პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზბეგში, გია ხაიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პირი, რომელიც ჩრდ. ოსეთიდან ჩამოიყვანეს, გაათავისუფლეს - "ფიდოს უთქვამს, ვიდრე სიმართლე არ გაირკვეოდა, შეგვეშინდა, ამიტომ გავედით საზღვარზეო"
ყაზბეგში, გია ხაიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პირი, რომელიც ჩრდ. ოსეთიდან ჩამოიყვანეს, გაათავისუფლეს - "ფიდოს უთქვამს, ვიდრე სიმართლე არ გაირკვეოდა, შეგვეშინდა, ამიტომ გავედით საზღვარზეო"
  • ფო­ტო­ზე: გია ხა­ი­კაშ­ვი­ლი

20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი (ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი) და­ა­კა­ვეს. ნიკა ქუ­შაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე პირს - პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც Ambebi.ge-ს ყაზ­ბე­გი­დან აც­ნო­ბეს, 27 აპ­რილს ვლა­დი­კავ­კაზ­ში გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კი­დევ ერთი პირი - ფიდო ეფხოშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მო­იყ­ვა­ნეს და და­კი­თხვის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ფიდო ეფხოშ­ვი­ლიც ყაზ­ბე­გის მკვიდ­რი და გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის მე­ზო­ბე­ლია.

  • ambebi.ge-ს ად­გი­ლობ­რი­ვი წყა­რო უყ­ვე­ბა:

"სამ­ნი, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას მა­შინ მი­სუ­ლან, როცა პო­ლი­ცი­აც და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბაც უკვე საქ­მის კურ­სში იყო. ალ­ბათ ამის გამო არ და­ა­კა­ვეს ფიდო. პო­ლი­ცი­ა­ში და სას­წრა­ფო­შიც გვე­ლე­თის მკვიდრმა და­რე­კა - მძი­მედ დაჭ­რი­ლი გია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მკვლე­ლებ­მა მის ავ­ტო­მან­ქა­ნას სა­ბუ­რა­ვე­ბი და­უჭ­რეს, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ახლო მო­სახ­ლემ­დე გა­ჭირ­ვე­ბით მი­სუ­ლა და უამ­ბია, რაც მოხ­და. სხვა­თა შო­რის, მო­მაკ­ვდავ გიას სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მკვლე­ლე­ბად ის ორი პირი და­უ­სა­ხე­ლე­ბია, ვინც ახლა და­კა­ვე­ბუ­ლია - ნიკა და პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვი­ლე­ბი. და­ნარ­ჩე­ნი სამი თურ­მე ცალ­კე ქე­ი­ფობ­და - გი­ორ­გი ქუ­შაშ­ვი­ლი (მკვლე­ლის ძმა), ფიდო ეფხოშ­ვი­ლი და არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლი. ნი­კას და­უ­რე­კავს ძმის­თვის (გი­ორ­გის­თვის, რო­მე­ლიც გია ხა­ი­კაშ­ვილ­თან მე­გობ­რობ­და ), ასე­თი ამ­ბა­ვი მოხ­და, გიას ყელი გა­მოვ­ჭე­რი და იქვე და­ვაგ­დეო - პა­ა­ტა და ნიკა გაქ­ცე­უ­ლან... ეს სამ­ნი ასუ­ლან გვე­ლეთ­ში და რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ნამ სას­წრა­ფო მი­ვი­დო­და, გია ამათ წა­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კამდე. ამის მერე სა­მი­ვე­ნი ძა­უგს (ორ­ჯო­ნი­კი­ძე) გა­და­ვიდ­ნენ. კად­რებ­ში ჩანს, ისი­ნი რო­გორ იბა­ნენ სის­ხლი­ან ხე­ლებს, ამი­ტომ ეგო­ნათ, ამა­თაც ხელი ჰქონ­დათ გას­ვრი­ლი მკვლე­ლო­ბა­ში. ფი­დოს უთ­ქვამს, სამი გვა­რი და­სა­ხელ­და, სა­ნამ სი­მარ­თლე არ გა­ირ­კვე­ო­და, შეგ­ვე­შინ­და, ამი­ტომ გა­ვე­დით სა­ზღვარ­ზეო. ახლა ყაზ­ბეგს ხმა გავ­რცელ­და, თით­ქოს ეფხოშ­ვი­ლი ისევ და­ა­კა­ვეს. ზო­გა­დად, ბევ­რი ჭორი ვრცელ­დე­ბა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ნი­კას ძმა - გი­ორ­გი ქუ­შაშ­ვი­ლიც გად­მო­ვი­და ვლა­დი­კავ­კა­ზი­დან, და­კი­თხეს, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე არაა და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ უფ­ლე­ბა არ აქვთ, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვონ, ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო არ გა­ი­მარ­თე­ბა. ესე­ნი არი­ან ვე­ლუ­რე­ბი, რამ­დე­ნი კაცი ჰყავთ დაჭ­რი­ლი... ყაზ­ბეგ­ში გიას ყვე­ლა ისე გლო­ვობს, რო­გორც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რს, რო­გორ უნდა შერ­ჩეთ ეს ავ­კა­ცო­ბა?!...“

  • ვცა­დეთ ეს ამ­ბა­ვი შსს-ში გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა, თუმ­ცა უწყე­ბა­ში კო­მენ­ტა­რის­გან ამ ეტაპ­ზე თა­ვის შე­ი­კა­ვეს

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ყაზბეგში, გია ხაიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პირი, რომელიც ჩრდ. ოსეთიდან ჩამოიყვანეს, გაათავისუფლეს - "ფიდოს უთქვამს, ვიდრე სიმართლე არ გაირკვეოდა, შეგვეშინდა, ამიტომ გავედით საზღვარზეო"

ყაზბეგში, გია ხაიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პირი, რომელიც ჩრდ. ოსეთიდან ჩამოიყვანეს, გაათავისუფლეს - "ფიდოს უთქვამს, ვიდრე სიმართლე არ გაირკვეოდა, შეგვეშინდა, ამიტომ გავედით საზღვარზეო"
  • ფოტოზე: გია ხაიკაშვილი

20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული (ბიძაშვილები) დააკავეს. ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც Ambebi.ge-ს ყაზბეგიდან აცნობეს, 27 აპრილს ვლადიკავკაზში გია ხაიკაშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი - ფიდო ეფხოშვილი დააკავეს, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ფიდო ეფხოშვილიც ყაზბეგის მკვიდრი და გია ხაიკაშვილის მეზობელია.

  • ambebi.ge-ს ადგილობრივი წყარო უყვება:

"სამნი, რომლებმაც საქართველოს ტერიტორია დატოვეს, შემთხვევის ადგილას მაშინ მისულან, როცა პოლიციაც და სასწრაფო დახმარებაც უკვე საქმის კურსში იყო. ალბათ ამის გამო არ დააკავეს ფიდო. პოლიციაში და სასწრაფოშიც გველეთის მკვიდრმა დარეკა - მძიმედ დაჭრილი გია, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელებმა მის ავტომანქანას საბურავები დაუჭრეს, შემთხვევის ადგილიდან ახლო მოსახლემდე გაჭირვებით მისულა და უამბია, რაც მოხდა. სხვათა შორის, მომაკვდავ გიას საავადმყოფოშიც მკვლელებად ის ორი პირი დაუსახელებია, ვინც ახლა დაკავებულია - ნიკა და პაატა ქუშაშვილები. დანარჩენი სამი თურმე ცალკე ქეიფობდა - გიორგი ქუშაშვილი (მკვლელის ძმა), ფიდო ეფხოშვილი და არჩილ გომიაშვილი. ნიკას დაურეკავს ძმისთვის (გიორგისთვის, რომელიც გია ხაიკაშვილთან მეგობრობდა ), ასეთი ამბავი მოხდა, გიას ყელი გამოვჭერი და იქვე დავაგდეო - პაატა და ნიკა გაქცეულან... ეს სამნი ასულან გველეთში და როგორც ამბობენ, სანამ სასწრაფო მივიდოდა, გია ამათ წაიყვანეს კლინიკამდე. ამის მერე სამივენი ძაუგს (ორჯონიკიძე) გადავიდნენ. კადრებში ჩანს, ისინი როგორ იბანენ სისხლიან ხელებს, ამიტომ ეგონათ, ამათაც ხელი ჰქონდათ გასვრილი მკვლელობაში. ფიდოს უთქვამს, სამი გვარი დასახელდა, სანამ სიმართლე არ გაირკვეოდა, შეგვეშინდა, ამიტომ გავედით საზღვარზეო. ახლა ყაზბეგს ხმა გავრცელდა, თითქოს ეფხოშვილი ისევ დააკავეს. ზოგადად, ბევრი ჭორი ვრცელდება. იმასაც ამბობენ, რომ ნიკას ძმა - გიორგი ქუშაშვილიც გადმოვიდა ვლადიკავკაზიდან, დაკითხეს, მაგრამ ამ ეტაპზე არაა დაკავებული, მაგრამ უფლება არ აქვთ, საქართველოს ტერიტორია დატოვონ, ვიდრე სასამართლო არ გაიმართება. ესენი არიან ველურები, რამდენი კაცი ჰყავთ დაჭრილი... ყაზბეგში გიას ყველა ისე გლოვობს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს, როგორ უნდა შერჩეთ ეს ავკაცობა?!...“

  • ვცადეთ ეს ამბავი შსს-ში გადაგვემოწმებინა, თუმცა უწყებაში კომენტარისგან ამ ეტაპზე თავის შეიკავეს

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"