საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული... ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ" - ჟორჟოლიანი
"ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული... ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ" - ჟორჟოლიანი

ჯერ დაგ­ვა­ყა­და­ღეს და გვი­თხრეს გა­ჩერ­დით და არ შევ­ჩერ­დით. ახლა მე­ო­რე ეტა­პი იყო, ჩხრე­კა­ზე შე­მო­ვიდ­ნენ, მი­თხრეს, რომ კი­დევ შე­ჩერ­დით. მე არ შევ­ჩერ­დე­ბი-შემ­დეგ ეტაპ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ ბრალს წა­მი­ყე­ნე­ბენ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­მი­ბა­რე­ბენ სა­ზე­ი­მოდ და ისევ არ შევ­ჩერ­დე­ბი. ბო­ლოს მე­ტყვი­ან, თუ არ მო­ის­ვე­ნებ ბორ­კილს და­გა­დებთ, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ნუ­კას ფონ­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს მას შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რამ მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კა და­ას­რუ­ლა.

  • ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ი­ღეს ტექ­ნი­კა.

„წინ იდგა ძა­ლი­ან გა­მოპ­რან­ჭუ­ლი პრო­კუ­რო­რი ქალი. ვფიქ­რობ, დი­ლის 9 სა­ა­თის­თვის ზედ­მე­ტად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო. რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ ხე­ლის მო­კი­დე­ბას აპი­რებ­დნენ, რათა ტე­ლე­ფო­ნი წა­ერ­თვათ, მე მი­ვე­ცი, რად­გან საბა იყო სახ­ლში. არ მინ­დო­და ამის­თვის ეყუ­რე­ბი­ნა. ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი რე­აქ­ცია, რა­ზეც ჰქონ­დათ ეს იყო „ლა­ი­ვი“. ვუხ­სნი­დი, რომ მათ მი­მართ ნდო­ბა არ მქონ­და. ეს იყო ჩემი დაც­ვა მა­ნამ, სა­ნამ ად­ვო­კა­ტი მო­ვი­დო­და. არც აპი­რებ­დნენ ჩხრე­კის და­წყე­ბას, სა­ნამ „ლა­ივს“ არ გავ­თი­შავ­დი. იცით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო სუს-ის ეპი­ზო­დი. პრო­კუ­რა­ტუ­რა რა­საც აკე­თებ­და, სუს-ი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უწევ­და. სუს-ი ეუბ­ნე­ბო­და, რა უნდა ექნა პრო­კუ­რა­ტუ­რას. ისი­ნი ანიშ­ნებ­დნენ, პრო­კუ­რა­ტუ­რა იმის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებ­და.

მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი იყო ფონ­დის დო­კუ­მენ­ტა­ცია. ამო­ი­ღეს სა­ბას ნათ­ლო­ბის ვი­დე­ო­ე­ბით და­წყე­ბუ­ლი, მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბის დღით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ტექ­ნი­კაც ამო­ი­ღეს. ამო­ი­ღეს ისე­თი ძვე­ლი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მე­ლიც არ ირ­თვე­ბა. ამო­ი­ღეს ე.წ. ფლეშ­კე­ბი, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლის არის.

ჯერ დაგ­ვა­ყა­და­ღეს და გვი­თხრეს გა­ჩერ­დით, შე­ჩერ­დით და არ შევ­ჩერ­დით. ახლა მე­ო­რე ეტა­პი იყო, ჩხრე­კა­ზე შე­მო­ვიდ­ნენ, მი­თხრეს, რომ კი­დევ შე­ჩერ­დით. მე არ შევ­ჩერ­დე­ბი. ახლა შემ­დეგ ეტაპ­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრალს წა­მი­ყე­ნე­ბენ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­მი­ბა­რე­ბენ სა­ზე­ი­მოდ, შემ­დეგ ისევ არ შევ­ჩერ­დე­ბი. ბო­ლოს მე­ტყვი­ან, თუ არ მო­ის­ვე­ნებ ბორ­კილს და­გა­დებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას, თუ წინა გან­ცხა­დე­ბა­ში იყო „სა­ხელ­მწი­ფოს გა­დატ­რი­ა­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა“ და ასე შემ­დეგ, დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­სნი­ლია. იქ არის ის, რომ პირ­და­პირ წე­რია ქველ­მოქ­მე­დე­ბის გამო წაგ­ვი­ყე­ნეს ბრა­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, „ნა­ნუ­კას ფონ­დის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კა დას­რულ­და. სა­ცხოვ­რებ­ლის სა­დარ­ბა­ზო­დან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გას­ვლას კორ­პუს­თან შეკ­რე­ბი­ლე­ბის მხრი­დან ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი - "რუ­სე­ბო"; "მო­ნე­ბო".

პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩხრე­კის ჩა­სა­ტა­რებ­ლად „ნა­ნუ­კას ფონ­დის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის სახ­ლში დღეს, დი­ლით შე­ვიდ­ნენ. უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვის­ტის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნე­ბი გა­ჩხრი­კეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, საქ­მე ეხე­ბა სა­ბო­ტა­ჟის, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში სა­ბო­ტა­ჟის მცდე­ლო­ბის, უცხო­ე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის და უცხო­ე­თის კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის მტრულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ფი­ნან­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული... ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ" - ჟორჟოლიანი

"ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული... ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ" - ჟორჟოლიანი

ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს გაჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით. მე არ შევჩერდები-შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ და ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ, - ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, როდესაც პროკურატურამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულა.

  • ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ტექნიკა.

„წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი. ვფიქრობ, დილის 9 საათისთვის ზედმეტად მოწესრიგებული იყო. როდესაც მივხვდი, რომ ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რათა ტელეფონი წაერთვათ, მე მივეცი, რადგან საბა იყო სახლში. არ მინდოდა ამისთვის ეყურებინა. ყველაზე სერიოზული რეაქცია, რაზეც ჰქონდათ ეს იყო „ლაივი“. ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდობა არ მქონდა. ეს იყო ჩემი დაცვა მანამ, სანამ ადვოკატი მოვიდოდა. არც აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, სანამ „ლაივს“ არ გავთიშავდი. იცით, ძალიან საინტერესო იყო სუს-ის ეპიზოდი. პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუს-ი მეთვალყურეობას უწევდა. სუს-ი ეუბნებოდა, რა უნდა ექნა პროკურატურას. ისინი ანიშნებდნენ, პროკურატურა იმის მიხედვით მოქმედებდა.

მთავარი ამბავი იყო ფონდის დოკუმენტაცია. ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული. ტექნიკაც ამოიღეს. ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომელიც არ ირთვება. ამოიღეს ე.წ. ფლეშკები, რომელიც ჩემი შვილის არის.

ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს გაჩერდით, შეჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით. მე არ შევჩერდები. ახლა შემდეგ ეტაპზე სავარაუდოდ, ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ, შემდეგ ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ.

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, თუ წინა განცხადებაში იყო „სახელმწიფოს გადატრიალების დაფინანსება“ და ასე შემდეგ, დღეს ეს ყველაფერი მოხსნილია. იქ არის ის, რომ პირდაპირ წერია ქველმოქმედების გამო წაგვიყენეს ბრალი“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დასრულდა. საცხოვრებლის სადარბაზოდან პოლიციელების გასვლას კორპუსთან შეკრებილების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისმოდა შეძახილები - "რუსებო"; "მონებო".

პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში დღეს, დილით შევიდნენ. უწყების წარმომადგენლებმა ასევე, რამდენიმე აქტივისტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.