Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 წესი 102 წლის კვების ექსპერტისგან, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ
7 წესი 102 წლის კვების ექსპერტისგან, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

102 წლის კვე­ბის პრო­ფე­სო­რის 7 რჩე­ვა, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც ხან­გრძლი­ვი და ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტი­აა.

კა­ლი­ფორ­ნი­ის, ლომა ლინ­დას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორმ, ადოქ­ტორ­მა ჯონ შარ­ფენ­ბერ­გმა,ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა.

1923 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ექი­მი და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რობს, მთელ მსოფ­ლი­ო­ში მოგ­ზა­უ­რობს, მარ­თავს მან­ქა­ნას და გო­ნებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რია.

დოქ­ტორ­მა შარ­ფენ­ბერ­გმა უარ­ყო აზრი, რომ მისი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა­ში გე­ნე­ტი­კა თა­მა­შობს რა­ი­მე როლს. მისი თქმით, დე­და­მი­სი 60 წლის მიღ­წე­ვის შემ­დეგ ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მამა 76 წლის ასაკ­ში გუ­ლის შე­ტე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

ექი­მის თქმით, ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი (რო­გო­რი­ცაა გუ­ლის შე­ტე­ვე­ბი, ინ­სულ­ტი, დი­ა­ბე­ტი), რომ­ლე­ბიც გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის დაქ­ვე­ი­თე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზე­ბია, შე­იძ­ლე­ბა, მისი 7 წე­სის გა­მო­ყე­ნე­ბით თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი.

კვე­ბის პრო­ფე­სო­რის თქმით­ვე, მისი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა არა მხო­ლოდ გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ, არა­მედ, უფრო ხან­გრძლი­ვად ცხოვ­რე­ბა­შიც.

დოქ­ტორ შარ­ფენ­ბერ­გის 7 წესი:

  • წესი 1 - არა­სო­დეს მო­წი­ოთ!

ამ­ბობს, რომ თვი­თონ არას­დროს მო­უ­წე­ვია. მი­სი­ვე თქმით, მან გა­ით­ვა­ლის­წი­ნა თამ­ბა­ქოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის საფრ­თხე­ე­ბი, რაც 1964 წლი­დან­ვე კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი და დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი.

დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ მო­წე­ვა სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნოს აზი­ა­ნებს.

  • წესი 2 - გა­და­ა­ფა­სეთ თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით

მო­წე­ვის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის გარ­და, დოქ­ტო­რი შარ­ფენ­ბერ­გი თავს იკა­ვებს ალ­კოჰო­ლის­გა­ნაც.

მი­უ­ხე­და­ვად კვლე­ვე­ბი­სა, რო­მელ­თა თა­ნახ­მა­დაც, ალ­კოჰო­ლის მსუ­ბუ­ქად მი­ღე­ბას ან ზო­გი­ერ­თი სასმლის მოხ­მა­რე­ბას, სარ­გე­ბე­ლიც კი მო­აქვს, ამას ბა­ტო­ნი შარ­ფენ­ბერ­გი არ იზი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ ალ­კოჰო­ლის მცი­რე მოხ­მა­რე­ბაც კი ზრდის კი­ბოს რისკს.

მისი გან­წყო­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­თი­თე­ბებს ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ალ­კოჰო­ლის­გან სრუ­ლი თავ­შე­კა­ვე­ბა ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო არ­ჩე­ვა­ნია.

  • წესი 3 - ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით 40 წლის შემ­დეგ

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი ვარ, ვფიქ­რობ, რომ ვარ­ჯი­ში კვე­ბა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - ამ­ბობს დოქ­ტო­რი.

ექი­მის რწმე­ნით, ვარ­ჯი­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შუა - 40-დან 70 წლამ­დე ასაკ­შია.

"ეს არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ის­ვე­ნე­ბენ, მეტი ფული აქვთ, მეტ საკ­ვებს ყი­დუ­ლო­ბენ, უფრო დიდი ხანი სხე­დან, მეტს ჭა­მენ... ეს არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის წე­სია".

პრო­ფე­სო­რის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის რუ­ტი­ნა ბაღ­ში მუ­შა­ო­ბა და სწრა­ფი სი­ა­რუ­ლია. მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და კვლე­ვის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დღე­ში ორ მილ­ზე (3.22კმ) მეტს და­დი­ან, გა­ცი­ლე­ბით დიდი ხანს ცო­ცხლო­ბენ.

  • წესი 4 - არა­ნა­ი­რი სა­სუსნა­ვი

დოქ­ტორ შარ­ფენ­ბერ­გის წე­სე­ბის ცენ­ტრში დგას აზრი, რომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ რას ჭამთ. ეს ჯან­სა­ღი წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

ექ­სპერ­ტი გვირ­ჩევს, კვე­ბის ჩვე­ვებ­ში მარ­ტი­ვი პრინ­ცი­პე­ბი დავ­ნერ­გოთ:

"სა­თა­ნა­დო დროს ჭა­მეთ. არ მი­ი­ღოთ არა­ნა­ი­რი “სნე­ქე­ბი”. ჭა­მეთ ბუ­ნებ­რი­ვი, და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი საკ­ვე­ბი".

  • წესი 5 - ეცა­დეთ, ამ საკ­ვებ­ზე სა­მუ­და­მოდ თქვათ უარი

დოქ­ტო­რი შარ­ფენ­ბერ­გი ბავ­შვო­ბი­დან იცავ­და ვე­გე­ტა­რი­ა­ნულ დი­ე­ტას.

100 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ამ­ბობს, რომ 20 წლის ასა­კი­დან ხორცს აღარ ჭამს. ამის ნაც­ვლად, ის სრუ­ლად მცე­ნა­რე­ულ კვე­ბას მის­დევს, თუმ­ცა, მისი რა­ცი­ო­ნი რძე­სა და კვერ­ცხსაც მო­ი­ცავს.

შარ­ფენ­ბერ­გის საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბი მან­გო, ხურ­მა, კარ­ტო­ფი­ლი, ასე­ვე, ნი­გო­ზი და მარ­ცვლე­უ­ლია.

მისი თქმით, ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კვე­ბა "ოპ­ტი­მა­ლუ­რია", რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ხორ­ცის ჭა­მამ შე­იძ­ლე­ბა, კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის რის­კი გა­ზარ­დოს.

  • წესი 6 - შე­ამ­ცი­რეთ ნა­ჯე­რი (სა­ტუ­რი­რე­ბუ­ლი) ცხი­მის მი­ღე­ბა

სა­ქონ­ლის, ღო­რი­სა და ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნა­ჯერ ცხი­მებს შე­ი­ცავს.

შე­სა­ბა­მი­სად, დოქ­ტო­რი შარ­ფენ­ბერ­გი ამ­ბობს, რომ ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი დი­ე­ტის დაც­ვა და ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მის მი­ღე­ბის აღ­მო­ფხვრა ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზაა, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ რის­კე­ბი, რაც მა­ღა­ლი ნა­ჯე­რი ცხი­მის მი­ღე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, მა­ღა­ლი წნე­ვა და ქო­ლეს­ტე­რი­ნი.

  • წესი 7 - უარი თქვით ტკბილ­ზე

შარ­ფენ­ბერ­გი მი­უ­თი­თებს მკა­ფიო კავ­შირ­ზე შაქ­რის მოხ­მა­რე­ბა­სა და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის გაზ­რდილ რისკსა და წო­ნის მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს შო­რის.

ის შაქ­რის მი­ღე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად რა­ცი­ო­ნის შეც­ვლას გვირ­ჩევს.

წყა­რო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

7 წესი 102 წლის კვების ექსპერტისგან, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

7 წესი 102 წლის კვების ექსპერტისგან, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

102 წლის კვების პროფესორის 7 რჩევა, რომელთა გათვალისწინებაც ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების გარანტიაა.

კალიფორნიის, ლომა ლინდას უნივერსიტეტის პროფესორმ, ადოქტორმა ჯონ შარფენბერგმა,ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის შესახებ საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

1923 წლის დეკემბერში დაბადებული ექიმი დამოუკიდებლად ცხოვრობს, მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, მართავს მანქანას და გონებრივად აქტიურია.

დოქტორმა შარფენბერგმა უარყო აზრი, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაში გენეტიკა თამაშობს რაიმე როლს. მისი თქმით, დედამისი 60 წლის მიღწევის შემდეგ ალცჰაიმერის დაავადებით გარდაიცვალა, ხოლო მამა 76 წლის ასაკში გულის შეტევის შედეგად დაიღუპა.

ექიმის თქმით, ასაკთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (როგორიცაა გულის შეტევები, ინსულტი, დიაბეტი), რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრების ხარისხის დაქვეითებისა და სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზებია, შეიძლება, მისი 7 წესის გამოყენებით თავიდან იქნეს აცილებული.

კვების პროფესორის თქმითვე, მისი ცხოვრებისეული წესების დაცვა არა მხოლოდ გულის დაავადებების პრევენციაში დაგეხმარებათ, არამედ, უფრო ხანგრძლივად ცხოვრებაშიც.

დოქტორ შარფენბერგის 7 წესი:

  • წესი 1 - არასოდეს მოწიოთ!

ამბობს, რომ თვითონ არასდროს მოუწევია. მისივე თქმით, მან გაითვალისწინა თამბაქოსთან დაკავშირებული ის საფრთხეები, რაც 1964 წლიდანვე კარგად იყო ცნობილი და დოკუმენტირებული.

დამტკიცებულია, რომ მოწევა სხეულის თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს.

  • წესი 2 - გადააფასეთ თქვენი დამოკიდებულება ალკოჰოლთან დაკავშირებით

მოწევისგან თავის შეკავების გარდა, დოქტორი შარფენბერგი თავს იკავებს ალკოჰოლისგანაც.

მიუხედავად კვლევებისა, რომელთა თანახმადაც, ალკოჰოლის მსუბუქად მიღებას ან ზოგიერთი სასმლის მოხმარებას, სარგებელიც კი მოაქვს, ამას ბატონი შარფენბერგი არ იზიარებს და ამბობს, რომ ალკოჰოლის მცირე მოხმარებაც კი ზრდის კიბოს რისკს.

მისი განწყობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ალკოჰოლისგან სრული თავშეკავება ყველაზე უსაფრთხო არჩევანია.

  • წესი 3 - ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ

"მიუხედავად იმისა, რომ ნუტრიციოლოგი ვარ, ვფიქრობ, რომ ვარჯიში კვებაზე უფრო მნიშვნელოვანია", - ამბობს დოქტორი.

ექიმის რწმენით, ვარჯიში ყველაზე მნიშვნელოვანი შუა - 40-დან 70 წლამდე ასაკშია.

"ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანები ისვენებენ, მეტი ფული აქვთ, მეტ საკვებს ყიდულობენ, უფრო დიდი ხანი სხედან, მეტს ჭამენ... ეს არასწორი ცხოვრების წესია".

პროფესორის ფიზიკური აქტივობის რუტინა ბაღში მუშაობა და სწრაფი სიარულია. მან ასევე განაცხადა კვლევის შესახებ, რომელმაც გამოავლინა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში ორ მილზე (3.22კმ) მეტს დადიან, გაცილებით დიდი ხანს ცოცხლობენ.

  • წესი 4 - არანაირი სასუსნავი

დოქტორ შარფენბერგის წესების ცენტრში დგას აზრი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ჭამთ. ეს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განაპირობებს.

ექსპერტი გვირჩევს, კვების ჩვევებში მარტივი პრინციპები დავნერგოთ:

"სათანადო დროს ჭამეთ. არ მიიღოთ არანაირი “სნექები”. ჭამეთ ბუნებრივი, დაუმუშავებელი საკვები".

  • წესი 5 - ეცადეთ, ამ საკვებზე სამუდამოდ თქვათ უარი

დოქტორი შარფენბერგი ბავშვობიდან იცავდა ვეგეტარიანულ დიეტას.

100 წელს გადაცილებული მამაკაცი ამბობს, რომ 20 წლის ასაკიდან ხორცს აღარ ჭამს. ამის ნაცვლად, ის სრულად მცენარეულ კვებას მისდევს, თუმცა, მისი რაციონი რძესა და კვერცხსაც მოიცავს.

შარფენბერგის საყვარელი საკვები მანგო, ხურმა, კარტოფილი, ასევე, ნიგოზი და მარცვლეულია.

მისი თქმით, ვეგეტარიანული კვება "ოპტიმალურია", რადგან ძალიან ბევრი ხორცის ჭამამ შეიძლება, კარდიოვასკულარული დაავადების რისკი გაზარდოს.

  • წესი 6 - შეამცირეთ ნაჯერი (სატურირებული) ცხიმის მიღება

საქონლის, ღორისა და ფრინველის ხორცი დიდი რაოდენობით ნაჯერ ცხიმებს შეიცავს.

შესაბამისად, დოქტორი შარფენბერგი ამბობს, რომ ვეგეტარიანული დიეტის დაცვა და ცხოველური ცხიმის მიღების აღმოფხვრა ყველაზე მარტივი გზაა, რათა თავიდან აიცილოთ რისკები, რაც მაღალი ნაჯერი ცხიმის მიღებასთანაა დაკავშირებული, მაგალითად, მაღალი წნევა და ქოლესტერინი.

  • წესი 7 - უარი თქვით ტკბილზე

შარფენბერგი მიუთითებს მკაფიო კავშირზე შაქრის მოხმარებასა და გულის დაავადების გაზრდილ რისკსა და წონის მატებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს შორის.

ის შაქრის მიღების შესამცირებლად რაციონის შეცვლას გვირჩევს.

წყარო