მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ გავუმკლავდებოდი ჩემპიონთა ლიგის ელიტარულ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას" - ლეგენდარული გერმანელი მცველის, ფილიპ ლამის სტატია
"როგორ გავუმკლავდებოდი ჩემპიონთა ლიგის ელიტარულ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას" - ლეგენდარული გერმანელი მცველის, ფილიპ ლამის სტატია

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის პირ­ვე­ლი მატ­ჩი ლონ­დონ­ში, "პარი სენ-ჟერ­მენ­სა" და ლონ­დო­ნის "არ­სე­ნალს" შო­რის გა­ი­მარ­თა და პა­რი­ზუ­ლი კლუ­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, 0-1 დას­რულ­და.

მო­ე­დან­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო პსჟ-ს ქარ­თვე­ლი შემ­ტე­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. მატ­ჩის ერ­თა­დერ­თი გოლი დემ­ბე­ლემ სწო­რედ "კვა­რას" სა­გო­ლე გა­და­ცე­მის შე­დე­გად გა­ი­ტა­ნა. ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­ი­ტის Flashcore-ის მი­ხედ­ვით, ხვი­ჩას თა­მა­ში ამ მატ­ჩი 7.9 ქუ­ლით შე­ფას­და.

მატ­ჩამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე "ნიუ იორკ თა­იმსმა" ლე­გენ­და­რუ­ლი გერ­მა­ნე­ლი მცვე­ლის, ფი­ლიპ ლა­მის სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­თა­უ­რით: "ია­მა­ლი, საკა, კვა­რა­ცხე­ლია: რო­გორ გა­ვუმკლავ­დე­ბო­დი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ელი­ტა­რულ გა­რე­მარ­ბებს"

  • ვნა­ხოთ, რას წერს სტა­ტი­ა­ში ფი­ლიპ ლამი კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ:

"შთამ­ბეჭ­და­ვია ის მან­ძი­ლი, რომ­ლის გავ­ლა­საც ახერ­ხებს კვა­რა­ცხე­ლია ბურთთან ერ­თად და ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა ამ გარ­ბე­ნის ბო­ლოს. ის მთელ გუნდს რა­ღა­ცას აძ­ლევს. ის არის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვარ­სკვლა­ვი, მაგ­რამ ვარ­სკვლა­ვო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისე­თი­ვე შე­უ­პოვ­რო­ბით მუ­შა­ობს დაც­ვა­ში, რო­გორც თავ­დას­ხმა­ში. ის მებ­რძო­ლია, რო­გორც შე­ტე­ვა­ში, ასე­ვე დაც­ვა­ში. ეს მის ბუ­ნე­ბა­შია. მისი ასე­თი შრო­მა ფრენკ რი­ბე­რის მა­გო­ნებს.

"ბა­ი­ერ­ნის" ლე­გენ­დე­ბი - რი­ბე­რი, რო­ბე­ნი და ლამი

შე­მიძ­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნო, რო­გო­რი მად­ლი­ე­რე­ბი არი­ან კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი, რომ ის მათ გვერ­დით თა­მა­შობს და ყო­ველ­თვის გრძნო­ბენ, მის გვერ­დით ყოფ­ნას, თა­მა­შის ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში.

ბურთთან მისი მუ­შა­ო­ბის ძა­ლის ფაქ­ტო­რი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში "არ­სე­ნა­ლის" წი­ნა­აღ­მდეგ გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა და ეს მი­ბიძ­გებს ვი­ფიქ­რო იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რო­მელ­საც ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ის ნაკ­რებ­ში და "ბა­ი­ერნ­ში" ჩემს თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად შევ­ხვდი. მახ­სოვს, 2010 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლი არ­გენ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­დე­საც ჩვენ შევ­ძე­ლით ლი­ო­ნელ მე­სის შე­ჩე­რე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი დაც­ვის გზით და ნამ­დვი­ლად კოს­მო­სუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბით

  • ჩვენ, მცვე­ლებ­მა ვი­ცო­დით, რომ თუ ძა­ლი­ან შორს დავ­დგე­ბო­დით ერ­თმა­ნე­თის­გან ის (მესი) ისე მოგ­ვექ­ცე­ო­და, თით­ქოს ჯო­ხე­ბი ვართ და თვი­თონ თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლებს, მაგ­რამ თუ ძა­ლი­ან ახ­ლოს დავ­დგე­ბო­დით ერ­თმა­ნეთ­თან, დაბ­ნე­უ­ლო­ბა გაჩ­ნდე­ბო­და თუ ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და მისი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა

ვი­პო­ვეთ სა­უ­კე­თე­სო ბა­ლან­სი, მაგ­რამ ამას ბევ­რი ვარ­ჯი­ში და ორ­გა­ნი­ზე­ბა დას­ჭირ­და.

კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს წი­ნა­აღ­მდეგ თა­მაშ­საც დიდი მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ რო­ნალ­დუ არ არის "დრიბ­ლი­ა­ტო­რი". მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი იმ დროს იყო სის­წრა­ფე და დას­რუ­ლე­ბა. მის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­ში­სას მთა­ვა­რი იყო იმ სივ­რცის აღ­მო­ფხვრა, რო­მელ­შიც შეს­ვლა და სა­ბო­ლოო საშ­ვის მი­ღე­ბა - გო­ლის გა­ტა­ნა სურ­და", - წერს ფი­ლიპ ლამი.

ცნო­ბის­თვის, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლის გან­მე­ო­რე­ბი­თი შეხ­ვედ­რა პსჟ-სა და არ­სე­ნალს შო­რის პა­რიზ­ში, 7 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"როგორ გავუმკლავდებოდი ჩემპიონთა ლიგის ელიტარულ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას" - ლეგენდარული გერმანელი მცველის, ფილიპ ლამის სტატია

"როგორ გავუმკლავდებოდი ჩემპიონთა ლიგის ელიტარულ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას" - ლეგენდარული გერმანელი მცველის, ფილიპ ლამის სტატია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი ლონდონში, "პარი სენ-ჟერმენსა" და ლონდონის "არსენალს" შორის გაიმართა და პარიზული კლუბის გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.

მოედანზე განსაკუთრებით გამორჩეული იყო პსჟ-ს ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია. მატჩის ერთადერთი გოლი დემბელემ სწორედ "კვარას" საგოლე გადაცემის შედეგად გაიტანა. ანალიტიკური საიტის Flashcore-ის მიხედვით, ხვიჩას თამაში ამ მატჩი 7.9 ქულით შეფასდა.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე "ნიუ იორკ თაიმსმა" ლეგენდარული გერმანელი მცველის, ფილიპ ლამის სტატია გამოაქვეყნა სათაურით: "იამალი, საკა, კვარაცხელია: როგორ გავუმკლავდებოდი ჩემპიონთა ლიგის ელიტარულ გარემარბებს"

  • ვნახოთ, რას წერს სტატიაში ფილიპ ლამი კვარაცხელიას შესახებ:

"შთამბეჭდავია ის მანძილი, რომლის გავლასაც ახერხებს კვარაცხელია ბურთთან ერთად და ძალიან სახიფათოა ამ გარბენის ბოლოს. ის მთელ გუნდს რაღაცას აძლევს. ის არის საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, მაგრამ ვარსკვლავობის მიუხედავად, ისეთივე შეუპოვრობით მუშაობს დაცვაში, როგორც თავდასხმაში. ის მებრძოლია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ეს მის ბუნებაშია. მისი ასეთი შრომა ფრენკ რიბერის მაგონებს.

"ბაიერნის" ლეგენდები - რიბერი, რობენი და ლამი

შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი მადლიერები არიან კვარაცხელიას თანაგუნდელები, რომ ის მათ გვერდით თამაშობს და ყოველთვის გრძნობენ, მის გვერდით ყოფნას, თამაშის ნებისმიერ მომენტში.

ბურთთან მისი მუშაობის ძალის ფაქტორი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "არსენალის" წინააღმდეგ გადამწყვეტი იქნება და ეს მიბიძგებს ვიფიქრო იმ გამოწვევებზე, რომელსაც ჩემი კარიერის განმავლობაში გერმანიის ნაკრებში და "ბაიერნში" ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევხვდი. მახსოვს, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი არგენტინის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენ შევძელით ლიონელ მესის შეჩერება კოლექტიური დაცვის გზით და ნამდვილად კოსმოსური პასუხისმგებლობის აღებით

  • ჩვენ, მცველებმა ვიცოდით, რომ თუ ძალიან შორს დავდგებოდით ერთმანეთისგან ის (მესი) ისე მოგვექცეოდა, თითქოს ჯოხები ვართ და თვითონ თხილამურებით სრიალებს, მაგრამ თუ ძალიან ახლოს დავდგებოდით ერთმანეთთან, დაბნეულობა გაჩნდებოდა თუ ვისი პასუხისმგებლობა იქნებოდა მისი განეიტრალება

ვიპოვეთ საუკეთესო ბალანსი, მაგრამ ამას ბევრი ვარჯიში და ორგანიზება დასჭირდა.

კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშსაც დიდი მომზადება სჭირდებოდა, მაგრამ რონალდუ არ არის "დრიბლიატორი". მისი გამორჩეული ძლიერი მხარეები იმ დროს იყო სისწრაფე და დასრულება. მის წინააღმდეგ თამაშისას მთავარი იყო იმ სივრცის აღმოფხვრა, რომელშიც შესვლა და საბოლოო საშვის მიღება - გოლის გატანა სურდა", - წერს ფილიპ ლამი.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა პსჟ-სა და არსენალს შორის პარიზში, 7 მაისს გაიმართება.

ნახეთ ასევე: