მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პსჟ-მ "არსენალი" ლონდონში დაამარცხა - უშეღავათო ბრძოლა და "კვარას" მორიგი მასტერკლასი: რა შეფასება მიიღო ქართველმა?
პსჟ-მ "არსენალი" ლონდონში დაამარცხა - უშეღავათო ბრძოლა და "კვარას" მორიგი მასტერკლასი: რა შეფასება მიიღო ქართველმა?

ლონ­დონ­ში ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, სა­დაც ერ­თმა­ნეთს ლონ­დო­ნის არ­სე­ნა­ლი და პარი სენ-ჟერ­მე­ნი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მატ­ჩი პა­რი­ზე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით 0-1 დას­რულ­და.

არ­სე­ნა­ლის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა ასე­თი იყო: და­ვიდ რაია, იუ­რი­ენ ტიმ­ბე­რი, ვი­ლი­ამ სა­ლი­ბა, ია­ქუბ კი­ვი­ო­რი, მა­ილს ლუის სკე­ლი, მარ­ტინ ოდე­გო­რი, დეკ­ლან რა­ი­სი, მი­კელ მე­რი­ნო, ბუ­კა­იო საკა, ლე­ან­დრო ტრო­სა­რი, გაბ­რი­ელ მარ­ტი­ნე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა პსჟ-ს, პა­რი­ზუ­ლი გუნ­დი მო­ე­დან­ზე ამ შე­მად­გენ­ლო­ბით გა­ვი­და: ჯან­ლუ­ი­ჯი დო­ნა­რუ­მა, ნუნო მენ­დე­ში, ვი­ლი­ამ პაჩო, მარ­კი­ნი­ო­სი, აშ­რაფ ჰა­კი­მი, ფა­ბი­ან რუსი, ვი­ტი­ნია, ჟოაო ნე­ვე­ში, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, უს­მან დემ­ბე­ლე და დე­ზი­რე დუე.

  • პსჟ-მ პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან მო­ი­პო­ვა უპი­რა­ტე­სო­ბა. მატ­ჩის მე­ო­თხე წუთ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა - "კვა­რას" პასი გო­ლად უს­მან დემ­ბე­ლემ აქ­ცია და თა­ვი­სი გუნ­დი და­ა­წი­ნა­უ­რა.

ხვი­ჩას აქ­ტი­უ­რო­ბა გაგ­რძელ­და. ის სა­ჯა­რი­მო­ში ულა­მა­ზე­სი მოძ­რა­ო­ბით რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თელს შო­რის გაძ­ვრა, თუმ­ცა წა­იქ­ცა და დარ­ტყმა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა. 11-მეტ­რი­ა­ნი არ და­ნიშ­ნუ­ლა, თუმ­ცა ფა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლის აზ­რით, ამ მო­მენ­ტში პე­ნალ­ტი უნდა და­ნიშ­ნუ­ლი­ყო.

მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი მო­მენ­ტი­სა, პირ­ველ ტა­იმ­ში გოლი აღარ გა­სუ­ლა და ის პა­რი­ზუ­ლი კლუ­ბის გა­მარ­ჯვე­ბით 0-1 დას­რულ­და.

  • მე­ო­რე ტა­ი­მის და­სა­წყის­ში­ვე მი­კელ მე­რი­ნომ დო­ნა­რუ­მას კარ­ში გოლი გა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო - გა­უქ­მდა.

დარ­ჩე­ნილ დრო­ში მო­ე­დან­ზე უშე­ღა­ვა­თო ბრძო­ლა იყო, თუმ­ცა ან­გა­რი­ში აღარ შეც­ვლი­ლა. პა­რი­ზე­ლე­ბი შინ "არ­სე­ნალს" ერ­თბურ­თი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბით დახ­ვდე­ბი­ან და ფი­ნა­ლის­ტი სწო­რედ იმ მატჩში გა­ირ­კვე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­ფა­სე­ბას. ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­ი­ტის Flashscore-ის მი­ხედ­ვით, "კვა­რამ" 7,9 ქულა მი­ი­ღო, ამა­ვე სა­იტ­მა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქულა, პსჟ-ს მე­კა­რეს, დო­ნა­რუ­მას და­უ­წე­რა - 8-0.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად ვი­ტი­ნია და­სა­ხელ­და.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის გან­მე­ო­რე­ბი­თი შეხ­ვედ­რა პა­რიზ­ში 7 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

პსჟ-მ "არსენალი" ლონდონში დაამარცხა - უშეღავათო ბრძოლა და "კვარას" მორიგი მასტერკლასი: რა შეფასება მიიღო ქართველმა?

პსჟ-მ "არსენალი" ლონდონში დაამარცხა - უშეღავათო ბრძოლა და "კვარას" მორიგი მასტერკლასი: რა შეფასება მიიღო ქართველმა?

ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ლონდონის არსენალი და პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდნენ. მატჩი პარიზელების გამარჯვებით 0-1 დასრულდა.

არსენალის ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: დავიდ რაია, იურიენ ტიმბერი, ვილიამ სალიბა, იაქუბ კივიორი, მაილს ლუის სკელი, მარტინ ოდეგორი, დეკლან რაისი, მიკელ მერინო, ბუკაიო საკა, ლეანდრო ტროსარი, გაბრიელ მარტინელი.

რაც შეეხება პსჟ-ს, პარიზული გუნდი მოედანზე ამ შემადგენლობით გავიდა: ჯანლუიჯი დონარუმა, ნუნო მენდეში, ვილიამ პაჩო, მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი, ფაბიან რუსი, ვიტინია, ჟოაო ნევეში, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და დეზირე დუე.

  • პსჟ-მ პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა. მატჩის მეოთხე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა - "კვარას" პასი გოლად უსმან დემბელემ აქცია და თავისი გუნდი დააწინაურა.

ხვიჩას აქტიურობა გაგრძელდა. ის საჯარიმოში ულამაზესი მოძრაობით რამდენიმე ფეხბურთელს შორის გაძვრა, თუმცა წაიქცა და დარტყმა ვეღარ მოახერხა. 11-მეტრიანი არ დანიშნულა, თუმცა ფანების დიდი ნაწილის აზრით, ამ მომენტში პენალტი უნდა დანიშნულიყო.

მიუხედავად არაერთი მომენტისა, პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა და ის პარიზული კლუბის გამარჯვებით 0-1 დასრულდა.

  • მეორე ტაიმის დასაწყისშივე მიკელ მერინომ დონარუმას კარში გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო - გაუქმდა.

დარჩენილ დროში მოედანზე უშეღავათო ბრძოლა იყო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. პარიზელები შინ "არსენალს" ერთბურთიანი უპირატესობით დახვდებიან და ფინალისტი სწორედ იმ მატჩში გაირკვევა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას შეფასებას. ანალიტიკური საიტის Flashscore-ის მიხედვით, "კვარამ" 7,9 ქულა მიიღო, ამავე საიტმა ყველაზე მაღალი ქულა, პსჟ-ს მეკარეს, დონარუმას დაუწერა - 8-0.

ოფიციალურად კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ვიტინია დასახელდა.

ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა პარიზში 7 მაისს გაიმართება.

იხილეთ ასევე: