მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოედანზე საუკეთესო იყო. ასეთი რამ არასდროს მინახავს" - რა თქვეს ფაბიო კაპელომ და ალესანდრო დელ პიერომ კვარაცხელიას შესახებ
"მოედანზე საუკეთესო იყო. ასეთი რამ არასდროს მინახავს" - რა თქვეს ფაბიო კაპელომ და ალესანდრო დელ პიერომ კვარაცხელიას შესახებ

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის პირ­ვე­ლი მატ­ჩი ლონ­დონ­ში, "პარი სენ-ჟერ­მენ­სა" და ლონ­დო­ნის "არ­სე­ნალს" შო­რის გა­ი­მარ­თა და პა­რი­ზუ­ლი კლუ­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, 0-1 დას­რულ­და.

მო­ე­დან­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო პსჟ-ს ქარ­თვე­ლი შემ­ტე­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. მატ­ჩის ერ­თა­დერ­თი გოლი დემ­ბე­ლემ სწო­რედ "კვა­რას" სა­გო­ლე გა­და­ცე­მის შე­დე­გად გა­ი­ტა­ნა. ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­ი­ტის Flashcore-ის მი­ხედ­ვით, ხვი­ჩას თა­მა­ში ამ მატ­ჩი 7.9 ქუ­ლით შე­ფას­და.

მატ­ჩის შემ­დეგ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ ფეხ­ბურ­თის არა­ერ­თმა სპე­ცი­ა­ლის­ტმა გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი ქარ­თვე­ლის შე­სა­ხებ და მის მი­მართ სა­ქე­ბი სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რეს.

  • ალე­სან­დრო დელ პი­ე­რო:

"რო­დე­საც კვა­რა იღებს ბურთს, უკვე მე­ტო­ქე­ზე მი­დის და ამას წა­მის მე­ა­სე­დებ­ში აკე­თებს. მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში ტიმ­ბერს უკან და­ხე­ვას აი­ძუ­ლებ­და. ის ძა­ლი­ან სწრა­ფად აზ­როვ­ნებს და მცველს არ რჩე­ბა დრო წა­ი­კი­თხოს მისი მოქ­მე­დე­ბა.

ის აი­ძუ­ლებს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ერთი-ერ­თზე თა­მაშს, შეჰ­ყავს ერთი კაცი სა­ჯა­რი­მო­ში და მე­ო­რე ნა­ხე­ვარმცველს აი­ძუ­ლებს, რომ მას­ზე ამო­ვი­დეს".

  • ფა­ბიო კა­პე­ლო

"მო­ე­დან­ზე სა­უ­კე­თე­სო კვა­რა­ცხე­ლია იყო. ჩემ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. არა­სო­დეს არ მი­ნა­ხავს ამ­დე­ნი ერ­ბი­ნოს. თვით ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტის­თან სა­ჩემ­პი­ო­ნო სე­ზონ­ში. დიახ, დარ­ბო­და, მაგ­რამ რო­დე­საც უკან დაბ­რუ­ნე­ბა უწევ­და, ისე არ დარ­ბო­და, რო­გორც დღეს სა­ღა­მოს“.

ცნო­ბის­თვის, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლის გან­მე­ო­რე­ბი­თი შეხ­ვედ­რა პსჟ-სა და არ­სე­ნალს შო­რის პა­რიზ­ში, 7 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა.

ავტორი:

"მოედანზე საუკეთესო იყო. ასეთი რამ არასდროს მინახავს" - რა თქვეს ფაბიო კაპელომ და ალესანდრო დელ პიერომ კვარაცხელიას შესახებ

"მოედანზე საუკეთესო იყო. ასეთი რამ არასდროს მინახავს" - რა თქვეს ფაბიო კაპელომ და ალესანდრო დელ პიერომ კვარაცხელიას შესახებ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი ლონდონში, "პარი სენ-ჟერმენსა" და ლონდონის "არსენალს" შორის გაიმართა და პარიზული კლუბის გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.

მოედანზე განსაკუთრებით გამორჩეული იყო პსჟ-ს ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია. მატჩის ერთადერთი გოლი დემბელემ სწორედ "კვარას" საგოლე გადაცემის შედეგად გაიტანა. ანალიტიკური საიტის Flashcore-ის მიხედვით, ხვიჩას თამაში ამ მატჩი 7.9 ქულით შეფასდა.

მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ფეხბურთის არაერთმა სპეციალისტმა გააკეთა კომენტარი ქართველის შესახებ და მის მიმართ საქები სიტყვები არ დაიშურეს.

  • ალესანდრო დელ პიერო:

"როდესაც კვარა იღებს ბურთს, უკვე მეტოქეზე მიდის და ამას წამის მეასედებში აკეთებს. მთელი მატჩის განმავლობაში ტიმბერს უკან დახევას აიძულებდა. ის ძალიან სწრაფად აზროვნებს და მცველს არ რჩება დრო წაიკითხოს მისი მოქმედება.

ის აიძულებს მოწინააღმდეგეს ერთი-ერთზე თამაშს, შეჰყავს ერთი კაცი საჯარიმოში და მეორე ნახევარმცველს აიძულებს, რომ მასზე ამოვიდეს".

  • ფაბიო კაპელო

"მოედანზე საუკეთესო კვარაცხელია იყო. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. არასოდეს არ მინახავს ამდენი ერბინოს. თვით ლუჩანო სპალეტისთან საჩემპიონო სეზონში. დიახ, დარბოდა, მაგრამ როდესაც უკან დაბრუნება უწევდა, ისე არ დარბოდა, როგორც დღეს საღამოს“.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა პსჟ-სა და არსენალს შორის პარიზში, 7 მაისს გაიმართება.