ნიუ-იორკში ლაიზა მინელის დაბადების დღის აღსანიშნავად ოფიციალურად ემზადებიან. 12 მარტს მინელის 65 წელი შეუსრულდება. ამ დღეს ბროდვეიზე აღნიშნავენ.
12 მარტი ვარსკვლავის პატივსაცემად ბროდვეის დღედ გამოცხადდება.
ტურისტულმა კომპანია "Gray Line New York"-მა მინელის საჩუქარი გაუკეთა. ტაიმ-სკვერზე მომღერალმა და მსახიობმა წითელი ლენტი გაჭრა, სადაც მას ორსართულიანი ავტობუსი დაახვედრეს, რომელზეც მისი პორტრეტი იყო გამოსახული.
მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.