კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავიქეცი საავადმყოფოდან და არ მიმიღეს სხვა კლინიკაში..." - იულია ვანი მიხეილ ხუბუტიას თავდასხმის შესახებ ახალ დეტალებს ჰყვება: ის კლინიკაში ქსენია სობჩაკმა მოინახულა
"გავიქეცი საავადმყოფოდან და არ მიმიღეს სხვა კლინიკაში..." - იულია ვანი მიხეილ ხუბუტიას თავდასხმის შესახებ ახალ დეტალებს ჰყვება: ის კლინიკაში ქსენია სობჩაკმა მოინახულა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ახალ­გაზ­რდა რუს­მა ქალ­მა იუ­ლია ვან­მა თა­ვის გა­მომ­წე­რებს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი აც­ნო­ბა - ქა­ლის თქმით, ღა­მით მის სახ­ლში ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი, მოს­კო­ვის ოლ­ქის ვაჭ­რო­ბის ექსმი­ნის­ტრი, ქარ­თვე­ლი მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია შე­იჭ­რა. მა­მა­კა­ცი იუ­ლი­ას სას­ტი­კად გა­უს­წორ­და და ცუ­ლით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

იუ­ლია ვანი ჯერ კი­დევ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია და მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია.

და­ზა­რა­ლე­ბულს სურს ხუ­ბუ­ტია კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ი­სა­ჯოს. ბიზ­ნეს­ვუ­მენ­მა ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ქსე­ნია სობ­ჩაკს, რო­მე­ლიც რე­ზო­ნან­სულ ის­ტო­რი­ებს აშუ­ქებს.

"ახლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გავ­დი­ვარ. ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი, ფი­ზი­კუ­რად და მო­რა­ლუ­რად მო­ვე­დი გონს. ბევ­რი რამ მოხ­და. აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს მო­გიყ­ვე­ბით: რო­გორ გა­ვი­ქე­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და რო­გორ არ მი­მი­ღეს სხვა კლი­ნი­კა­ში... მაგ­რამ კარ­გი ამ­ბა­ვიც არის - გუ­შინ მო­ვი­და ჩემ­თან ქსე­ნია სობ­ჩა­კი. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა - მე ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად მო­ვუ­ყე­ვი, მთე­ლი ის­ტო­რია მოვ­ყე­ვი. ამ დრო­ის­თვის ჩვენ გვაქვს თავ­დამ­სხმე­ლის და­ნა­შა­უ­ლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა - კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს მისი სახე, მან­ქა­ნა. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც და­მეხ­მა­რა, ვინც მხა­რი და­მი­ჭი­რა“, - ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით გა­ნა­ცხა­და 29 წლის ვან­მა.

  • თა­ვად მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, მე­დი­ას­თან უარ­ყოფს 29 წლით უმ­ცროს იუ­ლია ვა­ნის ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. იუ­ლი­ა­სა და მი­ხე­ილს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ. მა­მა­კა­ცი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ტრა­გე­დი­ის დროს სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და,თუმ­ცა ქალი დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა თავ­დას­ხმას და აღ­ნიშ­ნა, რომ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა.

"დღეს ღა­მით ჩემ­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე ჩემს სახ­ლში ცუ­ლით შე­მო­იჭ­რა მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია, და­მიჭ­რა კი­დუ­რე­ბი, მირ­ტყა თავ­ში. ამ დროს მე­ზო­ბელ ოთახ­ში ეძი­ნათ ჩემს ქა­ლიშ­ვილ­სა და ძი­ძას. 2018 წლი­დან ამ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვი­ყა­ვი, გვყავს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი.

2024 წლის დე­კემ­ბერ­ში დავ­შორ­დით, რის შემ­დე­გაც მე­მუქ­რე­ბო­და ბავ­შვის წარ­თმე­ვით, მთე­ლი ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მო­კეტვით, არა­ერ­თხელ თქვა, რომ ბავ­შვი არ სჭირ­დე­ბო­და, და­ლე­წა და და­ა­ზი­ა­ნა ჩემი პი­რა­დი ნივ­თე­ბი. ახლა ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვიმ­ყო­ფე­ბი, ხე­ლებ­სა და ფე­ხებ­ზე ღრმა ჭრი­ლო­ბე­ბი მაქვს გა­კე­რი­ლი. გთხოვთ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­ზი­ა­რეთ მხო­ლოდ ასე არ დარ­ჩე­ბა ეს საქ­მე და­უს­ჯე­ლი“, - წერ­და იუ­ლია რამ­დე­ნი­მე დღის წინ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"გავიქეცი საავადმყოფოდან და არ მიმიღეს სხვა კლინიკაში..." - იულია ვანი მიხეილ ხუბუტიას თავდასხმის შესახებ ახალ დეტალებს ჰყვება: ის კლინიკაში ქსენია სობჩაკმა მოინახულა

