პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა ხოფერია იუბილარია - ბიზნესმენს საყვარელი ქალი სოციალური ქსელით ულოცავს და სიყვარულს უხსნის
ბექა ხოფერია იუბილარია - ბიზნესმენს საყვარელი ქალი სოციალური ქსელით ულოცავს და სიყვარულს უხსნის

ბექა ხო­ფე­რია იუ­ბი­ლა­რია. ბიზ­ნეს­მენს პირ­ვე­ლად სა­ჯა­როდ და­ბა­დე­ბის დღე მი­უ­ლო­ცა და სიყ­ვა­რუ­ლი აუხ­სნა ნუცა ადა­მი­ამ, გო­გო­ნა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ambebi.ge ცოტა ხნის წინ წერ­და.

"გი­ლო­ცავ, მე შენ მიყ­ვარ­ხარ“, - წერს ნუცა ადა­მია და სხვა­დას­ხვა დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის კო­ლაჟს აქ­ვეყ­ნებს.

მე­სა­მე გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის შემ­დეგ მა­ლე­ვე ბე­ქას ცხოვ­რე­ბა­ში ნუცა ადა­მია გა­მოჩ­ნდა. ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ყო­ფი­ლი რძლი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნის რო­მან­ზე თბი­ლის­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ, თუმ­ცა, ბე­ქას მე­სა­მე ცოლი სოფო ქურ­დი­ა­ნი, ჩვენ­თან ამ­ბობ­და, რომ წყვილს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჰქონ­და და ეს მხო­ლოდ ჭო­რე­ბი იყო.

თუმ­ცა ბექა და ნუცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებ­დნენ ფო­ტო­ებს, რო­მელ­შიც ჩან­და, რომ წყვი­ლი ერთი და იმა­ვე სას­ტუმ­რო­სა და ქვე­ყა­ნა­ში ის­ვე­ნებ­და.

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ბექა და ნუცა გრძნო­ბებს აღარ მა­ლა­ვენ, ხში­რად მოგ­ზა­უ­რო­ბენ და სა­ერ­თო ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნე­ბენ. წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ ბე­ქამ საყ­ვა­რელ ქალს "პორ­შეს" ფირ­მის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა უყი­და.

ბიზ­ნეს­მე­ნი ხო­ფე­რია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მე­დი­ას­თან არ სა­უბ­რობს. ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ამ კი ბე­ქას და ნუ­ცას ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა.

"შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ბე­ქას ჰყავს სა­ოც­რად კარ­გი ოთხი შვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც მუდ­მი­ვად გვაქვს კონ­ტაქ­ტი, სულ ჩემ­თან არი­ან, ბე­ქაც ჩვენ­თან ერ­თად არის. ბე­ქას ჰყავს სა­ოც­რად კარ­გი ყო­ფი­ლი ცო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის დე­დე­ბი და ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან. მათ უსა­ზღვროდ დიდ პა­ტივს ვცემ, და­ნარ­ჩე­ნი ჩემი საქ­მე არ არის", - ამ­ბობ­და ხო­ფე­რია ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ბექა ხოფერია იუბილარია - ბიზნესმენს საყვარელი ქალი სოციალური ქსელით ულოცავს და სიყვარულს უხსნის

ბექა ხოფერია იუბილარია - ბიზნესმენს საყვარელი ქალი სოციალური ქსელით ულოცავს და სიყვარულს უხსნის

ბექა ხოფერია იუბილარია. ბიზნესმენს პირველად საჯაროდ დაბადების დღე მიულოცა და სიყვარული აუხსნა ნუცა ადამიამ, გოგონა, რომლის შესახებაც ambebi.ge ცოტა ხნის წინ წერდა.

"გილოცავ, მე შენ მიყვარხარ“, - წერს ნუცა ადამია და სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოების კოლაჟს აქვეყნებს.

მესამე გრანდიოზული ქორწილის შემდეგ მალევე ბექას ცხოვრებაში ნუცა ადამია გამოჩნდა. ირაკლი ალასანიას ყოფილი რძლისა და ბიზნესმენის რომანზე თბილისში ბევრს საუბრობდნენ, თუმცა, ბექას მესამე ცოლი სოფო ქურდიანი, ჩვენთან ამბობდა, რომ წყვილს ყველაფერი კარგად ჰქონდა და ეს მხოლოდ ჭორები იყო.

თუმცა ბექა და ნუცა სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ ფოტოებს, რომელშიც ჩანდა, რომ წყვილი ერთი და იმავე სასტუმროსა და ქვეყანაში ისვენებდა.

უკვე რამდენიმე თვეა ბექა და ნუცა გრძნობებს აღარ მალავენ, ხშირად მოგზაურობენ და საერთო ფოტოებსაც აქვეყნებენ. წყარო გვიყვება, რომ ბექამ საყვარელ ქალს "პორშეს" ფირმის ძვირადღირებული მანქანა უყიდა.

ბიზნესმენი ხოფერია პირად ცხოვრებაზე მედიასთან არ საუბრობს. ხათუნა ხოფერიამ კი ბექას და ნუცას ურთიერთობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"შემიძლია გითხრათ, რომ ბექას ჰყავს საოცრად კარგი ოთხი შვილი, რომელთანაც მუდმივად გვაქვს კონტაქტი, სულ ჩემთან არიან, ბექაც ჩვენთან ერთად არის. ბექას ჰყავს საოცრად კარგი ყოფილი ცოლები, რომლებიც ჩემი შვილიშვილის დედები და ჩემი მეგობრები არიან. მათ უსაზღვროდ დიდ პატივს ვცემ, დანარჩენი ჩემი საქმე არ არის", - ამბობდა ხოფერია ჩვენთან ინტერვიუში.

წაიკითხეთ ასევე: