფხულში ერთ-ერთ გემზე, სადაც ჩვენი საქონელი იყო, ხანძარი გაჩნდა. მართალია, ტვირთი დაზიანებას გადაურჩა, მაგრამ გემი ინდოეთის ოკეანიდან მალაიზიის პორტში მიაბრუნეს, სადაც საქონელი სხვა გემზე გადატვირთეს. საბოლოოდ, ტვირთი საქართველოში ერთი თვის დაგვიანებით შემოვიდა. თან ეს ყველაფერი ჩვენს გაუფრთხილებლად გაკეთდა... კომპენსაციის ან ბოდიშის ნაცვლად კომპანიამ ე.წ. "ევერიჯ ბონდი"- გადასახადი ტვირთვის გადარჩენისთვის - გამოგვიწერა და ტვირთის მთლიანი ღირებულების 10%-ის გადახდა დაგვაკისრა, რაც მთლიანობაში 10 ათას დოლარს შეადგენდა.

თინა ადამია (კომპანია "კავკასტრანსექპრესის"მენეჯერი): "Maersk-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ტვირთების შემოტანას აგვიანებს. ყველა საზღვაო კომპანია ასე იქცევა და მათ ხელშეკრულების პირობებშიც უწერიათ, რომ ტვირთი შესაძლოა დანიშნულ ადგილას ზუსტად განსაზღვრულ ვადებში ვერ ჩამოიტანონ. ანუ არც ერთი მათგანი არ იძლევა გარანტიას... საბედნიეროდ, ეს სისტემატური არ არის, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. ჩვენ არა მხოლოდ ერთ, არამედ ყველა საზღვაო კომპანიასთან გვექმნება პრობლემები. უბრალოდ ახლა გაგვიმართლა და ამ საერთაშორისო კომპანიისთვის მცირე ტვირთი გვქონდა შეკვეთილი...

ყველაფრის მიუხედავად, კლიენტებთან პრობლემები გვექმნება. გვირეკავენ და გვეჩხუბებიან, რომ საქმეს ვუფუჭებთ. ვცდილობთ ახსნას, მაგრამ კლიენტს მიზეზი არასოდეს აინტერესებს. თანხას იმიტომ იხდის, რომ ტვირთი შეუფერხებელად მიეწოდოს... როცა კომპანიის ხელმძღვანელობას ვუკავშირდებით, გვეუბნებიან, რომ საიტზე მითითებული ინფორმაციის გარდა, არაფერი იციან. ბოლო ინფორმაციით გვაცნობეს, რომ ამ კომპანიის გემები ფოთში 14 და 18 მარტს შემოვა. რაც შეეხება, ზარალის კომპენსაციას, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ტერმინალიდან ტვირთი დაზიანებული ჩამოდის~.

როცა საქართველოში ტვირთების დაგვიანებასთან დაკავშირებით კომპანია Maersk-ის ფოთის სააგენტოს მენეჯერ ნიკოლოზ გოგოლს დავუკავშირდით, მან გაოცება გამოთქვა.

ნიკოლოზ გოგოლი: - ეგვიპტეში მომხდარი რევოლუციის გამო კომპანიას მართლაც შეექმნა პრობლემები, მაგრამ მაშინვე გამოსწორდა და ბოლო ტვირთი ფოთში 6 მარტს შემოვიდა.

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეგვიპტეში შექმნილი პრობლემების გამო რამდენიმე გემი ესპანეთში შევიდა.

- ეგვიპტეში შექმნილი პოლიტიკური პრობლემების გამო შეფერხებები გვქონდა, ტერმინალები არ მუშაობდნენ, მაგრამ ამით ჩვენი პარტნიორი კომპანიები არ დაზარალებულან, ვინაიდან მაშინვე გამოსწორდა და ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება არ გვაქვს... ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტულად რომელ კომპანიებს შეექმნათ პრობლემები ტვირთის დაგვიანების გამო. ამისთვის საჭიროა, ზუსტად ვიცოდე მათი კონტეინერის ნომერი და მიზეზსაც გავარკვევთ.

ლალი პაპასკირი

"ეკოპალიტრა"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