მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Starlink-ის კონკურენტი - "ამაზონმა" Kuiper -ის ინტერნეტ თანამგზავრები წარმატებით გაუშვა: რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ
Starlink-ის კონკურენტი - "ამაზონმა"  Kuiper -ის ინტერნეტ თანამგზავრები წარმატებით გაუშვა: რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

Amazon-მა ინ­ტერ­ნეტ თა­ნამ­გზავ­რე­ბის, Kuiper -ის პირ­ვე­ლი პარ­ტია კოს­მოს­ში წარ­მა­ტე­ბით გა­უშ­ვა.

  • თა­ნამ­გზავ­რე­ბი კა­ნა­ვე­რა­ლის კოს­მო­სუ­რი ძა­ლე­ბის სად­გუ­რი­დან 29 აპ­რილს, სა­ღა­მოს 7 სა­ა­თის შემ­დეგ კოს­მო­სუ­რი რა­კე­ტით გა­უშ­ვეს - მას­ზე Kuiper-ის 27 თა­ნამ­გზავ­რი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ თა­ნამ­გზავ­რე­ბი რა­კე­ტის­გან გან­ცალ­კევ­დე­ბი­ან დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი­დან 450 კმ-ის სი­მაღ­ლე­ზე.

"ინ­ტერ­ნეტ­თან და­კავ­ში­რე­ბა­ში ახა­ლი ერა და­ი­წყე­ბა", - თქვა ინ­ჟი­ნერ­მა კა­ლებ ვა­ის­მა.

  • ცნო­ბის­თვის, Kuiper არის ილონ მას­კის Starlink-ის კონ­კუ­რენ­ტი პრო­ექ­ტი. პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ "ამა­ზო­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ჯეფ ბე­ზოს­მა "სტარ­ლინ­კის" გაშ­ვე­ბი­დან 6 წლის შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­და. ამ­ჟა­მად ბა­ზარ­ზე სწო­რედ მას­კის starlink დო­მი­ნი­რებს და მის ან­გა­რიშ­ზე ორ­ბი­ტა­ზე 8000 თა­ნამ­გზავ­რია.

"ამა­ზო­ნი" გეგ­მავს, რომ თა­ნამ­გზავ­რე­ბის გაშ­ვე­ბის პრო­ცე­სი მუდ­მი­ვი გახ­დეს. 2026 წლის­თვის Kuiper -ის თა­ნამ­გზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 1618-ს შე­ად­გენ­დეს.

Amazon-ი 10 მი­ლი­არდ დო­ლარს ხარ­ჯავს Kuiper-ის ქსე­ლის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტერ­ნეტ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას ამ წლის ბო­ლოს და­ი­წყე­ბენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, სა­წარ­მო­ე­ბის­თვის და მთავ­რო­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

Starlink-ის კონკურენტი - "ამაზონმა" Kuiper -ის ინტერნეტ თანამგზავრები წარმატებით გაუშვა: რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

Starlink-ის კონკურენტი - "ამაზონმა"  Kuiper -ის ინტერნეტ თანამგზავრები წარმატებით გაუშვა: რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

Amazon-მა ინტერნეტ თანამგზავრების, Kuiper -ის პირველი პარტია კოსმოსში წარმატებით გაუშვა.

  • თანამგზავრები კანავერალის კოსმოსური ძალების სადგურიდან 29 აპრილს, საღამოს 7 საათის შემდეგ კოსმოსური რაკეტით გაუშვეს - მასზე Kuiper-ის 27 თანამგზავრი იყო მოთავსებული.

მოსალოდნელია, რომ თანამგზავრები რაკეტისგან განცალკევდებიან დედამიწის ზედაპირიდან 450 კმ-ის სიმაღლეზე.

"ინტერნეტთან დაკავშირებაში ახალი ერა დაიწყება", - თქვა ინჟინერმა კალებ ვაისმა.

  • ცნობისთვის, Kuiper არის ილონ მასკის Starlink-ის კონკურენტი პროექტი. პროექტის შესახებ "ამაზონის" დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა "სტარლინკის" გაშვებიდან 6 წლის შემდეგ გამოაცხადა. ამჟამად ბაზარზე სწორედ მასკის starlink დომინირებს და მის ანგარიშზე ორბიტაზე 8000 თანამგზავრია.

"ამაზონი" გეგმავს, რომ თანამგზავრების გაშვების პროცესი მუდმივი გახდეს. 2026 წლისთვის Kuiper -ის თანამგზავრების რაოდენობა 1618-ს შეადგენდეს.

Amazon-ი 10 მილიარდ დოლარს ხარჯავს Kuiper-ის ქსელის გასავითარებლად. ვარაუდობენ, რომ კომერციული ინტერნეტ მომსახურების გაწევას ამ წლის ბოლოს დაიწყებენ მომხმარებლებისთვის, საწარმოებისთვის და მთავრობისთვის.