პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას “რადიო თავისუფლებისთვის“ 12 მილიონი დოლარის აღდგენა დაავალა
მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას “რადიო თავისუფლებისთვის“ 12 მილიონი დოლარის აღდგენა დაავალა

ფე­დე­რა­ლურ­მა მო­სა­მარ­თლემ აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას “რა­დიო თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პის­თვის” კონ­გრე­სის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი 12 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის აღ­დგე­ნა და­ა­ვა­ლა.

  • მო­სა­მარ­თლე როის ლამ­ბერ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არ შე­უძ­ლია ცალ­მხრი­ვად გა­ა­უქ­მოს კონ­გრე­სის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა.

მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ შე­წყვი­ტა თით­ქმის ყვე­ლა კონ­ტრაქ­ტი ფრი­ლან­სერ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, არ გა­და­ი­ხა­და იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და 122 თა­ნამ­შრო­მე­ლი აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბად შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვა. ად­ვო­კა­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, თუ და­ფი­ნან­სე­ბა არ აღ­დგე­ბა, 1-ელ მა­ისს კი­დევ უფრო მეტ თა­ნამ­შრო­მელს გა­უშ­ვე­ბენ აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბად შვე­ბუ­ლე­ბა­ში და კი­დევ უფრო მეტი კონ­ტრაქ­ტი გა­უქ­მდე­ბა.

“მა­ი­სის ბო­ლოს­თვის “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა” იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­ა­უქ­მოს კონ­ტრაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს უჭერს მის ძი­რი­თად სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებ­სა და რე­პორ­ტა­ჟებს. 2025 წლის ივ­ნის­ში “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა” თით­ქმის მთლი­ა­ნად შე­წყვეტს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას”, - აცხა­დე­ბენ მო­სარ­ჩე­ლე მხა­რის ად­ვო­კა­ტე­ბი.

მთავ­რო­ბის ად­ვო­კა­ტე­ბის მტკი­ცე­ბით კი მო­სა­მარ­თლეს არ აქვს იუ­რის­დიქ­ცია იმა­ზე, რაც კონ­ტრაქტთან და­კავ­ში­რე­ბულ და­ვას წარ­მო­ად­გენს და ის ფე­დე­რა­ლუ­რი სარ­ჩე­ლე­ბის სა­სა­მარ­თლოს გან­სა­ხილ­ვე­ლად უნდა იქ­ცეს.

რა­დიო „თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პა“/“რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ“ მა­უ­წყებ­ლო­ბა ცივი ომის დროს და­ი­წყო. მისი გა­და­ცე­მე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის 23 ქვე­ყა­ნა­ში 27 ენა­ზე გა­და­ი­ცე­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას “რადიო თავისუფლებისთვის“ 12 მილიონი დოლარის აღდგენა დაავალა

მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას “რადიო თავისუფლებისთვის“ 12 მილიონი დოლარის აღდგენა დაავალა

ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას “რადიო თავისუფალი ევროპისთვის” კონგრესის მიერ გამოყოფილი 12 მილიონი აშშ დოლარის აღდგენა დაავალა.

  • მოსამართლე როის ლამბერტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუძლია ცალმხრივად გააუქმოს კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსება.

მედიასაშუალების ადვოკატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეწყვიტა თითქმის ყველა კონტრაქტი ფრილანსერ ჟურნალისტებთან, არ გადაიხადა იჯარის ხელშეკრულებები და 122 თანამშრომელი აუნაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. ადვოკატების განმარტებით, თუ დაფინანსება არ აღდგება, 1-ელ მაისს კიდევ უფრო მეტ თანამშრომელს გაუშვებენ აუნაზღაურებად შვებულებაში და კიდევ უფრო მეტი კონტრაქტი გაუქმდება.

“მაისის ბოლოსთვის “რადიო თავისუფლება” იძულებული იქნება გააუქმოს კონტრაქტები, რომლებიც მხარს უჭერს მის ძირითად საინფორმაციო გამოშვებებსა და რეპორტაჟებს. 2025 წლის ივნისში “რადიო თავისუფლება” თითქმის მთლიანად შეწყვეტს თავის საქმიანობას”, - აცხადებენ მოსარჩელე მხარის ადვოკატები.

მთავრობის ადვოკატების მტკიცებით კი მოსამართლეს არ აქვს იურისდიქცია იმაზე, რაც კონტრაქტთან დაკავშირებულ დავას წარმოადგენს და ის ფედერალური სარჩელების სასამართლოს განსახილველად უნდა იქცეს.

რადიო „თავისუფალი ევროპა“/“რადიო თავისუფლებამ“ მაუწყებლობა ცივი ომის დროს დაიწყო. მისი გადაცემები აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 23 ქვეყანაში 27 ენაზე გადაიცემა.