"გავიქეცი საავადმყოფოდან და არ მიმიღეს სხვა კლინიკაში..." - იულია ვანი მიხეილ ხუბუტიას თავდასხმის შესახებ ახალ დეტალებს ჰყვება: ის კლინიკაში ქსენია სობჩაკმა მოინახულა

რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა რუსმა ქალმა იულია ვანმა თავის გამომწერებს შემზარავი ამბავი აცნობა - ქალის თქმით, ღამით მის სახლში ყოფილი პარტნიორი, მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ექსმინისტრი, ქართველი მიხეილ ხუბუტია შეიჭრა. მამაკაცი იულიას სასტიკად გაუსწორდა და ცულით ჭრილობები მიაყენა.

იულია ვანი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია და მიღებული დაზიანებების გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

დაზარალებულს სურს ხუბუტია კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. ბიზნესვუმენმა ინტერვიუ მისცა ქსენია სობჩაკს, რომელიც რეზონანსულ ისტორიებს აშუქებს.

"ახლა საავადმყოფოში რეაბილიტაციას გავდივარ. ამ დღეების განმავლობაში გამოვჯანმრთელდი, ფიზიკურად და მორალურად მოვედი გონს. ბევრი რამ მოხდა. აუცილებლად ყველაფერს მოგიყვებით: როგორ გავიქეცი საავადმყოფოდან და როგორ არ მიმიღეს სხვა კლინიკაში... მაგრამ კარგი ამბავიც არის - გუშინ მოვიდა ჩემთან ქსენია სობჩაკი. ჩვენ მოვახერხეთ ინტერვიუს ჩაწერა - მე ყველაფერი დეტალურად მოვუყევი, მთელი ისტორია მოვყევი. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს თავდამსხმელის დანაშაულის დასამტკიცებლად ყველა მტკიცებულება - კამერებმა დააფიქსირეს მისი სახე, მანქანა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დამეხმარა, ვინც მხარი დამიჭირა“, - ცრემლიანი თვალებით განაცხადა 29 წლის ვანმა.

  • თავად მიხეილ ხუბუტია, რომელიც ამ დროისთვის დაკავებული არ არის, მედიასთან უარყოფს 29 წლით უმცროს იულია ვანის ცემაში მონაწილეობას. იულიასა და მიხეილს საერთო ქალიშვილი ჰყავთ. მამაკაცი ირწმუნება, რომ ტრაგედიის დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა,თუმცა ქალი დეტალურად აღწერა თავდასხმას და აღნიშნა, რომ სასწაულებრივად გადარჩა.

"დღეს ღამით ჩემზე თავდასხმა განხორციელდა. დაახლოებით 23:00 საათზე ჩემს სახლში ცულით შემოიჭრა მიხეილ ხუბუტია, დამიჭრა კიდურები, მირტყა თავში. ამ დროს მეზობელ ოთახში ეძინათ ჩემს ქალიშვილსა და ძიძას. 2018 წლიდან ამ ადამიანთან ურთიერთობაში ვიყავი, გვყავს საერთო ქალიშვილი.

2024 წლის დეკემბერში დავშორდით, რის შემდეგაც მემუქრებოდა ბავშვის წართმევით, მთელი ქონების ჩამორთმევით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტვით, არაერთხელ თქვა, რომ ბავშვი არ სჭირდებოდა, დალეწა და დააზიანა ჩემი პირადი ნივთები. ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ხელებსა და ფეხებზე ღრმა ჭრილობები მაქვს გაკერილი. გთხოვთ მაქსიმალურად გააზიარეთ მხოლოდ ასე არ დარჩება ეს საქმე დაუსჯელი“, - წერდა იულია რამდენიმე დღის წინ.

წაიკითხეთ ასევე: