მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვედეთში ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანი მოკლეს - სისხლიანი თავდასხმისთვის დაკავებული თინეიჯერია
შვედეთში ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანი მოკლეს - სისხლიანი თავდასხმისთვის დაკავებული თინეიჯერია

შვე­დეთ­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით 3 ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლის შემ­დეგ ქვეყ­ნის პო­ლი­ცი­ამ თი­ნე­ი­ჯე­რი და­ა­კა­ვა. და­ნა­შა­უ­ლი ქა­ლაქ უფ­სა­ლა­ში მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში სრო­ლის შემ­დეგ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ,სკუ­ტე­რით გა­იქ­ცა, რა­საც მისი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ძებ­ნა მოჰ­ყვა.

მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მისი და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე, პო­ლი­ცი­ამ ოთხშა­ბათს და­ა­დას­ტუ­რა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნია.

რო­გორც შვე­დე­თის პო­ლი­ცი­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­მი­ვე მსხვერ­პლი 15-დან 20 წლამ­დე ასა­კი­საა, თუმ­ცა რე­გი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა, ერიკ ოკერ­ლუნ­დმა აღ­ნიშ­ნა, რომ მათი ვი­ნა­ო­ბა ჯერ ბო­ლომ­დე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

შვე­დუ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, რომ პო­ლი­ცია იძი­ებს სამ­მა­გი მკვლე­ლო­ბის ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულ­თან კავ­შირს. რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­და­ლა­ქო­ში მოკ­ლულ­თა­გან ერთ-ერთი, პო­ლი­ცი­ის­თვის უკვე ცნო­ბი­ლი პირი იყო.

მსხვერ­პლი, ჩარ­თუ­ლი იყო პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და ერთ-ერთი კრი­მი­ნა­ლუ­რი ბან­დის ლი­დე­რის, ის­მა­ილ აბ­დოს ნა­თე­სავ­ზე და­გეგ­მილ თავ­დას­ხმას. თუმ­ცა, ამ პი­რის­თვის ბრა­ლი არა­სო­დეს წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

აბდო, მეტ­სა­ხე­ლად, "იორდგუ­ბე­ნი", ანუ "მარ­წყვი", კარ­გად ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფის ლი­დე­რია.

შვე­დეთ­ში ბან­დი­ტუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ახა­ლი, მძი­მე ეტა­პი 2023 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც აბ­დოს დედა სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლეს.

ქვე­ყა­ნა­ში, ბოლო წლებ­ში მო­ზარ­დთა ბან­დი­ტუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ტალ­ღა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და.

შვე­დე­თის მთავ­რო­ბამ ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, 15 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის მი­მარ­თაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბი, რათა ამ პრობ­ლე­მას უფრო ეფექ­ტი­ა­ნად გა­უმკლავ­დეს.

ოთხშა­ბათს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, გუ­ნარ სტრო­მერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ასე­თი მოს­მე­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად პო­ლი­ცი­ას კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ დას­ჭირ­დე­ბა.

წყა­რო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

შვედეთში ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანი მოკლეს - სისხლიანი თავდასხმისთვის დაკავებული თინეიჯერია

შვედეთში ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანი მოკლეს - სისხლიანი თავდასხმისთვის დაკავებული თინეიჯერია

შვედეთში, ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანის მოკვლის შემდეგ ქვეყნის პოლიციამ თინეიჯერი დააკავა. დანაშაული ქალაქ უფსალაში მოხდა.

არსებული ცნობების თანახმად, ქალაქის ცენტრში მდებარე სილამაზის სალონში სროლის შემდეგ ეჭვმიტანილი ,სკუტერით გაიქცა, რასაც მისი ფართომასშტაბიანი ძებნა მოჰყვა.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია მისი დაკავების თაობაზე, პოლიციამ ოთხშაბათს დაადასტურა, რომ დაკავებული არასრულწლოვანია.

როგორც შვედეთის პოლიციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამივე მსხვერპლი 15-დან 20 წლამდე ასაკისაა, თუმცა რეგიონის პოლიციის უფროსმა, ერიკ ოკერლუნდმა აღნიშნა, რომ მათი ვინაობა ჯერ ბოლომდე დადასტურებული არ არის.

შვედური მედია იუწყება, რომ პოლიცია იძიებს სამმაგი მკვლელობის ჯგუფურ დანაშაულთან კავშირს. როგორც ირკვევა, სადალაქოში მოკლულთაგან ერთ-ერთი, პოლიციისთვის უკვე ცნობილი პირი იყო.

მსხვერპლი, ჩართული იყო პოლიციის გამოძიებაში, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთი კრიმინალური ბანდის ლიდერის, ისმაილ აბდოს ნათესავზე დაგეგმილ თავდასხმას. თუმცა, ამ პირისთვის ბრალი არასოდეს წაუყენებიათ.

აბდო, მეტსახელად, "იორდგუბენი", ანუ "მარწყვი", კარგად ცნობილი კრიმინალური ჯგუფის ლიდერია.

შვედეთში ბანდიტური დაპირისპირებების ახალი, მძიმე ეტაპი 2023 წელს დაიწყო, როდესაც აბდოს დედა საკუთარ სახლში მოკლეს.

ქვეყანაში, ბოლო წლებში მოზარდთა ბანდიტური დანაშაულის ტალღა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

შვედეთის მთავრობამ ახალი საკანონმდებლო წინადადება წარმოადგინა, რომელიც პოლიციას საშუალებას მისცემს, 15 წლამდე ასაკის ბავშვების მიმართაც განახორციელოს ფარული მოსმენები, რათა ამ პრობლემას უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს.

ოთხშაბათს იუსტიციის მინისტრმა, გუნარ სტრომერმა განაცხადა, რომ ასეთი მოსმენების ჩასატარებლად პოლიციას კონკრეტული მტკიცებულებები არ დასჭირდება.

წყარო