პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოელისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა ქვეყანაში შემოშვების გარეშე, სახელმწიფო საზღვარზე მოხდება - რას გულისხმობს უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება
უცხოელისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა ქვეყანაში შემოშვების გარეშე, სახელმწიფო საზღვარზე მოხდება - რას გულისხმობს უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება

უცხო­ელ მიგ­რან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მი ინერ­გე­ბა, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, უცხო­ე­ლის­თვის თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა მისი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოშ­ვე­ბის გა­რე­შე - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე მოხ­დე­ბა.

შს სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გან­ცხა­დე­ბა სა­ზღვრის პრო­ცე­დუ­რით ერთ-ერთ შემ­დეგ შემ­თხვე­ვა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა: - თუ არ­სე­ბობს გან­ცხა­დე­ბის და­უშ­ვებ­ლად ცნო­ბის ან დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვის სა­ფუძ­ვლე­ბი; თუ პირი წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის; თუ პირი გა­ძე­ვე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის საფრ­თხის შექ­მნის გამო.

გან­ცხა­დე­ბის სა­ზღვარ­ზე გან­ხილ­ვის და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ვადა 28 კა­ლენ­და­რულ დღეს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.

  • რო­გორც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის სამი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, უცხო­ე­ლის ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა გან­თავ­სე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მნის მიზ­ნით, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა სა­სა­ზღვრო გამ­ტარ პუნ­ქტებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცე­ე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა.

„გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მა უკ­რა­ი­ნის ომის შემ­დეგ შე­იქ­მნა. რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ მო­ექ­ცა, მათ შო­რის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი იყო. და­ი­წყო ცი­ხე­ე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პირ­და­პირ ლარ­სის სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტზე მო­ვიდ­ნენ. მათ მხო­ლოდ ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტი ჰქონ­დათ. რუ­სე­თი მათ უკან არ იბ­რუ­ნებ­და და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში დარ­ჩნენ.

უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ჰქონ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში მათი შე­მოშ­ვე­ბა გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყო.

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­გან თავ­შე­სა­ფარს ითხოვ­დნენ და ჩვენ არა­ნა­ი­რი მე­ქა­ნიზ­მი არ გაგ­ვაჩ­ნდა. თუ უკან დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, ომში ჩარ­თვა მო­უ­წევ­დათ.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია, მო­ი­თხოვს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი თავ­შე­საფ­რის ეფექ­ტუ­რი სის­ტე­მით უზ­რუნ­ველ­ვყოთ. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს ამ პი­რე­ბის ქვე­ყა­ნა­ში შე­მოშ­ვე­ბა მო­უ­წია. რა თქმა უნდა, და­წეს­და კონ­ტრო­ლი მათ გა­და­ად­გი­ლე­ბა­სა და ასე შემ­დეგ. ეს მხო­ლოდ ქურ­დო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი არ იყ­ვნენ - მათ საკ­მა­ოდ რთუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჰქონ­დათ ჩა­დე­ნი­ლი.

მა­შინ ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და­ვუს­ვით კი­თხვა, თუ რა უნდა გვექ­ნა და ასეთ დროს რა იყო გა­მო­სა­ვა­ლი. მათი მხრი­დან იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ ქვეყ­ნებს აქვს პრაქ­ტი­კა სა­ზღვარ­ზე სა­კი­თხის გან­ხილ­ვის ისე, რომ პირი ქვე­ყა­ნა­ში არ და­უშ­ვას, თუმ­ცა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს პი­რო­ბე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ.

უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და უცხო­ელ მიგ­რან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად სა­ე­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კა მკაცრ­დე­ბა, დღეს პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტებ­მა ერ­თობ­ლივ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა და მხა­რი და­უ­ჭი­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

უცხოელისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა ქვეყანაში შემოშვების გარეშე, სახელმწიფო საზღვარზე მოხდება - რას გულისხმობს უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება

უცხოელისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა ქვეყანაში შემოშვების გარეშე, სახელმწიფო საზღვარზე მოხდება - რას გულისხმობს უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება

უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში ახალი მექანიზმი ინერგება, რომლის ამოქმედების შედეგად, რიგ შემთხვევებში, უცხოელისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე - საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოხდება.

შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის გათვალისწინებით, განცხადება საზღვრის პროცედურით ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში განიხილება: - თუ არსებობს განცხადების დაუშვებლად ცნობის ან დაჩქარებული წესით განხილვის საფუძვლები; თუ პირი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის; თუ პირი გაძევებული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო.

განცხადების საზღვარზე განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა 28 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

  • როგორც შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირთა განთავსებისა და სათანადო პირობების შექმნის მიზნით, საჭირო იქნება სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე შესაბამისი სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა.

„განსაკუთრებით პრობლემა უკრაინის ომის შემდეგ შეიქმნა. როდესაც უკრაინის გარკვეული ტერიტორიები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა, მათ შორის პენიტენციური დაწესებულებები იყო. დაიწყო ციხეებიდან გარკვეული რაოდენობის პატიმრების გათავისუფლება. ეს ადამიანები პირდაპირ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოვიდნენ. მათ მხოლოდ ციხიდან გათავისუფლების დოკუმენტი ჰქონდათ. რუსეთი მათ უკან არ იბრუნებდა და ეს ადამიანები ნეიტრალურ ზონაში დარჩნენ.

უსაფრთხოების სამსახურს გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდა, რომ ქვეყანაში მათი შემოშვება გარკვეული საფრთხის შემცველი იყო.

ეს ადამიანები საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდნენ და ჩვენ არანაირი მექანიზმი არ გაგვაჩნდა. თუ უკან დაბრუნდებოდნენ, ომში ჩართვა მოუწევდათ.

საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მოითხოვს, რომ ადამიანები თავშესაფრის ეფექტური სისტემით უზრუნველვყოთ. ამიტომ საქართველოს ამ პირების ქვეყანაში შემოშვება მოუწია. რა თქმა უნდა, დაწესდა კონტროლი მათ გადაადგილებასა და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ ქურდობისთვის ნასამართლევი პირები არ იყვნენ - მათ საკმაოდ რთული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი.

მაშინ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს დავუსვით კითხვა, თუ რა უნდა გვექნა და ასეთ დროს რა იყო გამოსავალი. მათი მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ქვეყნებს აქვს პრაქტიკა საზღვარზე საკითხის განხილვის ისე, რომ პირი ქვეყანაში არ დაუშვას, თუმცა უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირობებით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საემიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება, დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.