Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოქალაქეებს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დარეგისტრირება მოუწევთ
მოქალაქეებს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დარეგისტრირება მოუწევთ

სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის სა­ა­გენ­ტო მო­ქა­ლა­ქე­ებს ფაქ­ტობ­რივ სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­საძ­ლოა, იუ­რი­დი­უ­ლი მი­სა­მარ­თი­დან მო­იხ­სნან, რაც პი­რა­დო­ბის მოწ­მო­მე­ბის გა­უქ­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

რო­გორც დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი გაბ­რი­ე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იცო­დეს, რა მი­სა­მარ­თზე იმ­ყო­ფე­ბა მისი მო­ქა­ლა­ქე და სად მო­ძებ­ნოს.

მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ექვს თვე­ზე მე­ტია, ახალ მი­სა­მარ­თზე ცხოვ­რობს, ვალ­დე­ბუ­ლია, ამ მი­სა­მარ­თზე და­რე­გის­ტრირ­დეს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მისი სა­კუთ­რე­ბაა თუ არა.

"მე­სა­კუთ­რე­ებს ხში­რად ეში­ნი­ათ ნა­თე­სა­ვის­თვის ან მე­გობ­რის­თვის ნე­ბარ­თვის მი­ცე­მა, რომ ბი­ნა­ში და­რე­გის­ტრირ­დეს, ვი­ნა­ი­დან ჰგო­ნი­ათ, რომ ეს ქო­ნებ­რივ უფ­ლე­ბებს წარ­მო­შობს. ქო­ნებ­რივ უფ­ლე­ბებს არ წარ­მო­შობს მი­სა­მარ­თზე რე­გის­ტრა­ცია. ასე რომ, თუ სად­მე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვინ­მე ცხოვ­რობს, ეს მე­სა­კუთ­რე­ებს პრობ­ლე­მას სა­კუთ­რე­ბა­ზე არ შე­უქ­მნის. მე­სა­კუთ­რეს არ ეკის­რე­ბა პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, კა­ნო­ნით ვინ­მე და­ა­რე­გის­ტრი­როს, მაგ­რამ ეს ნიშ­ნავს, რომ გა­და­სა­ხადს არი­დებს თავს. ადა­მი­ა­ნი თუ ცხოვ­რობს, წყალს მო­იხ­მარს, შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­სა­ხა­დი უნდა გა­და­ი­ხა­დოს. რე­გის­ტრა­ცია ნიშ­ნავს, უბ­რა­ლოდ, მი­სა­მარ­თის და­ფიქ­სი­რე­ბას და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­დე­გი, რაც ამას უკავ­შირ­დე­ბა, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბია",-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გაბ­რი­ე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს ახალ ფაქ­ტობ­რივ მი­სა­მარ­თზე გა­დას­ვლის­თა­ნა­ვე შე­უძ­ლი­ათ და­რე­გის­ტრი­რე­ბა; მთა­ვა­რია, მე­სა­კუთ­რის თან­ხმო­ბა არ­სე­ბობ­დეს. ახალ მის­მარ­თზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის შემ­დეგ ახა­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის აღე­ბა უფა­სოა.

"სა­ხელ­მწი­ფოს უნდა ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, სად ცხოვ­რობთ. ელე­მენ­ტა­რუ­ლად სა­გა­და­სა­ხა­დო­დან უნდა მო­გი­ვი­დეთ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, არ­ჩევ­ნებ­ზე, სა­სა­მარ­თლო­ზე. სად მოგ­ძებ­ნით, სად გე­კონ­ტაქ­ტოთ, სად გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ წე­რი­ლი. ლე­გი­ტი­მუ­რია მო­თხოვ­ნა, რომ სა­დაც ცხოვ­რობ, შე­იძ­ლე­ბა, შენი სა­კუთ­რე­ბა არ არის, მაგ­რამ იქ გა­ი­ა­რე რე­გის­ტრა­ცია და სა­კუთ­რე­ბა­ში არა­ვინ შე­გე­ცი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გაბ­რი­ე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რე­გის­ტრა­ცი­ის წე­სის შე­სა­ხებ სი­ახ­ლე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით უკვე მოქ­მე­დებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მოქალაქეებს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დარეგისტრირება მოუწევთ

მოქალაქეებს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დარეგისტრირება მოუწევთ

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები შესაძლოა, იურიდიული მისამართიდან მოიხსნან, რაც პირადობის მოწმომების გაუქმებას გამოიწვევს.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი გაბრიელაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა მისამართზე იმყოფება მისი მოქალაქე და სად მოძებნოს.

მოქალაქე, რომელიც ექვს თვეზე მეტია, ახალ მისამართზე ცხოვრობს, ვალდებულია, ამ მისამართზე დარეგისტრირდეს, იმის მიუხედავად, საცხოვრებელი მისი საკუთრებაა თუ არა.

"მესაკუთრეებს ხშირად ეშინიათ ნათესავისთვის ან მეგობრისთვის ნებართვის მიცემა, რომ ბინაში დარეგისტრირდეს, ვინაიდან ჰგონიათ, რომ ეს ქონებრივ უფლებებს წარმოშობს. ქონებრივ უფლებებს არ წარმოშობს მისამართზე რეგისტრაცია. ასე რომ, თუ სადმე ნაქირავებ ბინაში ვინმე ცხოვრობს, ეს მესაკუთრეებს პრობლემას საკუთრებაზე არ შეუქმნის. მესაკუთრეს არ ეკისრება პირდაპირი ვალდებულება, კანონით ვინმე დაარეგისტრიროს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ გადასახადს არიდებს თავს. ადამიანი თუ ცხოვრობს, წყალს მოიხმარს, შესაბამისად, გადასახადი უნდა გადაიხადოს. რეგისტრაცია ნიშნავს, უბრალოდ, მისამართის დაფიქსირებას და მატერიალური შედეგი, რაც ამას უკავშირდება, კომუნალური გადასახადებია",-განაცხადა გიორგი გაბრიელაშვილმა.

მისივე განმარტებით, მოქალაქეებს ახალ ფაქტობრივ მისამართზე გადასვლისთანავე შეუძლიათ დარეგისტრირება; მთავარია, მესაკუთრის თანხმობა არსებობდეს. ახალ მისმართზე დარეგისტრირების შემდეგ ახალი პირადობის მოწმობის აღება უფასოა.

"სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, სად ცხოვრობთ. ელემენტარულად საგადასახადოდან უნდა მოგივიდეთ შეტყობინება, არჩევნებზე, სასამართლოზე. სად მოგძებნით, სად გეკონტაქტოთ, სად გამოგიგზავნოთ წერილი. ლეგიტიმურია მოთხოვნა, რომ სადაც ცხოვრობ, შეიძლება, შენი საკუთრება არ არის, მაგრამ იქ გაიარე რეგისტრაცია და საკუთრებაში არავინ შეგეცილება", - განაცხადა გაბრიელაშვილმა.

მისივე განმარტებით, რეგისტრაციის წესის შესახებ სიახლე იუსტიციის მინისტრის ბრძანებით უკვე მოქმედებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"