საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს - რას წერს Bloomberg?
უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს - რას წერს Bloomberg?

შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნამ აშშ-თან იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას ხელი დღეს მო­ა­წე­როს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა Bloomberg-ი ანო­ნი­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • გა­მო­ცე­მის წყა­როს ცნო­ბით, მხა­რე­ე­ბი იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის სა­ბო­ლოო პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის ერ­თობ­ლი­ვი ფონ­დის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს, უკვე შე­თან­ხმდნენ და მზად არი­ან, რომ შე­თან­ხმე­ბას ხელი დღეს­ვე, 30 აპ­რილს მო­ა­წე­რონ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, იუ­ლია სვი­რი­დენ­კო შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­სა­წე­რად ვა­შინგტონ­ში გა­ემ­გზავ­რა.

Bloomberg-ი დო­კუ­მენ­ტის პრო­ექ­ტის გაც­ნო­ბის შე­დე­გად წერს, რომ "მხა­რე­ე­ბი უკ­რა­ი­ნის სამ­თო მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, ენერ­გე­ტი­კა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ექ­ტებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გა­საზ­რდე­ლად შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას შე­ეც­დე­ბი­ან“.

"შე­თან­ხმე­ბა აძ­ლი­ე­რებს მხა­რე­ებს შო­რის სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას უკ­რა­ი­ნის გრძელ­ვა­დი­ა­ნი რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის­თვის, რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი მა­სი­უ­რი ნგრე­ვის სა­პა­სუ­ხოდ“, - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტის პრო­ექ­ტში.

შე­გახ­სე­ნებთ, 17 აპ­რილს აშშ-მა და უკ­რა­ი­ნამ ხელი მო­ა­წე­რეს მე­მო­რან­დუმს, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის გან­ზრახ­ვას ადას­ტუ­რებს.

ავტორი:

უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს - რას წერს Bloomberg?

უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს - რას წერს Bloomberg?

შესაძლოა, უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს მოაწეროს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • გამოცემის წყაროს ცნობით, მხარეები იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტზე, რომელიც უკრაინაში საინვესტიციო პროექტების მართვის ერთობლივი ფონდის შექმნას ითვალისწინებს, უკვე შეთანხმდნენ და მზად არიან, რომ შეთანხმებას ხელი დღესვე, 30 აპრილს მოაწერონ.

მისი თქმით, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ვაშინგტონში გაემგზავრა.

Bloomberg-ი დოკუმენტის პროექტის გაცნობის შედეგად წერს, რომ "მხარეები უკრაინის სამთო მრეწველობაში, ენერგეტიკასა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ პროექტებში ინვესტიციების გასაზრდელად შესაბამისი პირობების შექმნას შეეცდებიან“.

"შეთანხმება აძლიერებს მხარეებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად გამოწვეული მასიური ნგრევის საპასუხოდ“, - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

შეგახსენებთ, 17 აპრილს აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის განზრახვას ადასტურებს.