სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია“ - ალექსანდრე დარახველიძე
“უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია“ - ალექსანდრე დარახველიძე

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 20 ათა­სი­დან 25 ათა­სამ­დე არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტი იმ­ყო­ფე­ბა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ზუს­ტი ციფ­რის დად­გე­ნა ჭირს, რად­გან ერ­თი­ა­ნი აღ­რი­ცხვის სის­ტე­მა არ არ­სე­ბობს.

უცხო­ელ მიგ­რან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და­რახვე­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის სამი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა, სა­დაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შს სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი წა­რად­გი­ნა.

„მათ [მიგ­რან­ტებს] სხვა­დას­ხვა უწყე­ბა აღ­რი­ცხავს. ადა­მი­ა­ნე­ბის და­და­რე­ბა რომ მოხ­დეს, მათ სა­ხელ­სა და გვარ­ში ერთი ასოც რომ შე­იც­ვა­ლოს, ეს გა­ო­რე­ბას იწ­ვევს - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზო­გი­ერთ უცხო­ელს ხუთ-ექვს სი­ტყვი­ა­ნი სა­ხე­ლი და გვა­რი აქვს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უხე­ში დათ­ვლე­ბით, ამ წუ­თას ქვე­ყა­ნა­ში 20 ათა­სი­დან 25 ათა­სამ­დე არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტია - შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც იყოს. ამას ემა­ტე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თავ­შე­საფ­რის სის­ტე­მა­ში არი­ან, ვი­საც ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბა და ვიზა აქვს“, - გა­ნა­ცხა­და და­რახვე­ლი­ძემ.

უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და უცხო­ელ მიგ­რან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი დღეს ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტებ­მა ერ­თობ­ლივ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა და მხა­რი და­უ­ჭი­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

“უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია“ - ალექსანდრე დარახველიძე

“უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია“ - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, ამ დროის მდგომარეობით, საქართველოში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება.

მისივე განცხადებით, ზუსტი ციფრის დადგენა ჭირს, რადგან ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს.

უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე დარახველიძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ამ მიმართულებით შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.

„მათ [მიგრანტებს] სხვადასხვა უწყება აღრიცხავს. ადამიანების დადარება რომ მოხდეს, მათ სახელსა და გვარში ერთი ასოც რომ შეიცვალოს, ეს გაორებას იწვევს - მოგეხსენებათ, ზოგიერთ უცხოელს ხუთ-ექვს სიტყვიანი სახელი და გვარი აქვს. ჩვენი ინფორმაციით, უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია - შეიძლება მეტიც იყოს. ამას ემატება ადამიანები, რომლებიც თავშესაფრის სისტემაში არიან, ვისაც ბინადრობის მოწმობა და ვიზა აქვს“, - განაცხადა დარახველიძემ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.