პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა - ვეკითხებოდი, რა გინდათ მეთქი...“ - რა გაიხსენა ირაკლი გედენიძემ “ფოტოგრაფების საქმეზე“
“იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა - ვეკითხებოდი, რა გინდათ მეთქი...“ - რა გაიხსენა ირაკლი გედენიძემ  “ფოტოგრაფების საქმეზე“

პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, სა­დაც „ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე“ გა­ნი­ხი­ლე­ბა, ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ­მა ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძემ ისა­უბ­რა და სა­საფ­ლა­ო­ზე მისი ცე­მის ფაქ­ტი გა­იხ­სე­ნა.

მისი თქმით, გა­თხრილ საფ­ლავ­თან მუხ­ლებ­ზე და­აგ­დეს, და­უ­წყეს ცემა და ია­რა­ღი და­ა­დეს.

„იყო ახა­ლი გა­თხრი­ლი საფ­ლა­ვი ჯი­ქი­ას სა­საფ­ლა­ო­ზე. მი­წა­ზე და­მაგ­დეს. ბორ­კი­ლე­ბი მაქვს ისევ და­დე­ბუ­ლი, მუხ­ლებ­ზე ვაგ­დი­ვარ და ავ­ხე­დე და უკვე ყვე­ლას შავი ნი­ღა­ბი უკე­თია. და­მი­წყეს ცემა, რომ „ვის­თან გაქვს კავ­ში­რი“ და მირ­ტყამ­დნენ ყვე­ლა მხრი­დან. თავი მაქვს ჩა­ღუ­ნუ­ლი, ვერც ხე­ლებს ვი­ფა­რებ და ვი­ცავ იდაყ­ვე­ბით, რომ სა­სი­ცო­ცხლო ორ­გა­ნო­ე­ბი და­ვიც­ვა. მერე გა­დავ­ვარ­დი გვერ­დზე და და­მი­წყეს მუხ­ლის ქვე­ვით ფე­ხით დარ­ტყმა. მერე ვი­ღა­ცამ კე­ფა­ში ჩა­მარ­ტყა.

ვე­კი­თხე­ბო­დი, რა გინ­დათ, მი­თხა­რით და გე­ტყვით­ქო. ვინც მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა თქვაო, ამო­ი­ღო ია­რა­ღი, გა­და­ტე­ნა და ეგ­რე­ვე და­მა­დო. რას აკე­თებ, არ გა­გი­ვარ­დეს-მეთ­ქი, სად ვმუ­შა­ობ ხომ იცი მეთ­ქი და აღარ მუ­შა­ობ უკ­ვეო და ია­რა­ღი­ა­ნი ხელი გა­მარ­ტყა სა­ხე­ში. კარ­გი, წა­მო­დი­თო, იქ მი­ვიყ­ვა­ნო­თო და ამ­წი­ეს და ჩამ­დეს მან­ქა­ნა­ში და წა­მიყ­ვა­ნეს „მო­დულ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

“იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა - ვეკითხებოდი, რა გინდათ მეთქი...“ - რა გაიხსენა ირაკლი გედენიძემ “ფოტოგრაფების საქმეზე“

“იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა - ვეკითხებოდი, რა გინდათ მეთქი...“ - რა გაიხსენა ირაკლი გედენიძემ  “ფოტოგრაფების საქმეზე“

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ ისაუბრა და სასაფლაოზე მისი ცემის ფაქტი გაიხსენა.

მისი თქმით, გათხრილ საფლავთან მუხლებზე დააგდეს, დაუწყეს ცემა და იარაღი დაადეს.

„იყო ახალი გათხრილი საფლავი ჯიქიას სასაფლაოზე. მიწაზე დამაგდეს. ბორკილები მაქვს ისევ დადებული, მუხლებზე ვაგდივარ და ავხედე და უკვე ყველას შავი ნიღაბი უკეთია. დამიწყეს ცემა, რომ „ვისთან გაქვს კავშირი“ და მირტყამდნენ ყველა მხრიდან. თავი მაქვს ჩაღუნული, ვერც ხელებს ვიფარებ და ვიცავ იდაყვებით, რომ სასიცოცხლო ორგანოები დავიცვა. მერე გადავვარდი გვერდზე და დამიწყეს მუხლის ქვევით ფეხით დარტყმა. მერე ვიღაცამ კეფაში ჩამარტყა.

ვეკითხებოდი, რა გინდათ, მითხარით და გეტყვითქო. ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო. რას აკეთებ, არ გაგივარდეს-მეთქი, სად ვმუშაობ ხომ იცი მეთქი და აღარ მუშაობ უკვეო და იარაღიანი ხელი გამარტყა სახეში. კარგი, წამოდითო, იქ მივიყვანოთო და ამწიეს და ჩამდეს მანქანაში და წამიყვანეს „მოდულში“, - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.