პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“5-ზე მეტი გასროლაა, ბრალდებულს ტყვიები გამოელია, რის შემდეგ გარდაცვლილზე ფიზიკური იძალადა“ - რა დეტალები გაასაჯაროვა გორში, მამა-შვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა?
“5-ზე მეტი გასროლაა, ბრალდებულს ტყვიები გამოელია, რის შემდეგ გარდაცვლილზე ფიზიკური იძალადა“ - რა დეტალები გაასაჯაროვა გორში, მამა-შვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა?

გორ­ში, მამა-შვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ სერ­გო ახალ­კაცს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გოგა კუპ­რე­იშ­ვილ­მა სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია და პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია ეფუძ­ნე­ბო­და საქ­მე­ში არ­სე­ბულ გა­რე­მო­ე­ბებს, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზე მო­თხოვ­ნილ იქნა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან სა­ხე­ზე იყო მი­მალ­ვის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე­ე­ბი.

"საქ­მე­ში არის არა­ერ­თი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ამ­ხელს ბრალ­დე­ბულს. ასე­ვე არის თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი და სხვა არა­ერ­თი ნივთმტკი­ცე­ბა, არის სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გარ­დაც­ვლი­ლებს აღე­ნიშ­ნე­ბათ არა­ერ­თი ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბა.

  • სხე­ულ­ზე, 5-ზე მეტი გას­რო­ლაა ნა­წარ­მო­ე­ბი. ამა­ვე დროს, დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბულს მჭიდ­ში ტყვი­ე­ბი გა­მო­ე­ლია, რის შემ­დეგ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბაც მო­ახ­დი­ნა გარ­დაც­ვლილ­ზე, სა­უ­ბა­რია მა­მა­ზე და ამით და­ას­რუ­ლა მან თა­ვი­სი ქმე­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვილ­მა.

ორი პი­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა სერ­გო ახალ­კაც­მა სხდო­მა­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 28 აპ­რილს, გორ­ში, ერთ-ერთი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ბრალ­დე­ბულ­მა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა მამა-შვილს. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე, ხოლო მე­ო­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „ლ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ორი პი­რის მი­მართ) და 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) წა­რუდ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბრალ­დე­ბუ­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი დიდი ხნის ნაც­ნო­ბე­ბი იყ­ვნენ და ათე­უ­ლი წლე­ბია, „გა­ლე­რე­ა­ში“ მა­ღა­ზი­ებს ფლობ­დნენ.

"გა­ლე­რე­ის“ მო­ვაჭ­რე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი სა­რე­ა­ლი­ზა­ციო პრო­დუქ­ცი­ის თა­ო­ბა­ზე მოხ­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

“5-ზე მეტი გასროლაა, ბრალდებულს ტყვიები გამოელია, რის შემდეგ გარდაცვლილზე ფიზიკური იძალადა“ - რა დეტალები გაასაჯაროვა გორში, მამა-შვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა?

“5-ზე მეტი გასროლაა, ბრალდებულს ტყვიები გამოელია, რის შემდეგ გარდაცვლილზე ფიზიკური იძალადა“ - რა დეტალები გაასაჯაროვა გორში, მამა-შვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა?

გორში, მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სერგო ახალკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პატიმრობის მოთხოვნაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა აღნიშნა, ბრალდების მხარის პოზიცია ეფუძნებოდა საქმეში არსებულ გარემოებებს, რომელთა საფუძველზე მოთხოვნილ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულის მხრიდან სახეზე იყო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები.

"საქმეში არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ამხელს ბრალდებულს. ასევე არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვა არაერთი ნივთმტკიცება, არის სამედიცინო დოკუმენტაციაც, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილებს აღენიშნებათ არაერთი ცეცხლნასროლი დაზიანება.

  • სხეულზე, 5-ზე მეტი გასროლაა ნაწარმოები. ამავე დროს, დადგენილია, რომ ბრალდებულს მჭიდში ტყვიები გამოელია, რის შემდეგ ფიზიკური ძალადობაც მოახდინა გარდაცვლილზე, საუბარია მამაზე და ამით დაასრულა მან თავისი ქმედება“, - განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.

ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულმა სერგო ახალკაცმა სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აპრილს, გორში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამა-შვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული და დაზარალებულები დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.

"გალერეის“ მოვაჭრეების ინფორმაციით, კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოხდა.