პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო კანონმდებლობის თაობაზე რამდენიმე წინადადება წარმოადგინა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო კანონმდებლობის თაობაზე რამდენიმე წინადადება წარმოადგინა

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა წარ­მო­ად­გი­ნა. წი­ნა­და­დე­ბე­ბი დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, პავ­ლე კუ­ბალ­შვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მმარ­თვე­ლი გუნ­დი მზად არის, სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მის სა­ხით გა­ა­კე­თოს თბი­ლის­ში ბი­ო­მეტ­რუ­ლი სი­ე­ბი, თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თან­ხას დო­ნო­რე­ბი გა­მო­ყო­ფენ.

გარ­და ამი­სა, კუბ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი მზად არის, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში აღად­გი­ნოს ნორ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, აქვს თუ არა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა, შე­ეძ­ლოს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

კი­დევ ერთი წი­ნა­და­დე­ბა, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის წევ­რებს წა­რუდ­გენს, არის ის, რომ არა­გან­ზრახ და­ნა­შა­უ­ლის­თვის მსჯავ­რდე­ბულ პი­რებს, რომ­ლებ­საც სამ წლამ­დე სას­ჯე­ლი აქვთ მის­ჯი­ლი, ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭოთ.

"ამომ­რჩე­ველ­თა სი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ე­ბის შე­ფა­სე­ბით დახ­ვე­წი­ლია და ხარ­ვე­ზე­ბი თით­ქმის გა­მო­რი­ცხუ­ლია. თუმ­ცა, ჩვენ მზად ვართ, სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მის სა­ხით, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით, გა­ვა­კე­თოთ ბი­ო­მეტ­რუ­ლი სი­ე­ბი, თუ თან­ხას დო­ნო­რე­ბი გა­მო­ყო­ფენ. ასე­ვე, მზად ვართ, გა­ვაგ­რძე­ლოთ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან წი­ნა­და­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც", - გა­ნა­ცხა­და კუბ­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს წი­ნა­და­დე­ბე­ბი ხელს შე­უ­წყობს სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დახ­ვე­წას.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" კი­დევ აქვს სხვა წი­ნა­დე­ბე­ბი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის, თუმ­ცა, რო­გორც კუბ­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ეს წი­ნა­და­დე­ბე­ბი უშუ­ა­ლოდ ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა­ზე, ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში დღეს და­სა­ხელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო კანონმდებლობის თაობაზე რამდენიმე წინადადება წარმოადგინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო კანონმდებლობის თაობაზე რამდენიმე წინადადება წარმოადგინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში რამდენიმე წინადადება წარმოადგინა. წინადადებები დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბალშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდი მზად არის, საპილოტე პროგრამის სახით გააკეთოს თბილისში ბიომეტრული სიები, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ თანხას დონორები გამოყოფენ.

გარდა ამისა, კუბლაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, საარჩევნო კანონმდებლობაში აღადგინოს ნორმა, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელ კანდიდატს, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა რომელიმე პარტიული კუთვნილება, შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობა.

კიდევ ერთი წინადადება, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის წევრებს წარუდგენს, არის ის, რომ არაგანზრახ დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც სამ წლამდე სასჯელი აქვთ მისჯილი, ხმის მიცემის უფლება მიენიჭოთ.

"ამომრჩეველთა სიები საერთაშორისო მისიების შეფასებით დახვეწილია და ხარვეზები თითქმის გამორიცხულია. თუმცა, ჩვენ მზად ვართ, საპილოტე პროგრამის სახით, თბილისის მასშტაბით, გავაკეთოთ ბიომეტრული სიები, თუ თანხას დონორები გამოყოფენ. ასევე, მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსულტაციები სხვა მნიშვნელოვან წინადადებებთან დაკავშირებითაც", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, ეს წინადადებები ხელს შეუწყობს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას.

"ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ აქვს სხვა წინადებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებისათვის, თუმცა, როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, ეს წინადადებები უშუალოდ ჯგუფის შეხვედრაზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს დასახელდება.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე