პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება ინსულტის შემდეგ - როგორ ავირიდოთ თავიდან პათოლოგია, რომელიც  მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანს კლავს
ცხოვრება ინსულტის შემდეგ - როგორ ავირიდოთ თავიდან პათოლოგია, რომელიც  მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანს კლავს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსოფ­ლი­ო­ში ინ­სულ­ტით ყო­ველ 40 წამ­ში ერთი ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა. ეს გახ­ლავთ პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის დრო­საც თა­ვის ტვინ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის დარ­ღვე­ვა ხდე­ბა. სის­ხლმო­მა­რა­გე­ბის შე­წყვე­ტი­სას ტვი­ნი ჟანგბა­დი­სა და საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­რე­შე რჩე­ბა, რაც უჯრე­დე­ბის სიკ­ვდილს იწ­ვევს.

რო­გორც „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ნევ­რო­ლო­გი თა­მარ შენ­გე­ლია აღ­ნიშ­ნავს, ინ­სულ­ტი არა მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის, არა­მედ უნარ­შე­ზღუ­დუ­ლო­ბის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზია მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. არ­სე­ბობს ორი ტი­პის ინ­სულ­ტი: იშე­მი­უ­რი და ჰე­მო­რა­გი­უ­ლი. თა­მარ შენ­გე­ლია ინ­სულ­ტის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა გან­სხვა­ვე­ბაა იშე­მი­ურ და ჰე­მო­რა­გი­ულ ინ­სულტს შო­რის?

იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის დროს ტვი­ნის კონ­კრე­ტულ უბანს სის­ხლი არ მი­ე­წო­დე­ბა, ხოლო ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტის დროს ტვი­ნის პა­რენ­ქი­მა­ში სის­ხლძარ­ღვის და­ზი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვა ხდე­ბა. ეს უმე­ტე­სად მა­ღა­ლი წნე­ვი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. იშე­მი­უ­რი ტი­პის ინ­სულ­ტე­ბი უფრო ხში­რად გვხვდე­ბა პრაქ­ტი­კა­ში. სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა­ში მათი პრო­ცენ­ტუ­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რია 85%- 15%.

ასე­ვე არ­სე­ბობს გარ­და­მა­ვა­ლი იშე­მი­უ­რი შე­ტე­ვა.

რო­გო­რია ინ­სულ­ტის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი?

ინ­სულ­ტის სიმპტო­მე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უბ­ნის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ას­თან. მის სიმ­ძი­მეს კი უშუ­ა­ლოდ და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხი გა­ნა­პი­რო­ბებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წყვე­ტია, თუ რო­მე­ლი სის­ხლძარ­ღვია დახ­შუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ტვინ­ში ზუს­ტად რა ნა­წი­ლის სის­ხლმო­მა­რა­გე­ბაა შე­წყვე­ტი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს პა­ცი­ენ­ტის ჩი­ვი­ლე­ბიც და სიმპტო­მო­კომ­პლექ­სიც. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ხის ასი­მეტ­რია, სი­სუს­ტე კი­დუ­რებ­ში, მე­ტყვე­ლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა, მხედ­ვე­ლე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, წო­ნას­წო­რო­ბის დარ­ღვე­ვა, მხედ­ვე­ლო­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­ო­რე­ბა და ა.შ.

ვინ არი­ან ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კჯ­გუფ­ში?

ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი აქვთ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც აწუ­ხებთ არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, ლი­პი­დუ­რი ცვლის დარ­ღვე­ვა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა არით­მია, სიმ­სუქ­ნე, არი­ან თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

რას ნიშ­ნავს გარ­და­მა­ვა­ლი იშე­მი­უ­რი შე­ტე­ვა?

გარ­და­მა­ვა­ლი იშე­მი­უ­რი შე­ტე­ვა არის ტვი­ნის კე­რო­ვა­ნი იშე­მია, რო­მე­ლიც იწ­ვევს უე­ცარ, მაგ­რამ გარ­და­მა­ვალ და არა პერ­მა­ნენ­ტულ ნევ­რო­ლო­გი­ურ დე­ფი­ციტს. იგი ჰგავს იშე­მი­ურ ინ­სულტს, მაგ­რამ მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დე­ფი­ცი­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თამ­დე დრო­ში, ხში­რად 5-15 წუ­თამ­დე პე­რი­ოდ­შიც კი გა­დის. ეს პრო­ცე­სი მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას­თან. სწო­რედ ამი­ტომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა პა­ცი­ენ­ტის ის­ტო­რი­ა­ში კლი­ნი­კუ­რად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ყუ­რა­დღე­ბოა, მისი გარ­და­მავ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

რო­გორ უნდა მიხ­ვდეს პა­ცი­ენ­ტი, რომ მას შე­იძ­ლე­ბა ინ­სულ­ტი ჰქონ­დეს?

თუ პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა თა­ვის ტკი­ვი­ლი, თავ­ბრუს­ხვე­ვა, სა­ხის ასი­მეტ­რია, სი­სუს­ტე კი­დუ­რებ­ში, მე­ტყვე­ლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა, მხედ­ვე­ლე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, წო­ნას­წო­რო­ბის დარ­ღვე­ვა, მხედ­ვე­ლო­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­ო­რე­ბა, გახ­და დე­ზო­რი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი, უნდა ვი­ყოთ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით და მივ­მარ­თოთ სას­წრა­ფო გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბას მო­ახ­დენს უახ­ლო­ეს ინ­სულ­ტის ცენ­ტრში. ინ­სულ­ტის მარ­თვი­სას მარ­თლაც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დრო, თუ რამ­დე­ნად სწრა­ფად მოხ­დე­ბა მას­ზე რე­ა­გი­რე­ბა.

რას მო­ი­ცავს ინ­სულ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა? მკურ­ნა­ლო­ბის რა გზებს იყე­ნებთ „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“?

ინ­სულ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­აგ­ნოს­ტი­კა, თუ რა ტი­პის ინ­სულტთან გვაქვს საქ­მე. დი­აგ­ნოს­ტი­კა ხდე­ბა ისე­თი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბით, რო­გო­რი­ცაა თა­ვის ტვი­ნის CT და MRT.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში“ ინ­სულ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნებ­სა და პრო­ტო­კო­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, თუ პა­ცი­ენ­ტის პოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მოხ­და დრო­უ­ლად და აკ­მა­ყო­ფი­ლებს შე­სა­ბა­მის კრი­ტე­რი­უ­მებს, მკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­ცავს თრომ­ბო­ლი­ზისს (თრომ­ბის დამ­შლე­ლი მე­დი­კა­მენ­ტის ინ­ტრა­ვე­ნურ შეყ­ვა­ნას), ან თრომ­ბექ­ტო­მი­ას (თრომ­ბის მე­ქა­ნი­კურ ექ­სტრაქ­ცი­ას). ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თუ სის­ხლის რა მო­ცუ­ლო­ბაა ჩაღ­ვრი­ლი თა­ვის ტვინ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ბა­მი­სად შე­საძ­ლე­ბე­ლია ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა გახ­დეს სა­ჭი­რო.

რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა ინ­სულ­ტის შემ­დეგ? რა რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ პა­ცი­ენ­ტებ­მა?

ინ­სულ­ტი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბი­სა და უნარ­შე­ზღუ­დუ­ლო­ბის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზია. სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის და­სა­ცა­ვად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლამ ვი­ცო­დეთ სიმპტო­მე­ბის ამოც­ნო­ბა და მო­ვახ­დი­ნოთ სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა. დიდ­წი­ლად მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა შე­დე­გე­ბით დას­რულ­დე­ბა პა­თო­ლო­გია.

ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა მი­მარ­თონ პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრებს, რათა დრო­უ­ლად და ადეკ­ვა­ტუ­რად მოხ­დეს რის­კფაქ­ტო­რე­ბის ამოც­ნო­ბა, რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ინ­სულ­ტის პრე­ვენ­ცია.

ახა­სი­ა­თებს თუ არა ინ­სულტს გა­მე­ო­რე­ბა? რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს პა­ცი­ენ­ტი, რომ რე­ცი­დი­ვი თა­ვი­დან აი­რი­დოს?

ინ­სულტს გან­მე­ო­რე­ბა ახა­სი­ა­თებს. ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტებ­მა ზედ­მი­წევ­ნით უნდა შე­ას­რუ­ლონ ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით იცხოვ­რონ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

ცხოვრება ინსულტის შემდეგ - როგორ ავირიდოთ თავიდან პათოლოგია, რომელიც  მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანს კლავს

ცხოვრება ინსულტის შემდეგ - როგორ ავირიდოთ თავიდან პათოლოგია, რომელიც  მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანს კლავს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში ინსულტით ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი კვდება. ეს გახლავთ პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხდება. სისხლმომარაგების შეწყვეტისას ტვინი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გარეშე რჩება, რაც უჯრედების სიკვდილს იწვევს.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგი თამარ შენგელია აღნიშნავს, ინსულტი არა მხოლოდ სიკვდილიანობის, არამედ უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიო მასშტაბით. არსებობს ორი ტიპის ინსულტი: იშემიური და ჰემორაგიული. თამარ შენგელია ინსულტის შესახებ დეტალურად გვესაუბრება.

რა განსხვავებაა იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტს შორის?

იშემიური ინსულტის დროს ტვინის კონკრეტულ უბანს სისხლი არ მიეწოდება, ხოლო ჰემორაგიული ინსულტის დროს ტვინის პარენქიმაში სისხლძარღვის დაზიანებასთან დაკავშირებული სისხლჩაქცევა ხდება. ეს უმეტესად მაღალი წნევითაა განპირობებული. იშემიური ტიპის ინსულტები უფრო ხშირად გვხვდება პრაქტიკაში. საერთო რაოდენობაში მათი პროცენტული გადანაწილება შემდეგნაირია 85%- 15%.

ასევე არსებობს გარდამავალი იშემიური შეტევა.

როგორია ინსულტის დამახასიათებელი სიმპტომები?

ინსულტის სიმპტომები დაკავშირებულია დაზიანებული უბნის ლოკალიზაციასთან. მის სიმძიმეს კი უშუალოდ დაზიანების ხარისხი განაპირობებს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, თუ რომელი სისხლძარღვია დახშული და შესაბამისად, ტვინში ზუსტად რა ნაწილის სისხლმომარაგებაა შეწყვეტილი. აღნიშნულიდან გამომდინარეობს პაციენტის ჩივილებიც და სიმპტომოკომპლექსიც. ეს შეიძლება იყოს სახის ასიმეტრია, სისუსტე კიდურებში, მეტყველების გაძნელება, მხედველების გაუარესება, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის გამოსახულების გაორება და ა.შ.

ვინ არიან ინსულტის განვითარების რისკჯგუფში?

ინსულტის განვითარების რისკი აქვთ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია, ლიპიდური ცვლის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, კარდიოვასკულარული დაავადებები, როგორიცაა არითმია, სიმსუქნე, არიან თამბაქოს მომხმარებლები.

რას ნიშნავს გარდამავალი იშემიური შეტევა?

გარდამავალი იშემიური შეტევა არის ტვინის კეროვანი იშემია, რომელიც იწვევს უეცარ, მაგრამ გარდამავალ და არა პერმანენტულ ნევროლოგიურ დეფიციტს. იგი ჰგავს იშემიურ ინსულტს, მაგრამ მისგან განსხვავებით ნევროლოგიური დეფიციტი დაახლოებით 1 საათამდე დროში, ხშირად 5-15 წუთამდე პერიოდშიც კი გადის. ეს პროცესი მომავალში შეიძლება დაკავშირებული იყოს ინსულტის განვითარებასთან. სწორედ ამიტომ მსგავსი შემთხვევა პაციენტის ისტორიაში კლინიკურად ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, მისი გარდამავლობის მიუხედავად.

როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ მას შეიძლება ინსულტი ჰქონდეს?

თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სახის ასიმეტრია, სისუსტე კიდურებში, მეტყველების გაძნელება, მხედველების გაუარესება, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის გამოსახულების გაორება, გახდა დეზორიენტირებული და არაადეკვატური, უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით და მივმართოთ სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას, რომელიც პაციენტის ჰოსპიტალიზებას მოახდენს უახლოეს ინსულტის ცენტრში. ინსულტის მართვისას მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დრო, თუ რამდენად სწრაფად მოხდება მასზე რეაგირება.

რას მოიცავს ინსულტის მკურნალობა? მკურნალობის რა გზებს იყენებთ „ნიუ ჰოსპიტალსში“?

ინსულტის მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა, თუ რა ტიპის ინსულტთან გვაქვს საქმე. დიაგნოსტიკა ხდება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევებით, როგორიცაა თავის ტვინის CT და MRT.

„ნიუ ჰოსპიტალში“ ინსულტის მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. იშემიური ინსულტის შემთხვევაში, თუ პაციენტის პოსპიტალიზაცია მოხდა დროულად და აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მკურნალობა მოიცავს თრომბოლიზისს (თრომბის დამშლელი მედიკამენტის ინტრავენურ შეყვანას), ან თრომბექტომიას (თრომბის მექანიკურ ექსტრაქციას). ჰემორაგიული ინსულტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თუ სისხლის რა მოცულობაა ჩაღვრილი თავის ტვინში. აღნიშნულის შესაბამისად შესაძლებელია ოპერაციული ჩარევა გახდეს საჭირო.

როგორია ცხოვრება ინსულტის შემდეგ? რა რჩევები და რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა?

ინსულტი სიკვდილიანობისა და უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დასაცავად, აუცილებელია ყველამ ვიცოდეთ სიმპტომების ამოცნობა და მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება. დიდწილად მასზეა დამოკიდებული, რა შედეგებით დასრულდება პათოლოგია.

ადამიანებმა უნდა მიმართონ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს, რათა დროულად და ადეკვატურად მოხდეს რისკფაქტორების ამოცნობა, რისკების შემცირება და შესაბამისად, ინსულტის პრევენცია.

ახასიათებს თუ არა ინსულტს გამეორება? როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, რომ რეციდივი თავიდან აირიდოს?

ინსულტს განმეორება ახასიათებს. ამიტომ პაციენტებმა ზედმიწევნით უნდა შეასრულონ ექიმის რეკომენდაციები და შეძლებისდაგვარად ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.

R