სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
National Geographic-ის ამერიკული გამოცემის  ფოტოგრაფმა თბილისში შემეცნებითი შეხვედრა გამართა
National Geographic-ის ამერიკული გამოცემის  ფოტოგრაფმა თბილისში შემეცნებითი შეხვედრა გამართა

სილ­ქნე­ტი­სა და ჟურ­ნალ National Geographic სა­ქარ­თვე­ლოს მო­რი­გი შე­მეც­ნე­ბი­თი შეხ­ვედ­რა “რა­დი­სონ ბლუ ივე­რი­ა­ში” გა­ი­მარ­თა. სა­გან­გე­ბოდ მოწ­ვე­ულ­მა სტუ­მარ­მა, ამე­რი­კუ­ლი National Geographic-ის ფო­ტოგ­რაფ­მა, მარკ თი­სენ­მა შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხან­გრძლი­ვი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა და სხვა­დას­ხვა სტა­ტი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს კადრს მიღ­მა გან­ვი­თა­რე­ბულ ამ­ბებ­ზე მო­უ­თხრო.

ფო­ტოგ­რა­ფი 1990 წლი­დან რე­დაქ­ცი­ის შტა­ტი­ა­ნი წევ­რია. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის აშუ­ქებ­და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტი­ლი­დან, გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს მძვინ­ვა­რე ტყის ხან­ძრე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის სტუ­დი­უ­რი პორ­ტრე­ტე­ბი, არ­ტე­ფაქ­ტე­ბი, მუ­ლა­ჟე­ბი.

სტა­ტია “სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ძი­ე­ბა­ში” , რო­მე­ლიც National Geographic სა­ქარ­თვე­ლოს აპ­რი­ლის ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და, ამე­რი­კე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის მარკ თი­სე­ნის, პა­ლე­ო­ან­თრო­პო­ლო­გე­ბი­სა და პა­ლე­ო­არ­ტის­ტის სა­ინ­ტე­რე­სო კო­ლა­ბო­რა­ცი­აა. უახ­ლეს კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით, მათ ახ­ლე­ბუ­რად და­ა­ნა­ხეს მკი­თხველს იდუ­მა­ლი ჰო­მი­ნი­ნე­ბის ახა­ლი სახე და მუ­ლა­ჟე­ბის შთამ­ბეჭ­და­ვი ფოტო მა­სა­ლით წარ­მოდ­გე­ნა შე­უქ­მნეს თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს ადა­მი­ა­ნის მი­ნი­მუმ ექვს სა­ხე­ო­ბა­ზე.

სილ­ქნე­ტი­სა და ჟურ­ნალ National Geographic სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შე­მეც­ნე­ბი­თი ლექ­ცი­ე­ბი 2022 წლი­დან იმარ­თე­ბა. ლექ­ცი­ე­ბი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რია და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებ­ზე, უშუ­ა­ლოდ სპი­კე­რის­გან მი­ი­ღონ პა­სუ­ხე­ბი. სილ­ქნე­ტი, ყო­ვე­ლი ასე­თი შე­მეც­ნე­ბი­თი შეხ­ვედ­რის ჩა­ნა­წერს ამ­ზა­დებს, რომ­ლის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია SilkTV-ის ვი­დე­ო­თე­კა­ში.

National Geographic ქარ­თულ ენა­ზე კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტის მხარ­და­ჭე­რით 2012 წლი­დან გა­მო­ი­ცე­მა. ერთ სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში ყო­ველ­თვი­უ­რად თავს იყ­რის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თე­მე­ბი, ავ­ტორ­თა სტა­ტი­ე­ბი, უახ­ლე­სი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის მიერ აღ­ბეჭ­დი­ლი უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბი, სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო, ის­ტო­რი­უ­ლი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თუ სო­ცი­ა­ლურ- ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი.

სილ­ქნე­ტის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ჟურ­ნა­ლის გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად მი­ი­ღებს ყო­ველ ახალ ნო­მერს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ნე­ბის­მი­ერ მი­სა­მარ­თზე. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მოქ­მე­დებს ფას­დაკ­ლე­ბა. ექ­სკლუ­ზი­ურ ფა­სად კი ჟურ­ნალ National Geographic სა­ქარ­თვე­ლოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლი შე­ი­ძენს თბი­ლის­ში, სილ­ქნე­ტის სამ ოფის­ში: პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­და­ნი #1; ცინ­ცა­ძის #2; ყაზ­ბე­გის #14;

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

National Geographic-ის ამერიკული გამოცემის  ფოტოგრაფმა თბილისში შემეცნებითი შეხვედრა გამართა

National Geographic-ის ამერიკული გამოცემის  ფოტოგრაფმა თბილისში შემეცნებითი შეხვედრა გამართა

სილქნეტისა და ჟურნალ National Geographic საქართველოს მორიგი შემეცნებითი შეხვედრა “რადისონ ბლუ ივერიაში” გაიმართა. საგანგებოდ მოწვეულმა სტუმარმა, ამერიკული National Geographic-ის ფოტოგრაფმა, მარკ თისენმა შეკრებილ საზოგადოებას ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მიღებული უნიკალური გამოცდილება გაუზიარა და სხვადასხვა სტატიაზე მუშაობის დროს კადრს მიღმა განვითარებულ ამბებზე მოუთხრო.

ფოტოგრაფი 1990 წლიდან რედაქციის შტატიანი წევრია. მრავალი წლის განმავლობაში ის აშუქებდა საინტერესო თემებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, გადაღებული აქვს მძვინვარე ტყის ხანძრები, საინტერესო ადამიანების სტუდიური პორტრეტები, არტეფაქტები, მულაჟები.

სტატია “სხვა ადამიანების ძიებაში” , რომელიც National Geographic საქართველოს აპრილის ნომერში დაიბეჭდა, ამერიკელი ფოტოგრაფის მარკ თისენის, პალეოანთროპოლოგებისა და პალეოარტისტის საინტერესო კოლაბორაციაა. უახლეს კვლევებზე დაყრდნობით, მათ ახლებურად დაანახეს მკითხველს იდუმალი ჰომინინების ახალი სახე და მულაჟების შთამბეჭდავი ფოტო მასალით წარმოდგენა შეუქმნეს თანამედროვეებს ადამიანის მინიმუმ ექვს სახეობაზე.

სილქნეტისა და ჟურნალ National Geographic საქართველოს მიერ ორგანიზებული შემეცნებითი ლექციები 2022 წლიდან იმართება. ლექციები ინტერაქტიურია და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება აქვს თემასთან დაკავშირებულ კითხვებზე, უშუალოდ სპიკერისგან მიიღონ პასუხები. სილქნეტი, ყოველი ასეთი შემეცნებითი შეხვედრის ჩანაწერს ამზადებს, რომლის ნახვა შესაძლებელია SilkTV-ის ვიდეოთეკაში.

National Geographic ქართულ ენაზე კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით 2012 წლიდან გამოიცემა. ერთ სამეცნიერო ჟურნალში ყოველთვიურად თავს იყრის მრავალფეროვანი თემები, ავტორთა სტატიები, უახლესი სამეცნიერო კვლევები, პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი უნიკალური კადრები, საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ტექნოლოგიური თუ სოციალურ- ეკონომიკური სიახლეები.

სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, სპეციალურ ფასად მიიღებს ყოველ ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება. ექსკლუზიურ ფასად კი ჟურნალ National Geographic საქართველოს დაინტერესებული მკითხველი შეიძენს თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14;

R