სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკორა ჯგუფი" კვების ტექნოლოგიების პროგრამის კიდევ 4 სტუდენტს ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს
"ნიკორა ჯგუფი" კვების ტექნოლოგიების პროგრამის კიდევ 4 სტუდენტს ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს

„ნი­კო­რა ჯგუ­ფი“, რო­მე­ლიც ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ბიზ­ნეს სუ­ბი­ექ­ტია, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის მხარ­და­ჭე­რას აგ­რძე­ლებს. ის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დი­ას გა­დას­ცემს და ცდი­ლობს, ამ გზით მათ მო­ტი­ვა­ცია გა­უძ­ლი­ე­როს, რომ უკეთ ის­წავ­ლონ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ. სტი­პენ­დია უმაღ­ლე­სი GPI-ს მქო­ნე სტუ­დენ­ტებს ყო­ველ­თვი­უ­რად გა­და­ე­ცე­მა.

რო­გორც „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ნონა ძნე­ლა­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, მათ­თვის გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კულ­ტუ­რა ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზეა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქვე­ყა­ნა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ტექ­ნო­ლო­გე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის. „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ კვე­ბის ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს სუ­ბი­ექ­ტია და ერ­თგვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ქვეყ­ნის წი­ნა­შე, რომ ხელი შე­უ­წყოს სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ტექ­ნო­ლო­გე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ამ სა­კი­თხის გა­დაჭ­რის სა­უ­კე­თე­სო გზად სწო­რედ კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა, მათი მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და­ვი­სა­ხეთ. ამის ერთ-ერთი გზა კი მათ­თვის სტი­პენ­დი­ის და­ნიშ­ვნაა. პა­რა­ლე­ლუ­რად, სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცით, ჩვე­ნი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­წარ­მო­ებ­ში პრაქ­ტი­კულ უნარ-ჩვე­ვებს და­უფ­ლე­ბოდ­ნენ, გას­ცნო­ბოდ­ნენ პრო­დუქ­ცი­ის დამ­ზა­დე­ბის ეტა­პებს და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბი­სას თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბიც ჰქო­ნო­დათ. ჩვე­ნი მცი­რე­დი წვლი­ლის შე­ტა­ნით ვცდი­ლობთ, და­ვეხ­მა­როთ დარ­გს იმ პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა­ში, რო­მე­ლიც ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნა­ში კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობს“, - აღ­ნიშ­ნავს ნონა ძნე­ლა­ძე.

სტი­პენ­დია აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მე-3 და მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტებს გა­და­ე­ცე­მათ. მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრში სტი­პენ­დი­ა­ტე­ბი არი­ან: ლიზი ნუ­ცუ­ბი­ძე, გი­ორ­გი ნა­რო­უშ­ვი­ლი, სო­ფიო ჭუმ­ბუ­რი­ძე და ნანო გოგ­ბე­რაშ­ვი­ლი. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა­ვენ, „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ სტი­პენ­დია მარ­თლაც დიდი მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მი აღ­მოჩ­ნდა უკეთ რომ ეს­წავ­ლათ.

გი­ორ­გი ნა­რო­უშ­ვი­ლი: „ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც აკე­თებ საქ­მეს რო­მე­ლიც გიყ­ვარს და ამავდრო­უ­ლად, კარგ ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც იღებ. სწო­რედ ეს მაძ­ლევ­და მო­ტი­ვა­ცი­ას, რომ მეს­წავ­ლა. ახ­ლა­ხან კი „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ სტი­პენ­დი­ა­ტიც გავ­ხდი, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი მო­ტი­ვა­ცია აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის. შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ შრო­მა და სწავ­ლა და­მი­ფას­და. ჩემი მი­ზა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა, მი­ნი­მა­ლუ­რი ქულა ამე­ღო და უბ­რა­ლოდ კურ­სი­დან კურ­სზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. ყო­ველ­თვის მინ­დო­და მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და სტი­პენ­დი­ამ და­მა­ნა­ხა, რომ ეს შრო­მა და­მი­ფას­და.“

ლიზი ნუ­ცუ­ბი­ძე: „ჩემი აზ­რით, სტუ­დენ­ტთა მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ. პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნებს სწავ­ლის სურ­ვილს გვიღ­ვი­ძებს მი­ზა­ნი, რო­მელ­საც და­ვი­სა­ხავთ ხოლ­მე. სწო­რედ, მიზ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვის უდი­დე­სი ჟინი გვაძ­ლევს დიდ ენერ­გი­ას. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობ, სტი­პენ­დი­ე­ბი და მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი სტუ­დენტს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. ეს უკა­ნას­კნე­ლი გვა­ნა­ხებს, რომ სწავ­ლა უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­სა­ღე­ბია. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, მე სა­ერ­თოდ არ ვე­ლო­დი „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ სტი­პენ­დი­ა­ტი თუ გავ­ხდე­ბო­დი. ალ­ბათ, ძა­ლი­ან დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა იმ დღის ემო­ცი­ე­ბი ჩემს გულ­ში, როცა ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე. და­მა­ჯე­რეს, რომ სწავ­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი და ნა­თე­ლი შე­დე­გი.“

სო­ფიო ჭუმ­ბუ­რი­ძე: „ იმი­სათ­ვის, რომ გქონ­დეს მო­ტი­ვა­ცია, ერთი მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მო და სას­წავ­ლო პროგ­რა­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მე­ო­რე მხრივ, მხარ­და­ჭე­რა, რო­მელ­საც გა­რე­დან, კერ­ძო სექ­ტო­რის­გან ვი­ღებთ, ამი­ტომ სტი­პენ­დია გარ­კვე­ულ მო­ტი­ვა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს ჩვენ­თვის. ვი­ცო­დი, რომ „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ მხარს უჭერ­და წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს და რო­დე­საც მეც მი­ვი­ღე შე­ტყო­ბი­ნე­ბა ამის შე­სა­ხებ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და“.

ნანო გოგ­ბე­რაშ­ვი­ლი: „ ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ვცდი­ლობთ, მუდ­მი­ვად ვი­მუ­შა­ოთ სა­კუ­თარ თავ­ზე და უკე­თეს შე­დეგს მი­ვაღ­წი­ოთ. ამა­ში გვეხ­მა­რე­ბა „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დი­აც, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გა­სულ წელს გა­ვი­გე მა­ღა­ლი კურ­სე­ლის­გან და მა­შინ­ვე მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, რომ მეც გავმხდა­რი­ყა­ვი სტი­პენ­დი­ა­ტი. უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცი­ით გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა და მი­ზანს მი­ვაღ­წიე კი­დეც. ასე­თი ტი­პის მხარ­და­ჭე­რა სტუ­დენ­ტებს გვაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ ჩვე­ნი შრო­მა ფას­დე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უწყობს ხელს.“

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს და მის გაგ­რძე­ლე­ბას სა­მო­მავ­ლო­დაც აპი­რებს.

სტი­პენ­დი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ - გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რის“ ფარ­გლებ­ში, ახორ­ცი­ე­ლებს მთის სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მას.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ნიკორა ჯგუფი" კვების ტექნოლოგიების პროგრამის კიდევ 4 სტუდენტს ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს

"ნიკორა ჯგუფი" კვების ტექნოლოგიების პროგრამის კიდევ 4 სტუდენტს ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს

„ნიკორა ჯგუფი“, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს სუბიექტია, ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას აგრძელებს. ის კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიას გადასცემს და ცდილობს, ამ გზით მათ მოტივაცია გაუძლიეროს, რომ უკეთ ისწავლონ და პროფესიონალები ჩამოყალიბდნენ. სტიპენდია უმაღლესი GPI-ს მქონე სტუდენტებს ყოველთვიურად გადაეცემა.

როგორც „ნიკორა ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი ნონა ძნელაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მათთვის განათლების მხარდაჭერა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

„საქართველოში გასტრონომიული კულტურა ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყანა პროფესიონალი ტექნოლოგების ნაკლებობას განიცდის. „ნიკორა ჯგუფი“ კვების ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი, წარმატებული ბიზნეს სუბიექტია და ერთგვარი ვალდებულება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ ხელი შეუწყოს სფეროს განვითარებას, კვების ტექნოლოგიის პროფესიის პოპულარიზაციას, ტექნოლოგების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. ამ საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზად სწორედ კვების ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების მხარდაჭერა, მათი მოტივაციის ამაღლება დავისახეთ. ამის ერთ-ერთი გზა კი მათთვის სტიპენდიის დანიშვნაა. პარალელურად, სტუდენტებს შესაძლებლობა მივეცით, ჩვენი შვილობილი კომპანიების საწარმოებში პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დაუფლებოდნენ, გასცნობოდნენ პროდუქციის დამზადების ეტაპებს და სწავლის დასრულებისას თეორიული ცოდნის პარალელურად მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც ჰქონოდათ. ჩვენი მცირედი წვლილის შეტანით ვცდილობთ, დავეხმაროთ დარგს იმ პრობლემის აღმოფხვრაში, რომელიც ზოგადად, ქვეყანაში კვების ტექნოლოგიის მიმართულებით არსებობს“, - აღნიშნავს ნონა ძნელაძე.

სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს გადაეცემათ. მიმდინარე სემესტრში სტიპენდიატები არიან: ლიზი ნუცუბიძე, გიორგი ნაროუშვილი, სოფიო ჭუმბურიძე და ნანო გოგბერაშვილი. როგორც თავად აღნიშნავენ, „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდია მართლაც დიდი მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა უკეთ რომ ესწავლათ.

გიორგი ნაროუშვილი: „ძალიან სასიამოვნოა, როდესაც აკეთებ საქმეს რომელიც გიყვარს და ამავდროულად, კარგ ანაზღაურებასაც იღებ. სწორედ ეს მაძლევდა მოტივაციას, რომ მესწავლა. ახლახან კი „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატიც გავხდი, რაც ასევე ძალიან დიდი მოტივაცია აღმოჩნდა ჩემთვის. შეგრძნება მქონდა, რომ შრომა და სწავლა დამიფასდა. ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, მინიმალური ქულა ამეღო და უბრალოდ კურსიდან კურსზე გადავსულიყავი. ყოველთვის მინდოდა მაქსიმალური გამეკეთებინა და სტიპენდიამ დამანახა, რომ ეს შრომა დამიფასდა.“

ლიზი ნუცუბიძე: „ჩემი აზრით, სტუდენტთა მთავარი მოტივაცია რამდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველ რიგში, ადამიანებს სწავლის სურვილს გვიღვიძებს მიზანი, რომელსაც დავისახავთ ხოლმე. სწორედ, მიზნებისკენ სწრაფვის უდიდესი ჟინი გვაძლევს დიდ ენერგიას. გარდა ამისა, ვფიქრობ, სტიპენდიები და მსგავსი აქტივობები სტუდენტს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ეს უკანასკნელი გვანახებს, რომ სწავლა უსაზღვრო შესაძლებლობების გასაღებია. სიმართლე რომ გითხრათ, მე საერთოდ არ ველოდი „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი თუ გავხდებოდი. ალბათ, ძალიან დიდხანს დარჩება იმ დღის ემოციები ჩემს გულში, როცა ეს ამბავი გავიგე. დამაჯერეს, რომ სწავლას ყოველთვის აქვს აზრი და ნათელი შედეგი.“

სოფიო ჭუმბურიძე: „ იმისათვის, რომ გქონდეს მოტივაცია, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გარემო და სასწავლო პროგრამა უნივერსიტეტში და მეორე მხრივ, მხარდაჭერა, რომელსაც გარედან, კერძო სექტორისგან ვიღებთ, ამიტომ სტიპენდია გარკვეულ მოტივაციას წარმოადგენს ჩვენთვის. ვიცოდი, რომ „ნიკორა ჯგუფი“ მხარს უჭერდა წარმატებულ სტუდენტებს და როდესაც მეც მივიღე შეტყობინება ამის შესახებ, ძალიან გამიხარდა“.

ნანო გოგბერაშვილი: „ ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში ვცდილობთ, მუდმივად ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. ამაში გვეხმარება „ნიკორა ჯგუფის“ სახელობითი სტიპენდიაც, რომლის შესახებაც გასულ წელს გავიგე მაღალი კურსელისგან და მაშინვე მიზნად დავისახე, რომ მეც გავმხდარიყავი სტიპენდიატი. უფრო მეტი მოტივაციით გავაგრძელე სწავლა და მიზანს მივაღწიე კიდეც. ასეთი ტიპის მხარდაჭერა სტუდენტებს გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი შრომა ფასდება. საბოლოოდ, პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.“

როგორც უკვე აღვნიშნეთ „ნიკორა ჯგუფი“ უკვე რამდენიმე წელია აღნიშნულ პროექტს ახორციელებს და მის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებს.

სტიპენდიის პარალელურად, „ნიკორა ჯგუფი“ - განათლების მხარდამჭერის“ ფარგლებში, ახორციელებს მთის სკოლების დახმარების პროგრამას.

NS