პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ" - შსს ჭიათურაში 4 მაღაროელის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
"დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ" - შსს ჭიათურაში 4 მაღაროელის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ჭი­ა­თუ­რა­ში, შუქ­რუ­თის მა­ღა­როს დი­რექ­ტორ­სა და მა­ღა­რო­ე­ლებს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

  • რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შუქ­რუ­თის მა­ღა­როს დი­რექ­ტორს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს. მა­თი­ვე ცნო­ბით, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შუქ­რუ­თის მა­ღა­როს დი­რექ­ტო­რი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ასე­ვე, ჭი­ა­თუ­რი­სა და სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით 4 პირი- 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ნ., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ს., 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ჭ. და 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.გ. და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შუქ­რუ­თის მა­ღა­როს დი­რექ­ტორს, 1982 წელს და­ბა­დე­ბულ თ.კ.-ს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თ.კ. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს”,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ" - შსს ჭიათურაში 4 მაღაროელის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

"დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ" - შსს ჭიათურაში 4 მაღაროელის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროს დირექტორსა და მაღაროელებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

  • როგორც უწყებაში განმარტავენ, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. მათივე ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ჭიათურისა და საჩხერის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი- 1991 წელს დაბადებული გ.ნ., 1990 წელს დაბადებული მ.ს., 1985 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1989 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან, რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს”,-აღნიშნულია განცხადებაში.