მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა ხარკოვსა და დნეპრს შეუტია - დაღუპულია მამაკაცი, არის ათეულობით დაშავებული, მათ შორის ორსული და ბავშვები (ფოტო/ვიდეო)
რუსეთმა ხარკოვსა და დნეპრს შეუტია - დაღუპულია მამაკაცი, არის ათეულობით დაშავებული, მათ შორის ორსული და ბავშვები (ფოტო/ვიდეო)

რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა ღა­მით ხარ­კო­ვი­სა და დნეპ­რის მსხვილ ქა­ლა­ქებ­ზე დრო­ნე­ბით მას­შტა­ბუ­რი იე­რი­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, სერ­გეი ლი­სა­კის გან­ცხა­დე­ბით, დნეპრზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად, და­ი­ღუ­პა 53 წლის მა­მა­კა­ცი და და­შავ­და 78 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი.

„ყვე­ლა­ზე დიდი ნგრე­ვა კერ­ძო სექ­ტორ­ში მოხ­და. ხან­ძრე­ბი რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში გაჩ­ნდა“, - და­წე­რა ლი­საკ­მა Telegram-ზე.

  • მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და ხარ­კოვ­ზე. ქა­ლაქ­ში სულ მცი­რე 16 აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა, რის შე­დე­გა­დაც 45 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის ორი ბავ­შვი და ერთი ორ­სუ­ლი ქალი.

„და­ზი­ან­და ქა­ლა­ქის სა­ა­ვად­მყო­ფო, სა­კონ­დიტ­რო მა­ღა­ზია, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი და კერ­ძო სახ­ლე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი“, - ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ხარ­კო­ვის სამ რა­ი­ონ­ში - კი­ევ­სკში, სლო­ბოდსკსა და სალ­ტოვ­სკი­ში - მი­ნი­მუმ 77 სახ­ლი და­ზი­ან­და.

  • რუ­სე­თის ივა­ნო­ვოს, ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­რო­დი­სა და ია­როს­ლა­ვის აე­რო­პორ­ტებ­ში, ფრე­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და, - რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ „რო­სა­ვი­ა­ცი­ის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, არ­ტემ კო­რე­ნი­ა­კომ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თვითმფრი­ნა­ვე­ბის ეკი­პა­ჟე­ბი, დის­პეტ­ჩე­რე­ბი და აე­რო­პორ­ტის სამ­სა­ხუ­რე­ბი ფრე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ყვე­ლა სა­ჭი­რო ზო­მას იღე­ბენ.

ამას­თან, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა ღა­მით ქვეყ­ნის ხუთი რე­გი­ო­ნის თავ­ზე 34 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, 15 დრო­ნი კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ა­ნად­გუ­რეს, 8 - ბრი­ანსკის ოლ­ქში, 7 - ორი­ო­ლის ოლ­ქში, 3 - ვლა­დი­მი­რის ოლ­ქის თავ­ზე, ერთი კი - ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

რუსეთმა ხარკოვსა და დნეპრს შეუტია - დაღუპულია მამაკაცი, არის ათეულობით დაშავებული, მათ შორის ორსული და ბავშვები (ფოტო/ვიდეო)

რუსეთმა ხარკოვსა და დნეპრს შეუტია - დაღუპულია მამაკაცი, არის ათეულობით დაშავებული, მათ შორის ორსული და ბავშვები (ფოტო/ვიდეო)

რუსეთის სამხედრო ძალებმა ღამით ხარკოვისა და დნეპრის მსხვილ ქალაქებზე დრონებით მასშტაბური იერიში განახორციელეს.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, დნეპრზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 53 წლის მამაკაცი და დაშავდა 78 წლის ადგილობრივი მკვიდრი.

„ყველაზე დიდი ნგრევა კერძო სექტორში მოხდა. ხანძრები რეგიონული ცენტრის სხვადასხვა ნაწილში გაჩნდა“, - დაწერა ლისაკმა Telegram-ზე.

  • მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა ხარკოვზე. ქალაქში სულ მცირე 16 აფეთქების ხმა გაისმა, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი ორსული ქალი.

„დაზიანდა ქალაქის საავადმყოფო, საკონდიტრო მაღაზია, მრავალსართულიანი და კერძო სახლები და სამოქალაქო ავტომობილები“, - ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებაში.

ხარკოვის სამ რაიონში - კიევსკში, სლობოდსკსა და სალტოვსკიში - მინიმუმ 77 სახლი დაზიანდა.

  • რუსეთის ივანოვოს, ნიჟნი ნოვგოროდისა და იაროსლავის აეროპორტებში, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებითი შეზღუდვები დაწესდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „როსავიაციის“ წარმომადგენელმა, არტემ კორენიაკომ განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავების ეკიპაჟები, დისპეტჩერები და აეროპორტის სამსახურები ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას იღებენ.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ხუთი რეგიონის თავზე 34 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

უწყების ცნობით, 15 დრონი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 8 - ბრიანსკის ოლქში, 7 - ორიოლის ოლქში, 3 - ვლადიმირის ოლქის თავზე, ერთი კი - ბელგოროდის ოლქში.