პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმები დიდი ხანი ვერ ადგენდნენ რა სჭირდა..." - გიორგი იშვიათ და მძიმე დაავადებას ებრძვის: მას ამ ბრძოლაში საზოგადოების დახმარება სჭირდება
"ექიმები დიდი ხანი ვერ ადგენდნენ რა სჭირდა..." - გიორგი იშვიათ და მძიმე დაავადებას ებრძვის: მას ამ ბრძოლაში საზოგადოების დახმარება სჭირდება

14 წლის გი­ორ­გი ავა­გუ­მაშ­ვილს, იშ­ვი­ა­თი და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა - ქრო­ნი­კუ­ლი გრა­ნუ­ლო­მა­ტო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბა 7 წლის ასაკ­ში და­უდ­გინ­და. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის დრო­საც ორ­გა­ნიზ­მი სო­კო­ვან და ბაქ­ტე­რი­ულ ინ­ფექ­ცი­ებ­თან ბრძო­ლას ვე­ღარ ახერ­ხებს, მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მძი­მედ აი­სა­ხა.

ბოლო ორი თვეა, გი­ორ­გი ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით ჯერ თბი­ლის­ში ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის შემ­დეგ, ოჯახ­მა ბავ­შვი თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. გი­ორ­გი ამ­ჟა­მად სტამ­ბო­ლის კლი­ნი­კა "მე­მო­რი­ალ­ში“ გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას.

გი­ორ­გის დე­დას, ელე­ნე შავ­თა­ვა­ლა­ძეს სტამ­ბოლ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით. ბავ­შვი ახლა მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის, მაგ­რამ ოჯახს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ 14 წლის ბიჭი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი დაბ­რუნ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში

- ელე­ნე, რო­დის და­უდ­გინ­და გი­ორ­გის პირ­ვე­ლა­დი თან­და­ყო­ლი­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტი - ქრო­ნი­კუ­ლი გრა­ნუ­ლო­მა­ტო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბა? რა სიმპტო­მე­ბი გა­მოვ­ლინ­და თავ­და­პირ­ვე­ლად?

- 7 წლის იყო, რო­დე­საც გი­ორ­გის ეს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. იქამ­დე ჰქონ­და ხში­რი ავა­დო­ბა. და­უდ­გე­ნე­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, ექი­მე­ბი დიდი ხანი ვერ ად­გენ­დნენ რა სჭირ­და. ხან ფილ­ტვზე ჰქონ­და პრობ­ლე­მა, ხან თირკმელ­ზე. დი­აგ­ნო­ზის დას­მის შემ­დეგ, მდგო­მა­რე­ო­ბას ვმარ­თავ­დით და 14 წლამ­დე კარ­გად იყო.

- ახლა რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც გან­მე­ო­რე­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო?

- ორი თვის წინ გახ­და ცუ­დად, რო­დე­საც ღვიძ­ლში აბსცე­სი და­ი­წყო. ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში იწვა გიო, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პა­რა­ლე­ლუ­რად პრო­ცე­სი ფილ­ტვზე წა­ვი­და. და­ე­წყო გარ­თუ­ლე­ბა და რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით დად­გინ­და სა­ვა­რა­უ­დოდ სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცია. რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს, სო­კოს ფარ­თო სპექტრის პრე­პა­რა­ტი, რი­თაც ბავ­შვს მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბო­და, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით თურ­ქეთ­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა. ამ­ჟა­მად ვიმ­ყო­ფე­ბით სტამ­ბო­ლისკლი­ნი­კა­ში, სა­დაც ბავ­შვს ან­ტი­ფუნ­გა­ლუ­რი და ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა.

- რას ნიშ­ნავს ქრო­ნი­კუ­ლი გრა­ნუ­ლო­მა­ტო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბა მარ­ტი­ვი ენით რომ ავუხ­სნათ მკი­თხველს? - რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ეს და­ა­ვა­დე­ბა გი­ორ­გის ორ­გა­ნიზ­მზე?

- ამ დროს ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი ვერ ებ­რძვის სო­კო­ვან და ბაქ­ტე­რი­ულ ინ­ფექ­ცი­ებს და ეს ცუ­დად აი­სა­ხე­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. სტა­ფი­ლო­კო­კი, რო­მე­ლიც ვე­რა­გი ბაქ­ტე­რი­აა, შე­იძ­ლე­ბა შე­იჭ­რას მის ორ­გა­ნიზ­მში, ვერ გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყოს და რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნო­ში ჩა­ბუდ­დეს, რო­გორც გიოს შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და. ღვიძ­ლის აბსცე­სიც მა­გის შე­დე­გია.

- რო­გორ უმკლავ­დე­ბა გი­ორ­გი ამ რთულ პე­რი­ოდს? რო­გო­რია მისი გან­წყო­ბა?

- მის გან­წყო­ბა ბავ­შვო­ბი­დან და­დე­ბი­თი იყო, ყვე­ლა პრობ­ლე­მას ვაჟ­კა­ცუ­რად ხვდე­ბო­და. ახ­ლაც იცის, რომ მაგ­რად უნდა იდ­გეს, იმი­ტომ რომ წინ ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი. მშობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი ყვე­ლა გვერ­დში ვუდ­გა­ვართ. გარ­და­ტე­ხის ასა­კი აქვს და ცუდი პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა.

- რა არის ყვე­ლა­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა ამ ეტაპ­ზე? რა სა­ხის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა გჭირ­დე­ბათ?

- -ამ ეტაპ­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბაა, სტამ­ბოლ­ში მე­მო­რი­ა­ლის კლი­ნი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე ინ­ფექ­ცი­ის­გან სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ჭი­რო თან­ხა, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 60 ათა­სი დო­ლა­რი ჯდე­ბა. შემ­დე­გი ეტა­პია ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა. აქამ­დე ახ­ლო­ბე­ლი ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბით მო­ვე­დით, თან­ხა მხო­ლოდ ერთი კვი­რა გვე­ყო და უკვე იწუ­რე­ბა.

გი­ორ­გის დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა, გთხოვთ, ჩა­რი­ცხოთ თან­ხა მი­თი­თე­ბულ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

GE14BG0000000525255073 (მიმ­ღე­ბი გვან­ცა შავ­თვა­ლა­ძე, ბავ­შვის დე­ი­და)

GE95TB7907245061600020 (მიმ­ღე­ბი გვან­ცა შავ­თვა­ლა­ძე, ბავ­შვის დე­ი­და)

Paypal - Gvantsa Shavtvaladze

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ექიმები დიდი ხანი ვერ ადგენდნენ რა სჭირდა..." - გიორგი იშვიათ და მძიმე დაავადებას ებრძვის: მას ამ ბრძოლაში საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ექიმები დიდი ხანი ვერ ადგენდნენ რა სჭირდა..." - გიორგი იშვიათ და მძიმე დაავადებას ებრძვის: მას ამ ბრძოლაში საზოგადოების დახმარება სჭირდება

14 წლის გიორგი ავაგუმაშვილს, იშვიათი და მძიმე დაავადება - ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება 7 წლის ასაკში დაუდგინდა. ეს მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლას ვეღარ ახერხებს, მის ჯანმრთელობაზე მძიმედ აისახა.

ბოლო ორი თვეა, გიორგი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით ჯერ თბილისში ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ოჯახმა ბავშვი თურქეთში გადაიყვანა. გიორგი ამჟამად სტამბოლის კლინიკა "მემორიალში“ გადის მკურნალობას.

გიორგის დედას, ელენე შავთავალაძეს სტამბოლში დავუკავშირდით. ბავშვი ახლა მკურნალობას გადის, მაგრამ ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება, რომ 14 წლის ბიჭი გამოჯანმრთელებული დაბრუნდეს საქართველოში

- ელენე, როდის დაუდგინდა გიორგის პირველადი თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი - ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება? რა სიმპტომები გამოვლინდა თავდაპირველად?

- 7 წლის იყო, როდესაც გიორგის ეს დიაგნოზი დაუსვეს. იქამდე ჰქონდა ხშირი ავადობა. დაუდგენელი პათოლოგიები, ექიმები დიდი ხანი ვერ ადგენდნენ რა სჭირდა. ხან ფილტვზე ჰქონდა პრობლემა, ხან თირკმელზე. დიაგნოზის დასმის შემდეგ, მდგომარეობას ვმართავდით და 14 წლამდე კარგად იყო.

- ახლა რამდენი ხანია, რაც განმეორებით ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო?

- ორი თვის წინ გახდა ცუდად, როდესაც ღვიძლში აბსცესი დაიწყო. ნიუ ჰოსპიტალში იწვა გიო, მაგრამ მკურნალობის დასრულების შემდეგ, პარალელურად პროცესი ფილტვზე წავიდა. დაეწყო გართულება და რენტგენოლოგიური კვლევით დადგინდა სავარაუდოდ სოკოვანი ინფექცია. რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, სოკოს ფართო სპექტრის პრეპარატი, რითაც ბავშვს მკურნალობა ჩაუტარდებოდა, იძულებულები გავხდით თურქეთში გადაგვეყვანა. ამჟამად ვიმყოფებით სტამბოლისკლინიკაში, სადაც ბავშვს ანტიფუნგალური და ანტიბაქტერიული მკურნალობა უტარდება.

- რას ნიშნავს ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება მარტივი ენით რომ ავუხსნათ მკითხველს? - რა გავლენას ახდენს ეს დაავადება გიორგის ორგანიზმზე?

- ამ დროს ბავშვის ორგანიზმი ვერ ებრძვის სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციებს და ეს ცუდად აისახება მის ჯანმრთელობაზე. სტაფილოკოკი, რომელიც ვერაგი ბაქტერიაა, შეიძლება შეიჭრას მის ორგანიზმში, ვერ გააუვნებელყოს და რომელიმე ორგანოში ჩაბუდდეს, როგორც გიოს შემთხვევაში მოხდა. ღვიძლის აბსცესიც მაგის შედეგია.

- როგორ უმკლავდება გიორგი ამ რთულ პერიოდს? როგორია მისი განწყობა?

- მის განწყობა ბავშვობიდან დადებითი იყო, ყველა პრობლემას ვაჟკაცურად ხვდებოდა. ახლაც იცის, რომ მაგრად უნდა იდგეს, იმიტომ რომ წინ ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი. მშობლები, ახლობლები ყველა გვერდში ვუდგავართ. გარდატეხის ასაკი აქვს და ცუდი პერიოდი დაემთხვა.

- რა არის ყველაზე გადაუდებელი საჭიროება ამ ეტაპზე? რა სახის ფინანსური დახმარება გჭირდებათ?

- -ამ ეტაპზე გადაუდებელი საჭიროებაა, სტამბოლში მემორიალის კლინიკაში მიმდინარე ინფექციისგან სამკურნალოდ საჭირო თანხა, რაც დაახლოებით 60 ათასი დოლარი ჯდება. შემდეგი ეტაპია ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. აქამდე ახლობელი ოჯახის დახმარებით მოვედით, თანხა მხოლოდ ერთი კვირა გვეყო და უკვე იწურება.

გიორგის დახმარების მსურველებმა, გთხოვთ, ჩარიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

GE14BG0000000525255073 (მიმღები გვანცა შავთვალაძე, ბავშვის დეიდა)

GE95TB7907245061600020 (მიმღები გვანცა შავთვალაძე, ბავშვის დეიდა)

Paypal - Gvantsa Shavtvaladze